იტალიაში სამწუთიანი ძარცვისას რენუარის, სეზანისა და მატისის ნახატები მოიპარეს
ფოტო: ანრი მატისი
იტალიაში, ქალაქ პარმასთან მდებარე მუზეუმიდან პიერ-ოგიუსტ რენუარის, პოლ სეზანის და ანრი მატისის მილიონობით ევროს ღირებულების ნახატები მოიპარეს.
პოლიციის ცნობით, 22 მარტს, ოთხი ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა მანიანის ფონდის ვილაში და გაიტანა რენუარის თევზები, სეზანის ნატურმორტი ალუბლებით და მატისის ოდალისკა ტერასაზე.
"თევზები", პიერ-ოგიუსტ რენუარი
ფოტო: BBC
იტალიური მედიის ინფორმაციით, დაჯგუფებამ ყველაფერი სამ წუთში მოახერხა: მათ მოქმედება მხოლოდ მუზეუმის სიგნალიზაციამ შეაწყვეტინა, რამაც უფრო მეტი ნამუშევრის გატანა აღკვეთა.
ეს დაწესებულება უახლესია იმ ობიექტებს შორის, რომლებიც ძარცვის სამიზნე გახდა, გასული წლის ოქტომბერში ლუვრიდან დღისით განხორციელებულმა ძარცვამ, რომლის დროსაც ფასდაუდებელი ძვირფასეულობა მოიპარეს, დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
- ლუვრის გაქურდვისას უძვირფასესი გვირგვინი დაზიანდა — იხილეთ ფოტოები
- ლუვრის მუზეუმის ძარცვაში ეჭვმიტანილი 2 პირი დაკავებულია
მედიის ცნობით, მძარცველებმა ძალით შეანგრიეს პარმის სოფლის ტერიტორიაზე მდებარე ვილის მთავარი კარი, და შენობის პირველ სართულზე არსებული ფრანგული ოთახიდან ნახატები გაიტანეს.
ფონდის განცხადებით, დაჯგუფება "სტრუქტურირებული და ორგანიზებული" ჩანდა და, როგორც ჩანს, კიდევ მეტის მოპარვას გეგმავდა, თუმცა კერძო კოლექციის სიგნალიზაციამ ამოქმედდა და პოლიცია გამოიძახა.
რეგიონული მაუწყებლის, TGR-ის ინფორმაციით, რომელიც ამ ამბავს პირველად გამოეხმაურა, დამნაშავეებმა გაქცევა ღობეზე გადაძრომით მოახერხეს.
მაუწყებლის შეფასებით, მოპარული ნამუშევრების საერთო ღირებულება 9 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო მხოლოდ თევზების ღირებულება 6 მილიონ ევროს აღწევს, რაც ამ შემთხვევას იტალიაში ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ძარცვად აქცევს.
"ოდალისკა ტერასაზე", ანრი მატისი
ფოტო: BBC
- რენუარი იმპრესიონისტული მოძრაობის ერთ-ერთი წამყვანი მხატვარი იყო და ზეთით შესრულებული თევზები დაახლოებით 1917 წელს შექმნა;
- სეზანის ნამუშევარი, რომელიც დაახლოებით 1890 წელს არის შექმნილი, მის მიერ შესრულებული ალუბლის თემაზე შექმნილი ნატურმორტებიდან ერთ-ერთია, თუმცა ეს ნამუშევარი იშვიათია, რადგან შესრულებულია აკვარელით, ტექნიკით, რომელსაც მხატვარი სიცოცხლის ბოლო წლებში უფრო აქტიურად იყენებდა;
- მატისის მიერ 1922 წელს დახატული ოდალისკა ტერასაზე ორ ფიგურას ასახავს, ერთი მზეზე წევს, ხოლო მეორეს ვიოლინო უჭირავს.
"ნატურმორტი ალუბლით", პოლ სეზანი
ფოტო: BBC
ძარცვას ახლა იტალიის პოლიცია და ბოლონიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის განყოფილება იძიებს. ფაქტის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ მხოლოდ კვირას გავრცელდა.
Magnani Rocca Foundation კომპოზიტორისა და ხელოვნების კოლექციონერის, ლუიჯი მანიანის გარდაცვალების შემდეგ, 1984 წელს, მის ოჯახურ სახლში დაარსდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები