500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის მონაწილეები ცნობილია
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოსა და რეგიონში სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებისა და კომპანიების სწრაფი მასშტაბირების ხელშეწყობის მიზნით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამა უკვე მეათედ იმართება. ინიციატივა 500 Global-ის, საქართველოს ბანკისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პარტნიორობით უკვე ექვსი წელია ხორციელდება.
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის ფარგლებში შერჩეული სტარტაპები 12-კვირიან ინტენსიურ აქსელერაციის პროგრამას გაივლიან, რომლის განმავლობაშიც ისინი იმუშავებენ საერთაშორისო გამოცდილების მქონე მენტორებთან. მონაწილეები მიიღებენ, როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას, გაეცნობიან ინსტრუმენტებს საკუთარი სტარტაპების სწრაფი ზრდის, მარკეტინგის, პროდუქტის დიზაინის, გაყიდვებისა და მასშტაბირებისთვის საჭირო საკითხების შესახებ. ამასთანავე, მონაწილეებს ექნებათ წვდომა 500 Global-ის საერთაშორისო ქსელთან, რაც ხელს შეუწყობს მათ სწრაფ ზრდასა და განვითარებას.
მეათე ნაკადში მონაწილეობას 6 ქვეყნის 10 სტარტაპი მიიღებს. მათ შორის არიან:
Cerberus — კიბერუსაფრთხოების სფეროს ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს, აღმოაჩინონ კიბერ დაცვაში სუსტი მხარეები 100-ჯერ უფრო სწრაფად.
Clinovas — ჯანდაცვის სფეროსთვის შექმნილი ხელსაწყო, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ავტომატიზაციას უწევს კლინიკურ კვლევებში პაციენტების რეკრუტირებას. ამასთან, პაციენტების კვლევებთან შესაბამისობის დადგენას თვეების ნაცვლად რამდენიმე წუთში ახდენს.
ComplyBridge Inc. — ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც ახდენს ფინანსური შესაბამისობის (compliance), ლიცენზირების, მომხმარებელთა ონბორდინგისა და იდენტობის ვერიფიკაციის ავტომატიზებას.
MaiCall — MaiCall არის ხმოვანი AI აგენტი და ვერტიკალური SaaS პლატფორმა სესხების მართვისთვის, რომელიც ავტომატიზაციას უწევს ადამიანის-მსგავს კომუნიკაციას, რათა პროცესი გახდეს უფრო სწრაფი და ეთიკური.
Mybots.pro — Mybots ქმნის ინტელექტუალური AI აგენტების პლატფორმას - გაყიდვების წარმომადგენლებს, კონსულტანტებს, ანალიტიკოსებს და სხვა ტიპის AI აგენტებს - რომლებიც მორგებულია სხვადასხვა ბიზნესის — მცირე კომპანიებიდან მსხვილ კორპორაციულ კლიენტებამდე — ამოცანებსა და საჭიროებებზე.
Resti — ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც ეხმარება რესტორნებსა და კაფეებს ოპერაციების გამართულად მართვაში — HR-იდან და სახელფასო სისტემიდან დაწყებული, ფინანსებითა და ყოველდღიური ოპერაციებით დამთავრებული.
Whisperr — ავტონომიური AI პლატფორმა, რომელიც პროგნოზირებს მომხმარებლის გადინებას და მართავს პერსონალიზებულ ჩარევებს, რათა მაქსიმალურად გაზარდოს მომხმარებლის შენარჩუნება SaaS, ელექტრონული კომერციისა და სააბონენტო ბიზნესებისთვის.
CaseLens — ავტომატიზაციას უწევს ქეისების ანალიზს დოკუმენტებით დატვირთული არბიტრაჟისა და სამართალწარმოების პროცესებისთვის.
Evermuse — ეხმარება სწრაფად მზარდ SaaS გუნდებს პროდუქტის გადაწყვეტილებების ბოთლნეკის გადალახვაში, მომხმარებელზე დაფუძნებული მიგნებების დროული მიწოდებით Slack-ში, Cursor-ში, Claude Code-ში, GitHub-ში და ყველა იმ სივრცეში, სადაც გუნდი მუშაობს.
Karpatia Benefits — საერთაშორისო თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული გუნდებისთვის შექმნილი ბენეფიტების პლატფორმა, რომელშიც ჩაშენებულია ონლაინ სავაჭრო სივრცე, რომელიც ზრდის ჩართულობას.
ინფორმაციისთვის, 500 Global in Eurasia საქართველოში 2020 წლიდან 500 Global-ის მიერ, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 2022 წელს ორგანიზაციებს შორის გაფორმდა ოთხწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, ინტენსიური გადამზადების კურსი საქართველოში წელიწადში ორჯერ იმართება.
მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტარტაპებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, რომლებსაც აქვთ სურვილი, მიიღონ ცოდნა დარგის ექსპერტებისგან და მოახდინონ ბაზარზე სწრაფი მასშტაბირება. ინიციატივის ფარგლებში, უკვე გადამზადდა 15-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი სტარტაპი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
500 Global-ის შესახებ:
500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც, 2.4 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ სტარტაპებში. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს გადაწყვეტილების მიმღებ მხარეებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2 900-ზე მეტ კომპანიას, 80+ ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 35-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 160+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და exited კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 25 ქვეყნიდან, 150+ წევრს აერთიანებს, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები