რა გავიგეთ ჰარი პოტერის სერიალის შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმიდან
ფოტო: HBO
მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ 2026 წელს ჰარი პოტერი ბრუნდება. HBO-ს ჰარი პოტერის სერიალის პირველი სეზონი 2026 წლის 25 დეკემბერს, შობის დღეს გამოდის. განსხვავებული ემოციების, მოლოდინებისა და აზრთა სხვადასხვაობის შემდეგ, საბოლოოდ, რამდენიმე თვეში ვიხილავთ ფენომენად ქცეული წიგნებისა და ფილმების სერიის ახალ ადაპტაციას.
მანამდე კი, HBO-მ სერიალის გადაღების მიღმა არსებული პროცესების უკეთ გასაცნობად დოკუმენტური ფილმი შემოგვთავაზა. ჰარის პოვნა: მაგიის მიღმა არსებული ხელობა 30-წუთიანი ფილმია, რომლის პრემიერაც 5 აპრილს შედგა.
დოკუმენტური ფილმი მასშტაბური გადაღების პროცესის დეტალებს გვიზიარებს — მათ შორის, გვიყვება ჰარის, რონისა და ჰერმიონის მსახიობების შერჩევის პროცესებსა და სერიალში მონაწილე ანიმატრონიკი ცხოველების შექმნაზე.
"ჰარი პოტერის სამყარო უკვე ლეგენდარულია," — ამბობს ნიკ ფროსტი, ფილმის მთხრობელი — "მის მაგიას ახალი თაობები ეცნობიან და მისი მემკვიდრეობაც კიდევ უფრო იზრდება. წინ ახალი, ამაღელვებელი ეპოქა გველის".
კასტინგის დირექტორები, ემილი ბროკმანი და ლუსი ბევანი იხსენებენ, რომ შოუსთვის 40 000-ზე მეტ მსახიობს მოუსმინეს, იმდენს, რომ ბოლოს სათვალავიც კი აერიათ. თავდაპირველად, გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით, ბავშვებს სერიალში მონაწილეობაზე ონლაინ განაცხადის გაგზავნა შეეძლოთ. ამის შემდეგ კი კასტინგის ჯგუფი მანჩესტერში, შოტლანდიაში, ირლანდიასა და კარდიფში გაემგზავრა, რათა ოქროს სამეულის — ჰარის, რონისა და ჰერმიონის როლებისთვის შესაფერისი მსახიობები პირადად შეერჩიათ.
ფოტო: Aidan Monaghan/HBO
ალასტერ სტაუტმა (რონ უისლიმ) კასტინგი მანჩესტერში გაიარა. დირექტორებმა ჩათვალეს, რომ ის შარმიანი და სასაცილო მსახიობი იყო. არაბელა სტენტონი (ჰერმიონ გრეინჯერი) დირექტორებს ლონდონში შეხვდა და ლექსი Invictus წაიკითხა, შემდეგ კი უფრო იუმორისტული სცენა შეასრულა, რათა ეჩვენებინა, რომ მხიარული როლის მორგებაც შეეძლო.
დომინიკ მაკლაფლინი (ჰარი პოტერი) კი გლაზგოს კასტინგზე თავისი უქმე დღეების შესახებ დაწერილი ლექსით წარდგა. დირექტორები დომინიკის "ჩუმი თავდაჯერებულობით" მოიხიბლნენ: "ზრდასრულების სამყაროს მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი. მასში არის რაღაც მგრძნობიარე, მელანქოლიური და მარტოსული".
ფოტო: Lara Cornell / HBO
კასტინგის დირექტორებს მსახიობების ასარჩევად წინასწარ ჰქონდათ გარკვეული მითითებები. ჰარი პოტერის მსახიობისთვის, როგორც თქვეს, მითითება შემდეგნაირი იყო: "ვიპოვოთ 10 წლის შესანიშნავი მსახიობი".
ისეთი ბავშვი გჭირდება, რომელიც ერთი შეხედვით ჩვეულებრივს ჰგავს, თუმცა სინამდვილეში არაჩვეულებრივია
ფოტო: HBO Max
სერიალში წარმოდგენილი თითოეული ცხოველი ბუნებაში მათი რეალური ანალოგების მრავალსაათიანი კვლევისა და დაკვირვების შედეგად შეიქმნა.
"გუნდური მუშაობის კულმინაციას ვხედავთ", — განაცხადა ლორა სინდალმა და მაყურებელს შოუსთვის შექმნილი ბუების პროტოტიპები გააცნო. ეს ბუები ლითონისა და პლასტმასისგანაა დამზადებული და ისეა დაპროექტებული, რომ ზუსტად გაიმეოროს ნამდვილი ბუების მოძრაობები. სხეულის აწყობის შემდეგ ბუმბულების გუნდი თითოეულ ბუმბულს სათითაოდ ამაგრებს ბადეზე, რომელიც ბუს კარკასზეა დაწებებული.
თითოეულ ბუზე დაახლოებით 36 000 ბუმბულია დამაგრებული, ჯამში კი სერიალისთვის 10 ბუ დაამზადეს.
ფოტო: HBO
შოუში ასევე ვიხილავთ სკაბერსის (რონის ვირთხის) ახალ და გაუმჯობესებულ ვერსიას — ამჯერად ის სხეულში ჩამონტაჟებული ძრავებითაა შექმნილი, რათა ცოცხალი მოძრაობების იმიტაცია შეძლოს.
ჩვენთვის უკვე ნაცნობი ცხოველების გარდა სერიალში შეგვხვდება აქამდე უნახავი გომბეშო, ცეცხლოვანი კიბორჩხალები და ფლაბერჭიები.
იხილეთ ფილმის ტრეილერი:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები