ელენე ხოშტარია: "რუბიოს ზარი ჩვენთვის და არა რუსეთისთვის კარგის ნიშანია"
"თუ დავაკვირდებით კონტექსტს — ეს ზარი ჩვენთვის, საქართველოსთვის და არა რუსეთისთვის, კარგის ნიშანია" — ვკითხულობთ პარტია დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, რომელიც მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს ეხება. ელენე ხოშტარიას წერილი მის სოციალურ ქსელში გავრცელდა.
"ამერიკის სახელმწიფო მდივნის ზარი კობახიძესთან განმარტებას მოითხოვს ჩვენგან, ოპოზიციისგან. მან შეიძლება გააჩინოს ლეგიტიმური კითხვები აღიარებასთან და დემოკრატიული დღის წესრიგის აქტუალობასთან დაკავშირებით. ამასთანავე, თუ დავაკვირდებით კონტექსტს - ეს ზარი ჩვენთვის, საქართველოსთვის და არა რუსეთისთვის, კარგის ნიშანია. აქ უნდა დავუკვირდეთ მოვლენათა ჯაჭვს და კომუნიკაციის ფორმებს.
1. აღიარება იქნებოდა საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლების ოფიციალური ვიზიტი ამერიკაში. ამას დიპლომატიაში დიდი მნიშვნელობა აქვს. კომუნიკაცია შეიძლება იყოს ზეწოლა და შეიძლება იყოს აღიარება, გააჩნია ძალთა ბალანსს, თემატიკას, კომუნიკაციის ფორმას და კონტექსტს. ოფიციალური ვიზიტი გულისხმობს აღიარებას, სატელეფონო ზარი კი საქმიან მესიჯს ძლიერი სახელმწიფოსგან. მაგალითად, ვენსის ვიზიტი იყო ოფიციალური.
2. კონტექსტი ამერიკის ,,ანტირუსული“ (ასე დავარქმევ, რადგან გაცხადებულად თუ არა, მაინც ასუსტებს რუსეთის პოზიციას) ქმედებები მოვიდა ჩვენს რეგიონში, ირანი, TRIPP. ირანის საკითხში ამერიკის ნეგატიური ინტერესის საგანს წარმოადგენს საქართველოში ირანის გავლენების გაძლიერება, რაც ჰადსონის კვლევამ უტყუარად აჩვენა. TRIPP-ის კონტექსტში საქართველოს დემოკრატიულობა და ნამდვილი მშვიდობა TRIPP-ის წარმატების ფაქტორია.
3. ურთიერთობების კონტექსტი - სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ხაზგასმით საქმიანი ვიზიტი და ოპოზიციასთან კომუნიკაცია, გააქტიურებული კონგრესი, გაწყვეტილი სტრატეგიული პარტნიორობა და „ოცნების“ იზოლაცია, უკვე შემდგარი ფაქტია. სანქციებს ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა.
ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ამერიკის გააქტიურება არის საქართველოს მიმართ ინტერესის დაფიქსირება, სადაც რუსული ფაქტორის მოგვარება გარდაუვალი ელემენტი იქნება. ეს, გარდა ჩვენისა, ამერიკის ინტერესებშიცაა. ამერიკის უმოქმედობა მეტი თავხედობის გასაქანს მისცემს რეჟიმს. მკაფიო ზეწოლის პარალელური კომუნიკაცია ჩვენს ინტერესებშია.
ეხლა აქციების და ოპოზიციის როლი კიდევ უფრო იზრდება!
საერთო ეროვნული მობილიზაციის ინიციატივა 26 მაისს კულმინაციის ძალიან დროული და სწორი საქმეა ამ მხრივაც!
მოგვთხოვეთ პასუხი და ანგარიში ოპოზიციას ყველა საკითხზე, არ მოგვცეთ შეცდომების დაშვების ფუფუნება!
ბოლომდე!
გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!
რუსთავის ქალთა ციხე
03/04/2026 — ვკითხულობთ ელენე ხოშტარიას წერილში.
ცნობისთვის, 30 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მათ ისაუბრეს ორმხრივი ინტერესის სფეროებზე, კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები