ბექა გოცირიძეზე "თავდასხმის" ბრალდებით დაკავებულ თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯათ
ქართული ოცნების მხარდამჭერ ბექა გოცირიძეზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯათ — გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ მიიღო.
გოგუაძეს განმარტებით, მას სასამართლო პროცესებზე "არ ახსენდება ბრალდებულებს დანაშაული ეღიარებინათ" და ამით "შესაძლებლობა დაუკარგეს არასაპატიმრო სასჯელი გამოეყენებინა".
"მართალია, ბრალდებულები არ არიან ნასამართლევები აქამდე სხვა არც ერთ საქმეში, ამავდროულად ითვალისწინებს ერთ-ერთი ბრალდებულის ადმინისტრაციულად სახდელდადებულობას, გაითვალისწინა ბრალდებულთა პოზიციები მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში.
ბატონებო, ჩვენ ერთად ძალიან კარგად გამოვიკვლიეთ მტკიცებულებები, ძირითადად, ის ვიდეომასალა, რომელსაც ჩვენ ერთად ვუყურეთ და დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად იცით, რა მოხდა იქ და რა ვითარება იყო. როგორც მე, ასევე საზოგადოებამ დაინახა ის მასალები, რამაც ჩვენ აქ სასამართლოში მოგვიყვანა.
ასევე მინდა შევეხო დაცვის მხარის მტკიცებულებებს. მართალია, არც ერთ მოწმეს არ დაუდასტურებია, რომ თქვენ განახორციელეთ ძალადობა, თუმცაღა ვერც ერთი მოწმე ვერ უარყოფდა, რომ იყო შეხლა-შემოხლა... კოფლიქტურ მდგომარეობას არც ერთი მოწმე არ უარყოფდა.
არ შემიძლია, არ შევეხო დაზარალებულის პოზიციას. თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, როდესაც ჩვენ დაზარალებული ბექა გოცირიძე დავკითხეთ, როგორ მდგომარეობაში იყო ის. მისი პოზიცია თქვენ მიმართ იყო ძალიან ლოიალური, მოინანია კიდეც ის ქმედება, რომ თქვენ მიმართ იყო რადიკალურად განწყობილი და დაადასტურა კიდევაც.
დაზარალებულის პოზიცია ხშირ შემთხვევაში ვერ იქნება გადამწყვეტი სასამართლოსთვის, რა სახის სასჯელი უნდა დანიშნოს და სასამართლო იყოს თუ არა ლოიალური. ეს არის დაზარალებულის პოზიცია, აწგარდაცვლილი ბექა გოცირიძის პოზიცია, თუმცა სასამართლო ვერ იქნება შებოჭილი იმით, რომ აუცილებლად გაითვალისწინოს დაზარალებულის პოზიცია. მე, რა თქმა უნდა, გავითვალისწინე დაზარალებულის პოზიცია სასჯელის ნაწილში.
ამავდროულად მინდა, შევეხო უშუალოდ თქვენს მდგომარეობას სასამართლო პროცესზე. მე არ გამახსენდება არც ერთ პროცესზე ის, რომ თქვენი მხრიდან ყოფილიყო, ასე რომ ვთქვათ, არ მინდა, ისე გამომივიდეს, თქვენ აღიარებდით თუ არა დანაშაულს, ეს ბრალდებულის უფლებაა, თუმცაღა თვალნათლივ იყო ყველაფერი წარმოდგენილი ამ სასამართლო დარბაზში, რაზეც თქვენი პოზიცია აუცილებლად უნდა დაგეფიქსირებინათ. მე ამას ველოდებოდი.
თქვენ დამიკარგეთ შესაძლებლობა, მე, როგორც მოსამართლეს, თქვენ მიმართ დამენიშნა თუნდაც არასაპატიმრო სასჯელი. თუნდაც ვყოფილიყავი ლოიალური. ადამიანურად, სასჯელის დანიშვნისას გავითვალისწინე ძალიან ბევრი ფაქტორი და სასჯელი არაა მაქსიმალური, თუმცაღა არაა არასაპატიმრო," — თქვა მოსამართლემ.
თოშხუა და შერვაშიძე 2025 წლის 16 აგვისტოდან პატიმრობაში იმყოფებიან და საპატიმროს 5 თვეში დატოვებენ. ისინი 16 აგვისტოს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისთვის დააკავეს. ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1-ელ აგვისტოს, ოცნების მხარდამჭერმა ბექა გოცირიძემ რუსთაველის გამზირზე მყოფ აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაუპირისპირდა. თვითმხილველების ინფორმაციით, გოცირიძეს დაპირისპირებისას ჯიბიდან ცივი იარაღი ამოუვარდა, რომელიც აქციის მონაწილეებმა პოლიციას გადასცეს. მოგვიანებით, გოცირიძემ მინდია შერვაშიძეს და თორნიკე თოშხუას თავდასხმისთვის უჩივლა.
17 დეკემბერს, სასამართლო პროცესზე "დაზარალებულის" სტატუსით ყოფილი ფეხბურთელი და ქართული ოცნების ღია მხარდამჭერი ბექა გოცირიძე დაიკითხა. გოცირიძემ სასამართლო სხდომაზე თოშხუას და შერვაშიძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა. ჩვენების ბოლოს კი დასძინა — "თუ გირაოთი გამოუშვებთ და ახალ წელს სახლში შეხვდებიან, ძალიან გამიხარდება" — მოსამართლემ აქტივისტები კვლავ პატიმრობაში დატოვა.
"დიდი არაფერი, უბრალოდ მოგვივიდა ჩხუბი. მგონი თორნიკემ დამარტყა პირველმა, სხვებიც იყვნენ. ძაან დიდი ტკივილი არ მიგრძნია, რაღაცა სასწაული ტკივილი არ იყო, ხელი დამარტყა. ცოტა ვიგრძენი. ადამიანი ვარ, რომ დაგარტყამენ, ტკივილს იგრძნობ. ადამიანები ვართ და ვიჩხუბეთ რა. არ შეიძლებოდა გირაო ან რაღაც? დააჭერინაო და მე რა დავაჭერინე?! ვჩხუბობდით, მე თავს ვიცავდი და მეც ვურტყამდი," — თქვა გოცირიძემ. (სტილი დაცულია, წყარო "ნეტგაზეთი")
8 თებერვალს, სასამართლო განაჩენის გამოცხადებამდე ბექა გოცირიძე გარდაიცვალა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები