საოფისე სკამებით რბოლა — იაპონიის ქუჩებში სპორტული შეჯიბრება ჩატარდა
ფოტო: Reuters
ცოტა ხნის წინ იაპონიის ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ ქალაქში, კუმამოტოში, ასეთ სანახაობას შეესწრებოდით: დამცავი ჩაფხუტებითა და სპორტული ფეხსაცმლით აღჭურვილი ათობით კომპანიის თანამშრომელი საოფისე სკამებზე მოკალათებულა. ისინი თვალს არ აშორებენ სასტარტო ხაზს და რბოლისთვის ემზადებიან.
ფოტო: Reuters
ისმის საყვირის ხმა და რბოლის მონაწილეებიც ადგილს სწყდებიან: ფეხის ყველა კუნთს ძაბავენ და მიწას ფეხს ჰკრავენ, რათა უკუსვლით იმოძრაონ. სანამ მრბოლელები ქუჩებში მიქრიან, ფონად მაყურებლის შეძახილი ისმის.
ჩვეულებრივი სპორტი არ გეგონოთ — ეს საოფისე სკამების რბოლაა. თამაშის წესების მიხედვით, სამი ადამიანისგან შემდგარი გუნდი ცდილობს, წრიულ გზას რაც შეიძლება მეტი წრე დაარტყას.
საოფისე სკამების რბოლის იდეა ცუიოში ტაჰარას ეკუთვნის, შეჯიბრება კი პირველად 2010 წელს ქალაქ კიოტანაბეში გაიმართა. მისთვის შთაგონება ის მასწავლებელი გახდა, რომელმაც ბავშვობაში საოფისე სკამით თამაშის გამო უსაყვედურა.
ფოტო: Reuters
მას შემდეგ ეს სპორტი მთელს ქვეყანას მოედო. ყოველწლიურად შეჯიბრება 10 ქალაქში ტარდება, მათ შორის ტოკიოში, კიოტოსა და სიძუოკაში. თანაც, მონაწილეობის მისაღებად თანამშრომლებს ისეთი მსხვილი კომპანია გზავნის, როგორიცაა Toyota.
ფოტო: Reuters
"მთავარი ისაა, რომ მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მთელს მსოფლიოში უამრავი ადამიანი ოფისებში თავდაუზოგავად შრომობს და ჩვენ გვინდა, რომ მათ იქაურობას თავი დააღწიონ", — ამბობს ტაჰარა.
გაინტერესებთ, რა არის მთავარი პრიზი? — 90 კილოგრამი ბრინჯი. თუმცა, არსებობს სხვადასხვა ვარიაციებიც, მაგალითად, ტოკიოში გამარჯვებულს გადასცემენ 5 კილოგრამ თინუსს.
"იაპონიაში ადამიანები შესაძლოა ძალიან ბევრს მუშაობენ, თუმცა მათ მაინც შეუძლიათ მსგავს სისულელეში ჩაერთონ და ზრდასრულ ასაკშიც მიიღონ სიამოვნება", — აღნიშნავს ის.
ფოტო: Reuters
ფორმულა 1 (ოფისის ვერსია)
აღსანიშნავია, რომ საოფისე სკამების რბოლა ბევრ რამეში ჰგავს ფორმულა 1-ის რბოლებს.
F1-ის მსგავსად, აქაც მნიშვნელოვანია თავად ტრანსპორტი. ზოგიერთი უპირატესობას ანიჭებს მსუბუქ სკამებს პატარა საზურგით, ტაჰარა კი ირჩევს რეგულირებადი სიმაღლის, დიდი ბორბლებისა და მოკლე ღერძის მქონე სკამებს.
ფოტო: formula 1
ფოტო: Reuters
ტაჰარას იმედი აქვს, ერთ დღეს საოფისე სკამების რბოლას მონაკოს ქუჩებში გამართავს. ქუჩებში, რომლებშიც F1-ის საყურებლად ყოველწლიურად მსოფლიოს უმდიდრესი და ცნობილი ადამიანები იკრიბებიან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები