რამდენ ხანს მოგვიწევს ხოლმე ლოდინი ჰარი პოტერის სერიალის ახალ სეზონებამდე
ფოტო: Lara Cornell / HBO
სულ რამდენიმე დღის წინ გამოვიდა ტრეილერი ჰარი პოტერის სერიალისა, რომლის პრემიერასაც მსოფლიოში მილიონობით ფანი მოუთმენლად ელოდება. HBO-ის ეს მასშტაბური პროექტი, რომელიც ჯოან როულინგის ლეგენდარული ჯადოსნური სამყაროს მორიგი ეკრანიზაცია გახლავთ, დღის სინათლეს 2026 წლის მიწურულს, საშობაოდ იხილავს. სერიალის პირველი სეზონის სახელწოდება ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვაა და ის მთლიანად პირველ წიგნს დაეთმობა.
და სანამ ინტერნეტსივრცეში გაცხარებული კამათი მიმდინარეობს ყველასთვის საყვარელი ჯადოსნური ისტორიის ახალ სიცოცხლეზე, სერიალის შემქმნელები უკვე შემდეგ სეზონზე მუშაობენ. HBO-ის ხელმძღვანელმა ქეისი ბლოისმა უახლეს ინტერვიუში განაცხადა, რომ ამჟამად მეორე სეზონის სცენარი იწერება. ამდენად, საინტერესოა, პირველი სეზონის დასრულების შემდეგ კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევს ლოდინი...
"მიზნად გვაქვს, [სეზონებს შორის] დიდი შუალედი არ გამოგვივიდეს", — აღნიშნავს ბლოისი, — "ცხადია, იმიტომაც, რომ ბავშვები სწრაფად იზრდებიან. თუმცა, შემდეგი სეზონები ყოველწლიურად არ გამოვა. ეს სერიალი ძალზედ დიდი და მასშტაბური პროექტია".
დანამდვილებით ვიცით ის, რომ ჯამში შვიდი სეზონი გვექნება — პოტერიადის თითოეულ წიგნს ცალკე სეზონი მიეძღვნება. პროექტის შემქმნელებს ეს საშუალებას აძლევს, ფილმებში გამოტოვებული დეტალები, პერსონაჟები თუ სიუჟეტური ხაზისთვის მნიშვნელოვანი დეტალები ახალ ეკრანიზაციაში წარმოაჩინონ. და, როგორც ტრეილერიდან ვიგებთ, ასეც აქვთ ჩაფიქრებული: ვიდეოში უკვე ვნახეთ, რომ ჰარის მაგლურ სამყაროში ცხოვრებას უფრო დეტალურად გავეცნობით. მეტიც, მსახიობებმა გაამხილეს, რომ სერიალში სხვა პერსონაჟების ჰოგვორტსმიღმა ცხოვრებასაც ვიხილავთ.
ვიცით ისიც, რომ სერიალი მთელ ათწლეულს გასტანს, ასე რომ, სიკვდილის საჩუქრების გამოსვლას სადღაც 2036 წლისთვის უნდა ველოდოთ. HBO კი ფინანსების დაზოგვას არ აპირებს — სერიალის ბიუჯეტი ისეთ გიგანტებს გაუტოლდება, როგორებიცაა Game of Thrones და House of the Dragon. ცნობისთვის, ამ უკანასკნელის პირველი სეზონი $125 მილიონამდე დაჯდა. რამდენიც ხარისხიან სერიალს დასჭირდებაო, ასე განსაზღვრა ბლოისმა ჰარი პოტერის ბიუჯეტი წინათ.
ფოტო: HBO Max
GOT ვახსენეთ და იმასაც შეგახსენებთ, რომ პოტერიადის ამ ეკრანიზაციაზე სწორედ Game of Thrones-ისა და The Last of Us-ის რეჟისორი, მარკ მაილოდი, მუშაობს. პროექტის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, სცენარისტი და ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერი კი ფრანჩესკა გარდინერი გახლავთ, რომელსაც ისეთ გახმაურებულ სერიალებზე უმუშავია, როგორებიცაა Succession და Killing Eve.
სერიალზე მუშაობის პროცესში აქტიურად არის ჩართული ჰარი პოტერის ავტორიც. ჯოან როულინგი პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერია და მისი უახლესი განცხადება მოწმობს, რომ "შედეგით კმაყოფილია".
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები