ელენე ხოშტარია: NATO-სთან ინტეგრაციის პროცესი ოცნებამ ინსტიტუციურად მოკლა"
"NATO-თან ინტეგრაციის პროცესი ოცნებამ ინსტიტუციურად მოკლა" — ვკითხულობთ დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ რუსთავის ქალთა ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში, რომელშიც NATO-ს 2025 წლის ანგარიშზე საუბრობს. მისი თქმით, ოპოზიციურმა ალიანსმა NATO-სთან კომუნიკაცია ალტერნატიული ხედვის გასამყარებლად ახლავე უნდა დაიწყოს.
"NATO-სთან ინტეგრაციის პროცესი ოცნებამ ინსტიტუციურად მოკლა. წლები დასჭირდა "ასპირანტის" სტატუსის მოპოვებას და საქართველოს პოტენციურ წევრად რეალურად აღქმას, რაც 2012 წლისთვის უკვე დოკუმენტურად იყო აღბეჭდილი. მხოლოდ ინერციაც კი იყო საკმარისი, რომ არ ჩამოშლილიყო.
დღევანდელი ანგარიში ასახავს ამ ჩამოშლას.
პარტნიორული ურთიერთობები, მათ შორის თავდაცვის სფეროში, NATO-ს 90-იანი წლების მერე, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცესთან ჰქონდა; PFP — Partnership For Peace ერქვა. ცენტრალური აზიის ქვეყნებსაც ჰქონდათ და აქვთ პარტნიორობა.
საქართველომ გადაინაცვლა 90-იანების ნიშნულზე, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ (8 წელი ვმუშაობდი ამაზე) ხელისუფლების ცვლილებების და ევროპული ინტეგრაციის პირობებში, სრულად ავინაზღაურებთ დანაკარგს და დავუბრუნდებით გაწევრიანების გზას, მით უმეტეს, შავი ზღვის და სამხრეთ კავკასიის ახალი გეოპოლიტიკური ვიათრების გათვალისწინებით.
ალიანსმა NATO-სთან კომუნიკაცია ახლავე უნდა დავიწყოთ ამ ალტერნატიული ხედვის გასამყარებლად.
ბოლომდე!
რუსთავის ქალთა ციხე", — სოციალურ ქსელში აქვეყნებს წერილს ელენე ხოშტარია
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 26 მარტს მარკ რუტემ NATO-ს წლიური ანგარიში წარმოადგინა, რომელშიც საქართველოს შესახებაც არის ჩანაწერი. ანგარიშში წერია, რომ "NATO-საქართველოს თანამშრომლობის ელემენტები გადაფასდა პრიორიტეტების მიხედვით."
"წინსვლა იყო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაში ქართულ თავდაცვის ძალებთან, რასაც ხაზი გაესვა მაისში ჩატარებული NATO-საქართველოს წარმატებული წვრთნით.
ალიანსმა ასევე გადახედა NATO-ს ჩართულობა საქართველოს მიმართ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი შემდგომი პერიოდის გათვალისწინებით. შედეგად, NATO-საქართველოს თანამშრომლობის ელემენტები გადაფასდა პრიორიტეტების მიხედვით, მათ შორის NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ზოგიერთი ასპექტის თვალსაზრისით.
ამავდროულად, წინსვლა იყო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაში ქართულ თავდაცვის ძალებთან, რასაც ხაზი გაესვა მაისში ჩატარებული NATO-საქართველოს წარმატებული წვრთნით. NATO-ს საინფორმაციო ოფისი თბილისში, საქართველოში, აგრძელებდა აქტიურ ჩართულობას სამივე პარტნიორთან სამხრეთ კავკასიის რეგიონში", — ვკითხულობთ ანგარიშში
ქართული ოცნების ერთადერთი მაღალჩინოსანი, რომელმაც აღნიშნულზე კომენტარი გააკეთა შალვა პაპუაშვილია. მისი თქმით, "პრობლემა არის NATO-ში და არა მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით, არამედ ამერიკასთან დაკავშირებითაც".
"ჩვენც შეგვიძლია ვთქვათ იმის ფონზე, რაც საქართველომ გააკეთა NATO-სთვის სხვადასხვა მისიაში მონაწილეობით, თვითონ რომ არ მიდიოდნენ, ესტონეთები, ლატვიები და ლიეტუვები 50-50 კაცით რომ იყვნენ ავღანეთში და ჩვენ ვიყავით 1500-ით, ამის სანაცვლოდ ჩვენ ვერ ვხედავთ ადეკვატურ პასუხებს. ასე რომ, ბურთი არის მთლიანად, სრულად NATO-ს ტერიტორიაზე და თავად უნდა ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ საკუთარი ალიანსისგან", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები