საირმეს რეკრეაციულ ფერმაში ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
ფოტო: საირმეს რეკრეაციული ფერმა
საირმის უნიკალური ეკოსისტემა, რომელიც წლებია, ვიზიტორებისთვის გამორჩეული და საინტერესო ადგილია, ახალ ფუნქციას იძენს. საირმეს რეკრეაციული ფერმა ეკოსაგანმანათლებლო პროექტს იწყებს, რომელიც სკოლის მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, საკლასო ოთახებში მიღებული თეორიული ცოდნა რეალურ ბუნებრივ გარემოში პრაქტიკული კვლევებითა და სახალისო თავგადასავლებით განამტკიცონ. პროექტი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა და მხოლოდ შემეცნებითი ტურების მოწყობას არ ითვალისწინებს. ეს არის ინტეგრირებული სასწავლო პროცესი, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტანდარტებს ეფუძნება.
თენგიზ ცერცვაძე, საირმეს რეკრეაციული ფერმის დირექტორი: "წელიწადზე მეტია, „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, რომლებიც ისტორიული პროექტის მთავარ მიზანს — ბუნების აღდგენას, მდგრად განვითარებასა და ადგილობრივი თემის გაძლიერებას ემსახურება. ეკოსაგანმანათლებლო პროექტიც ამ წამოწყების ლოგიკური გაგრძელებაა, სადაც ეკოსისტემის აღდგენა და ეკოგანათლება ერთი კონცეფციის ნაწილია. მიგვაჩნია, რომ ეს არა ერთჯერადი აქტივობების ერთობლიობა, არამედ გრძელვადიანი სტრატეგიის შემადგენელია. გვსურს, მომავალ თაობას ნათლად დავანახოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგიაზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა, რომელიც ამ პროცესში თითოეულ მოქალაქეს ეკისრება. ვფიქრობთ, საირმის უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა და რესურსები ამ მისიის შესასრულებლად საუკეთესო პლატფორმაა".
ფოტო: საირმეს რეკრეაციული ფერმა
პროექტი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზეა მორგებული და სკოლებს შესაბამის სილაბუსს სთავაზობს. დაწყებითი საფეხურისთვის, მცენარეთა აგებულებასთან ერთად, აქცენტი ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობასა და დაკვირვების უნარების განვითარებაზე კეთდება. ბიოლოგიისა და გეოგრაფიის ინტეგრირებული გაკვეთილები ღია სივრცეში საბაზისო საფეხურისთვის განისაზღვრა. მე-6-7 კლასის მოსწავლეები სახეობების იდენტიფიცირებასა და რუკაზე მუშაობის პროცესზე კონცენტრირდებიან. საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის კი პროგრამა უფრო კომპლექსურია და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების სტრატეგიას, კლიმატის ცვლილების ანალიზსა და მდგრადი განვითარების პრინციპებს მოიცავს.
გიორგი დიასამიძე, ეკოგანათლების სპეციალისტი: "პროექტის მთავარი ღირებულება პრაქტიკული გამოცდილებაა. სპეციალურად შემუშავებული ეკოსიმულაციები და სტრატეგიული თამაშები ბავშვებს გუნდური და კრიტიკული აზროვნების განვითარებაში დაეხმარება. მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, იმუშაონ პროფესიონალ რეინჯერებთან ერთად, ისწავლონ ცხოველთა მონიტორინგი და გაიგონ მეტი მათი ქცევების შესახებ. პროგრამის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია სალაშქრო განათლება: მარშრუტების დაგეგმვა, პირველადი დახმარება, უსაფრთხოების წესები და ბანაკის მოწყობა. გვსურს, მოსწავლეებს კვლევაზე დაფუძნებული სწავლება გავუზიაროთ და დავეხმაროთ, რომ სკოლის სივრცეში მიღებული ცოდნა რეალურ გარემოში ბუნებასთან უშუალო შეხებით თავად გამოცადონ".
საირმის ბიომრავალფეროვნება, პროფესიონალი რეინჯერების გამოცდილება და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე მორგებული პროგრამა ქმნის შესაძლებლობას, რომ მოზარდებმა ისწავლონ მთავარი — პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებსა და გარე სამყაროზე.
საირმეს რეკრეაციული ფერმის პროექტის მიზანი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების პოპულაციის აღდგენაა. ისტორიული პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 4 მილიონი ლარია. ამასთან ერთად, გათვალისწინებულია ფერმის შემადგენლობაში არსებული 13 000 ჰექტარი ტერიტორიის დაცვა, ეკოტურიზმის განვითარება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები