NYT-მა დაითხოვა ჟურნალისტი, რომელმაც წიგნის მიმოხილვის დასაწერად AI გამოიყენა
ფოტო: iStock / Getty
ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ამერიკულმა გაზეთმა, The New York Times-მა, უშტატო ჟურნალისტთან მას შემდეგ გაწყვიტა საქმიანი ურთიერთობა, რაც გაირკვა, რომ ამ უკანასკნელმა წიგნის მიმოხილვის დასაწერად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა. როგორც აღმოჩნდა, ჟურნალისტის დაწერილი ტექსტი ბრიტანულ გაზეთ The Guardian-ში ქრისტობენ კენტის მიერ იმავე წიგნზე გამოქვეყნებული რეცენზიის ნაწილებს იმეორებდა და ეს ფაქტი ერთ-ერთმა მკითხველმა შენიშნა.
ამბის გახმაურების შემდეგ, NYT-მა საქმის მოკვლევა დაიწყო და ჟურნალისტ ალექს პრესტონს მოუწია, ეღიარებინა, რომ წერის პროცესში AI დაიხმარა, მაგრამ მიმოხილვის გაგზავნამდე არ შეუმჩნევია, რომ გარკვეული მონაკვეთები რამდენიმე თვით ადრე გამოქვეყნებულ ტექსტს ემთხვეოდა. პრესტონის თქმით, "დიდი შეცდომა დაუშვა" და ამის გამო "ძალიან რცხვენია".
"მის მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და სხვა ავტორის ნამუშევრის მითვისება ცალსახად არღვევს ჩვენი გამოცემის სტანდარტებს", — ნათქვამია NYT-ის რედაქტორის განცხადებაში.
ჟურნალისტი და მწერალი ალექს პრესტონი
ფოტო: David Levenson / Getty Images
როგორც ირკვევა, NYT-ში გამოქვეყნებულ ტექსტში The Guardian-ის მიმოხილვიდან მონაკვეთები კოსმეტიკური ცვლილებებით იყო გადმოტანილი: გარდა იმისა, რომ წინადადებები შინაარსობრივად ემთხვეოდა, AI-ით შექმნილი მასალა ზედმიწევნით იმეორებდა ზედსართავებს.
NYT-ის წარმომადგენელმა დაადასტურა, გაზეთი პრესტონთან აღარ ითანამშრომლებს. ჟურნალისტს გამოცემაში აქამდე ექვსი მიმოხილვა აქვს გამოქვეყნებული, მაგრამ ირწმუნება, რომ არცერთი მათგანის წერის პროცესში ხელოვნური ინტელექტი არ გამოუყენებია.
"დიდი შეცდომა დავუშვი და AI ხელსაწყო დავიხმარე ტექსტის პირველადი ვერსიის შესაქმნელად, რომელშიც ვერ შევნიშნე და არ წამიშლია ხელოვნური ინტელექტის მიერ მოწოდებული, სხვა მასალაში გამოყენებული სიტყვათა წყობა", — აცხადებს პრესტონი, — "ძალიან მრცხვენია და გულწრფელად ვწუხვარ მომხდარის გამო. სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას და ბოდიშს ვუხდი The New York Times-ს. ასევე მსურს, მოვუბოდიშო The Guardian-ს და ქრისტობელ კენტს".
აღსანიშნავია, რომ პრესტონს სტატიები დაწერილი აქვს სხვა დიდი გამოცემებისთვისაც, მათ შორის, თავად The Guardian-ისთვის. ამასთან, ჟურნალისტს გამოცემული აქვს არაერთი წიგნი. მისი ერთ-ერთი ბოლო მასალა კი, რაც უნდა ირონიული იყოს, ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებს შეეხებოდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები