10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას
ფოტო: Summit Entertainment
საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ბევრ ჩვენგანს ყოველდღიურად, ზოგს კი დღეში რამდენჯერმეც კი უწევს. და როცა ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა ისედაც ეგზისტენციალურ კრიზისში გვყრის, კარგი იქნებოდა, მგზავრები მაინც ვთანხმდებოდეთ რამდენიმე ელემენტარულ, დაუწერელ წესზე, რომ მეტროთი ან ავტობუსით გადაადგილების ხშირად არცთუ სასიამოვნო გამოცდილება სულ მთლად აუტანელ წუთებად არ ვაქციოთ. ცხადია, ამ წესების უმრავლესობა არ ისწავლება, მაგრამ რაღაც შინაგანი ხმა უნდა გკარნახობდეს, რომ ასე არ მოიქცე და არ გახდე ის ნერვებისმომშლელი ადამიანი...
1. გადატენილ ავტობუსსა და ვაგონში ზურგჩანთას რომ არ იხსნის
ფოტო: Tenor
კი, ძალიან შევწუხდით. უბრალოდ, იმხელა ჩანთა გაქვს, ან ხმას ვერ გაწვდენთ, ან კედელზე მიგვასრისე უკვე.
2. კარში რომ იჭედება და არ ჩადის
ფოტო: Tenor
რა თქმა უნდა, არ გკითხეთ, ჩადიხარ თუ არა, რადგან არცთუ სავსე ვაგონში/ავტობუსში ისე ახლოს დადექი კართან, თითქოს მარათონისთვის ემზადებოდი. იქნებ უკან მოგეხედა?
3. ბოლო წამს რომ ახსენდება ჩასვლა
ფოტო: Tenor
...და ისე გადაგთელავს, თითქოს აქეთ გაქვს მოსაბოდიშებელი, გზაზე რომ ეღობები.
4. ხალხს ჩამოსვლას რომ არ აცდის
ფოტო: Tenor
ცარიელი სკამისთვის ბრძოლა ზოგჯერ ძალიან დრამატული ხდება ხოლმე.
5. მეტროში ესკალატორის მარცხენა მხარეს რომ დგება
ფოტო: Tenor
კი, შენ წარმოიდგინე და, ზოგს ისე გვეჩქარება, რომ პირდაპირ მეტროში გვიწევს "კარდიოს" გაკეთება.
6. მეტროს შესასვლელ-გასასვლელს რომ ვერ არჩევს
ფოტო: Tenor
რამხელაზე შეიძლება ნიშნები ეხატოს კარს, რომ დაინახო?
7. ავტობუსის შუა ნაწილში რომ ცარიელი სივრცეა, მაგრამ ჯიუტად არ იძვრის ადგილიდან
ფოტო: Tenor
ჩაგატარებთ, შენი გაჩერება რომ მოვა, მაგრამ იქნებ მანამდე ამოსვლის საშუალება მოგვცე?
8. ავტობუსში ფეხის ამოდგმიდან ჩასვლამდე რომ პირს არ აჩერებს და ტელეფონზე ქაქანებს
ფოტო: Tenor
ან ამ ტიპის სხვა ვარიანტი: მუსიკა/ვიდეო რომ ყურსასმენების გარეშე აქვს ტელეფონში ჩართული. სხვა თუ არაფერი, უხერხული საუბრების მოსმენას ისევ ვიღაცის ტიკტოკის "ფორ იუ" გვერდის გაცნობა სჯობს.
9. სხვა მგზავრების გარეგნობას ან ჩაცმულობას რომ განიხილავს
ფოტო: Tenor
ნწ, ნწ, რა თაობა მოდის...
10. სკამზე ფეხებს რომ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე შლის
ფოტო: Tenor
პერსონალურად დამზადებული სავარძელიც დაგიდგათ, ხომ არ გინდა?
11. ვირუსიანი რომ უპირბადოდ დაიარება
ფოტო: Tenor
სულ მცირე, იდაყვი რომ აგეფარებინა პირზე დაცემინებისას, შეიძლება ჯანმრთელობა მესურვებინა...
12. მთვრალი რომ არის
ფოტო: Giphy
უკომენტაროდ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები