კობახიძე: პრეზიდენტის ბრიფინგის შინაარსი ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის დღევანდელი ბრიფინგის შინაარსი მისთვის "აბსოლუტურად" გაუგებარი იყო. ამის შესახებ მან ტვ პირველის გადაცემა რეაქციის ეთერში განაცხადა:
"ჩვენ ვთქვით, რომ ვეტოს გადალახვის შემთხვევაში, კონსტიტუციის ხელმოწერა იყო მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური საკითხი. პრეზიდენტს მარტივად, ტექნიკურად რომ მოეწერა ხელი, ვეტოს გადალახვის შემდეგ, აბსოლუტურად გასაგები მოვლენაა. თუმცა პრეზიდენტმა ამას მიუძღვნა საგანგებო ბრიფინგი, რაც იყო აბსოლუტურად გაუგებარი".
მისი თქმით, ბრიფინგის ჩატარების მიზანი არა კონსტიტუციაზე საუბარი, არამედ წინასაარჩევნო განცხადების გაკეთება იყო. კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტმა კონსტიტუციის არადემოკრატიულობაზე ისაუბრა და ამავე დროს მოსახლეობას არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა. მისივე განმარტებით, ეს იყო ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერისკენ მოწოდება:
"სხვათა შორის, მან იგივე გააკეთა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, როდესაც ჩვენ გვქონდა წინასაარჩევნო ნამდვილი ომი ნაციონალურ მოძრაობასთან. მაშინაც განაცხადა, რომ ხმას აძლევდა მრავალპარტიულ პარლამენტს და ეს იყო პირდაპირ მოწოდება ოპოზიციის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებისკენ. მადლობა ღმერთს, რომ პრეზიდენტის ხმას არ ჰქონდა შესაბამისი წონა და საბოლოოდ ჩვენ მოვახერხეთ გამარჯვება და გაგრძელდა შეუქცევადი დემოკრატიული პროცესი".
როგორც კობახიძე ამბობს, გიორგი მარგველაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხდება ისე, როგორც 2016 წლის არჩევნებში დამარცხდა:
"სხვათა შორის, ის დამარცხდა 2013 წელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში იმიტომ, რომ მაშინ ხალხმა აირჩია არა გიორგი მარგველაშვილი, არამედ ქართული ოცნება და ეს იყო მარგველაშვილის დამარცხება".
დღეს, 19 ოქტომბერს, გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა. პრეზიდენტის განმარტებით, მისი დღევანდელი გადაწყვეტილება სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გადადგმულ ნაბიჯად უნდა განიხილებოდეს.
13 ოქტომბერს რიგგარეშე სხდომაზე ქართულმა ოცნებამ საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა და კონსტიტუციის პროექტზე დადებული ვეტო დაძლია და კანონპროექტის პირვანდელ რედაქციასაც უყარა კენჭი.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები