ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წიაღისეულის უკანონო მოპოვების და მიწების მითვისებისთვის 30 პირი დააკავა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, წიაღისეულის უკანონო მოპოვების და სახელმწიფო მიწების მითვისების ბრალდებით 30 პირი დააკავეს.
"ბრალდებულები შიდა ქართლის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე, ასევე სალიცენზიო პირობების დარღვევით ახორციელებდნენ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასა და რეალიზაციას. აღნიშნულ ფაქტებზე მხილებულია ექვსი პირი, მათგან ოთხი დაკავებულია.
პირველ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტში, მდინარე დიდი ლიახვის კალაპოტში შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, უკანონოდ მოიპოვა 9 163.35 მ³ ქვიშა-ხრეში, რამაც გარემოს 138 050.75 ლარის ზიანი მიაყენა;
მეორე სისხლის სამართლის საქმეზე დადგინდა, რომ იმერეთის რეგიონში ბრალდებულებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტის შენიღბვის მიზნით დაამზადეს 3 443 000 ლარის ღირებულების პროდუქციის შესყიდვის ამსახველი ყალბი დოკუმენტები. ასევე, მდინარე რიონის კალაპოტიდან 1 346 371 მ³ წიაღისეულის უნებართვო მოპოვებით გარემოს 19 561 423 ლარის ზიანი მიაყენეს;
მესამე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გურჯაანისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში უნებართვოდ მოიპოვეს 144 793 მ³ ქვიშა-ხრეში. დანაშაულის დაფარვის მიზნით გამოყენებული იყო ყალბი საგადასახადო დოკუმენტაცია. გარემოს მიყენებულმა ზიანმა 2 172 502 ლარი შეადგინა.
ჯამში, უკანონოდ მოპოვებულია 1 500 327 მ³ სასარგებლო წიაღისეული, ხოლო გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 21 871 975 ლარი შეადგინა," — ვკითხულობთ განცახდებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე, 194-ე, 210-ე, 218-ე და 299-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 12 წლამდე ვადით.
ამასთან, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილია ჯგუფურად სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების არაერთი ფაქტი.
"ერთ-ერთ საქმეზე დადგინდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ 8 925 კვ.მ მიწის ნაკვეთებს, რომელთა ღირებულება 1 299 265 ლარს შეადგენს. აღნიშნულ საქმეზე პასუხისგებაში მიეცა 18 პირი;
მეორე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულმა მცხეთის მუნიციპალიტეტში მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 5 975 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულებაა 591 525 ლარი;
მესამე სისხლის სამართლის საქმეზე ახალციხის მუნიციპალიტეტში ბრალდებულებმა საჯარო რეესტრში მცდარი ინფორმაციის წარდგენით, უკანონოდ დაირეგისტრირეს სახელმწიფოს კუთვნილი 25 760 ლარის ღირებულების 644 კვ.მ მიწის ნაკვეთი;
მეოთხე საქმეზე ბრალდებულმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს კუთვნილი 224 492 ლარის ღირებულების 4 650 კვ.მ მიწის ნაკვეთები თაღლითურად დაირეგისტრირეს. აღნიშნული ქონების ნაწილი უკვე გასხვისებულია, ხოლო დარჩენილი ნაწილი კვლავ ბრალდებულის ოჯახის საკუთრებაშია.
მთლიანობაში, ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ 20 194 კვ.მ სახელმწიფო მიწას, რომლის საერთო ღირებულება 2 141 042 ლარს შეადგენს. მიმდინარეობს მიწების სახელმწიფოსთვის დაბრუნების პროცედურები," — ვკითხულობთ განცხადებაში.
აღნიშნულ საქმეებზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები