თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ფოტო: თიბისი
საქართველოში ტექნოლოგიური განათლების განვითარებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა 2025 წელს ბოლოს, თიბისისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) პარტნიორობით, ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა. ჰაბი აერთიანებს ქვეყანაში არსებულ საოლიმპიადო ეკოსისტემას და ქმნის ერთიან, სისტემურ პლატფორმას მომავალი ტექ ტალანტების აღმოსაჩენად და მხარდასაჭერად.
საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადები ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან ტარდება. მიუხედავად იმ პერიოდის სირთულეებისა, ქართველი მოსწავლეები საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევდნენ. ამ დრომდე ქვეყანამ 11 ოქროს, 21 ვერცხლისა და 66 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიადებში მონაწილე ახალგაზრდები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებში აგრძელებენ კარიერას.
თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია და განათლების მხარდამჭერი ბრენდი საქართველოში, აქტიურად ქმნის შესაძლებლობებს ახალი თაობისთვის. სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბის დაარსება, რომლის ფარგლებშიც, თიბისი ახალი თაობის საერთაშორისო წარმატების მთავარი მხარდამჭერია.
ჰაბი დღეს აერთიანებს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ოლიმპიადებს. მათ შორის ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადას (IOI), ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადას (IOAI), ევროპის გოგოების (EGOI) და ახალგაზრდულ (EJOI) ოლიმპიადებს, ასევე საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადას ინფორმატიკაში.
ტექ ოლიმპიადების ჰაბის შექმნა მრავალწლიანი გამოცდილების გაგრძელებაა, რომლის უკან დგას არაერთი პროფესიონალი და ენთუზიასტი, მათ შორისაა გიორგი მანდარია, რომელიც უკვე სამი ათწლეულია საქართველოს ტექნოლოგიური ტალანტების აღზრდას ემსახურება.
“იმ წლებში, როდესაც საქართველოში შესაძლებლობები ფაქტიურად არ არსებობდა, მაინც მჯეროდა, რომ საქართველო თავის სათქმელს იტყოდა საერთაშორისო ასპარეზზე.“ — გიორგი მანდარია, საქართველოს ტექოლიმპიადების ჰაბის ხელმძღვანელი.
ჰაბის შექმნით, ოლიმპიადების ორგანიზების, ნაკრების მომზადებისა და საერთაშორისო ასპარეზზე გამგზავრების პროცესი უფრო სტრუქტურირებული და ხელმისაწვდომი გახდა. პროექტი ასევე მიზნად ისახავს ტექნოლოგიური განათლების პოპულარიზაციას და წარმატების ისტორიების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.
“განათლებაა ის ძალაა, რომელიც მომავალს ქმნის, სწორედ ამიტომ ვთავაზობთ საზოგადოებას საკუთარ ინიციატივებს და მხარს ვუჭერთ სხვების იდეებს, რომლებიც ახალ თაობას რეალურ შესაძლებლობებს სთავაზობს. ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი არის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს გამოცდილებას, ცოდნას და ახალ შესაძლებლობებს, რათა საქართველოდან კიდევ უფრო მეტი წარმატებული ისტორია დაიწეროს გლობალურ ტექნოლოგიურ სივრცეში.“ — მარიამ თევზაძე, თიბისის საგანმანათლებლო პროექტების ლიდი.
მთავარია გჯეროდეს საკუთარი მიზნების, ინტერესების და შესაძლებლობების - სწორედ ეს რწმენა ხდება პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ. თიბისის უფასო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებული ცოდნით, იქნება ეს — თიბისი ტექსკოლა, კამპუსი, IT აკადემია, ტექ ოლიმპიადების ჰაბი, AI სტუდენტური კლუბი თუ განათლების სხვა შესაძლებლობები - შექმნი პირველ ციფრული პროექტებს, აღმოაჩენ საკუთარ ძლიერ მხარეებს და ტექნოლოგიურ სამყაროში შენს ისტორიას თავად დაწერ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები