ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება
ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭო ავრცელებს. მათი ცნობით, სამიტზე ევროკავშირს ევროსაბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად წარმოადგენს, სომხეთს კი — პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
სამიტის წინ, პრეზიდენტი კოსტა და პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი ევროპის პოლიტიკური საზოგადოების შეხვედრას დაესწრებიან, რომელიც ერევანში 2026 წლის 4 მაისს გაიმართება.
"ევროკავშირი-სომხეთის სამიტი ფოკუსირებული იქნება ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე, კერძოდ, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში კავშირგაბმულობაზე. ლიდერები ასევე განიხილავენ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, უსაფრთხოების, კავშირგაბმულობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის პროგრესს, ასევე მიმდინარე გლობალურ გამოწვევებს, მათ შორის ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.
სომხეთი ევროკავშირის ახლო პარტნიორია და ჩვენ მოუთმენლად ველით ამ ურთიერთობის გაღრმავებას ჩვენი პირველი სამიტით. საერთო ღირებულებებით, საერთაშორისო სამართლისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი ერთგულებით გაერთიანებული ეს ეტაპი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, უსაფრთხოების, კავშირისა და კეთილდღეობის საქმეში მნიშვნელოვან ინვესტიციას აღნიშნავს.
ევროკავშირი-სომხეთის სამიტი ასახავს ბოლო წლების განმავლობაში ორმხრივი პარტნიორობის მზარდ დინამიზმს. ევროკავშირისა და სომხეთის ურთიერთობები ეფუძნება 2021 წლიდან ძალაში მყოფ ევროკავშირი-სომხეთის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმებას (CEPA) და 2025 წელს მიღწეულ ევროკავშირი-სომხეთის პარტნიორობის სტრატეგიულ დღის წესრიგს. ევროკავშირი სომხეთის რეფორმების დღის წესრიგის, ვაჭრობისა და ინვესტიციების მთავარი პარტნიორია. ის ასევე ქვეყნის უდიდესი დონორია. 2023 წლის ოქტომბრის დასკვნებში ევროპის საბჭომ ევროკავშირის ინსტიტუტებს დაავალა "გააძლიერონ ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობები ყველა ასპექტში".
CEPA შეთანხმების მეშვეობით, სომხეთმა აიღო ვალდებულება, გააგრძელოს ყოვლისმომცველი რეფორმების დღის წესრიგი, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, გამჭვირვალობასა და კანონის უზენაესობაზე — კერძოდ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, სასამართლო სისტემის რეფორმირებასა და მოქალაქეების წინაშე მისი ანგარიშვალდებულების გაზრდაზე, ასევე ყველასთვის თანაბარი ეკონომიკური, დასაქმებისა და სოციალური შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე.
2024 წლის სექტემბერში ევროკავშირმა სომხეთთან ვიზების ლიბერალიზაციის დიალოგი დაიწყო, რათა მხარი დაეჭირა სომხეთისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მიღწევის მიზანში.
2025 წლის 14 ივლისს, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი შეხვდნენ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, რათა კიდევ ერთხელ დადასტურებულიყო და განევითარებინა ევროკავშირსა და სომხეთს შორის მზარდი პარტნიორობა.
2025 წლის აგვისტოში ევროკავშირმა მიესალმა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულების პარაფირებას და პოლიტიკური დეკლარაციის ხელმოწერას. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ეს შეთანხმება მნიშვნელოვან გარღვევას წარმოადგენს ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დასასრულებლად. ევროკავშირი მზადაა, ინვესტიციების და რეგიონში კომუნიკაციების სრული გახსნის გზით ხელი შეუწყოს ინკლუზიური რეგიონული კავშირის განვითარებას, მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად", — წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები