Bybit Georgia — საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოტო: Bybit Georgia
Bybit Georgia გლობალური ფინანსური კრიპტო კომპანია, საქართველოს ერთ-ერთ მთავარ რეგიონულ ჰაბად განიხილავს და ქვეყანაში ოპერაციების გაფართოებას გეგმავს. კომპანია უკვე ზრდის ინვესტიციებს, ავითარებს ადგილობრივ კრიპტო ეკოსისტემას და აძლიერებს თანამშრომლობას, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორთან.
11 მარტს, Bybit-მა თბილისში ოფიციალური წარდგენის ღონისძიება გამართა, რომელიც პარტნიორ კომპანიებთან ერთად ჩატარდა, მათ შორის Mastercard, Pave Bank და Tether.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები, რომლებმაც კომპანიის საქართველოში ოპერირების დაწყებასა და ქვეყნის ფინანსური ეკოსისტემის განვითარებაში მის როლს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა Bybit Card — Mastercard-თან და Pave Bank-თან ერთად შექმნილი საგადახდო პროდუქტი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ კრიპტოაქტივები ყოველდღიურ გადახდებში, Mastercard-ის გლობალური ინფრასტრუქტურის საშუალებით.
Bybit Card ასევე ოფიციალურად წარადგინეს თბილისში გამართულ ღონისძიებაზე. ის ციფრული აქტივების რეალურ ეკონომიკაში ინტეგრაციის ერთ-ერთი პირველი პრაქტიკული მაგალითია საქართველოში.
“Mastercard-ში ჩვენი როლია ახალი ფინანსური ტექნოლოგიები დავაკავშიროთ იმ სანდო გლობალურ ინფრასტრუქტურასთან, რომელსაც მომხმარებლები და ბიზნესები ყოველდღიურად ეყრდნობიან. პარტნიორობა Bybit-თან ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება ტრადიციულმა გადახდის ქსელებმა და ციფრულმა ეკოსისტემებმა ერთად შექმნან ახალი შესაძლებლობები.” — განაცხადა დავით ზღუდაძემ, Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოში და სომხეთში.
Pave Bank-ის აღმასრულებელი დირექტორი სალიმ დანანი კი პროდუქტს უფრო ფართო კონტექსტში განიხილავს: “Bybit Card-ის გაშვება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის ციფრული ფინანსების ეკოსისტემის განვითარებისთვის. მსგავსი ინიციატივები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მზარდ როლს, როგორც რეგიონული ფინანსური ინოვაციის ჰაბს და რეგულატორის მხრიდან ფინანსური ინოვაციების მიმართ მკაფიო ფოკუსს."
ფოტო: Bybit Georgia
Bybit საქართველოში ოპერირებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ლიცენზიების საფუძველზე — როგორც ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერი (VASP) და საგადახდო სერვისის პროვაიდერი (PSP).
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, მსგავსი კომპანიების შემოსვლა ფინანსური სექტორის განვითარებას უწყობს ხელს და ზრდის კონკურენციას გადახდების სფეროში.
“ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა მსგავსი კომპანიების შემოსვლა საქართველოს ბაზარზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტრადიციულ საბანკო სექტორთან ერთად სულ უფრო მეტად ვითარდება არასაბანკო საფინანსო სექტორიც, რომელიც ვირტუალური აქტივების სერვისების მიმწოდებლებითაც არის წარმოდგენილი. სწორედ ერთ-ერთი მათგანი არის კრიპტო აქტივების ბაზარზე ლიდერი კომპანია Bybit, რომელსაც მილიონობით მომხმარებელი ჰყავს.“ — განაცხადა ნათია თურნავამ.
Bybit-ის აღმასრულებელი დირექტორი ბენ ჟოუ საქართველოს სტრატეგიულ არჩევანად განიხილავს: “ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროგნოზირებადი და მკაფიო რეგულაციები, სწორედ ასეთ გარემოს ვხედავთ საქართველოში. ეროვნული ბანკის გამჭვირვალე მიდგომა გვაძლევს შესაძლებლობას, აქ გრძელვადიანი ოპერაციები განვავითაროთ და რეგიონული ჰაბი შევქმნათ."
ამ ეტაპზე Bybit-ში საქართველოში უკვე 40-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და კომპანია გუნდის მნიშვნელოვნად გაფართოებას გეგმავს.
240-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედი Bybit, MiCAR-ის ფარგლებში ევროკავშირის ბაზარზეც აქტიურად ფართოვდება. საქართველო ამ გლობალური სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები