სერბი სამხედრო მაღალჩინოსნები უნგრეთის გაზსადენთან დაკავშირებულ ინციდენტში უკრაინის მონაწილეობას უარყოფენ
სერბეთის უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ უნგრეთის საზღვართან მდებარე გაზსადენთან ასაფეთქებელი ნივთიერებების აღმოჩენის უკან უკრაინა არ დგას. ეს განცხადება უნგრეთის პრემიერვინისტრ ვიქტორ ორბანისთვის, რომელიც კიევის ჩართულობაზე მკაფიოდ მიანიშნებდა, ერთგვარი პასუხია. ამის შესახებ ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
POLITICO-ს ცნობით, სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა — რომელიც ორბანის ახლო მოკავშირეა — კვირას განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა "დამანგრეველი ძალის ასაფეთქებელი მოწყობილობა" აღმოაჩინეს იმ გაზსადენის სიახლოვეს, რომლითაც რუსული გაზი მეზობელ უნგრეთს მიეწოდება. ეს ფაქტი 12 აპრილს დაგეგმილ უნგრეთის საყოველთაო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მოხდა.
ორბანმა ეროვნული თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ სერბეთის ხელისუფლებამ ვოევოდინაში "საბოტაჟის ოპერაცია" გამოავლინა. მან ეს ფაქტი ირიბად უკრაინას დაუკავშირა და აღნიშნა, რომ კიევი "წლებია ევროპისთვის რუსული ენერგიის მიღების გზების გადაკეტვაზე მუშაობს" და "პირდაპირ საფრთხეს უქმნის უნგრეთს".
POLITICO წერს, რომ ბელგრადის სამხედრო უსაფრთხოების სააგენტოს (VBA) დირექტორმა, ჯურო იოვანიჩმა 5 აპრილს, საღამოს განაცხადა, რომ ინფორმაცია "თითქოს უკრაინელები ცდილობდნენ ამ შეთქმულების ორგანიზებას" სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, ნაპოვნი იყო ჰერმეტულად დალუქული ასაფეთქებელი ნივთიერება დეტონატორებით.
"ასაფეთქებელი ნივთიერების მწარმოებელი, არ ნიშნავს, რომ ის არის მისი დამკვეთი ან შემსრულებელი", — დასძინა მან და აღნიშნა, რომ მარკირების მიხედვით, ასაფეთქებელი ნივთიერება აშშ-შია დამზადებული.
ორბანის განცხადებებს საბოტაჟის შესახებ სკეპტიკურად შეხვდა მისი მთავარი ოპონენტი მომავალ არჩევნებში, პეტერ მადიარი. მადიარმა აღნიშნა, რომ ორბანი, რომელმაც ენერგოუსაფრთხოება და კიევთან დაპირისპირება თავისი კამპანიის ქვაკუთხედად აქცია, შესაძლოა სერბი და რუსი აქტორების დახმარებით, თავად ახორციელებდეს "ცრუ დროშის" ოპერაციას რადგან მისი პარტიის, რეიტინგი ეცემა.
"თუ ვიქტორ ორბანი და მისი პროპაგანდა ამ პროვოკაციას საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენებენ, ეს იქნება იმის ღია აღიარება, რომ საქმე გვაქვს წინასწარ დაგეგმილ ცრუ ოპერაციასთან", — თქვა მადიარმა.
POLITICO წერს, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა კატეგორიულად უარყო ყოველგვარი პასუხისმგებლობა და დაგმო მცდელობები უკრაინის ამ საკითხთან დაკავშირების შესახებ. მან აღნიშნა, რომ ეს ინციდენტი, სავარაუდოდ, რუსული ოპერაციაა არჩევნების წინ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები