RECSOL-მა Altaris-ის საუკეთესო მწვანე ინიციატივის ჯილდო მიიღო — თეგეტა ჰოლდინგის მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამამუშავებელი საწარმო შენდება
ფოტო: თეგეტა
კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურისა და ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებისკენ — თეგეტა ჰოლდინგთან დაკავშირებულმა საბურავების გადამმუშავებელმა კომპანია RECSOL-მა 2026 წლის Altaris-ის კორპორაციული მდგრადობის საერთაშორისო დაჯილდოებაზე — საუკეთესო მწვანე ინიციატივის ჯილდო მიიღო. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისმა საწარმომ, რომელმაც ფუნქციონირება მიმდინარე წლის შემოდგომიდან უნდა დაიწყოს, საერთაშორისო აღიარების მოპოვება ამოქმედებამდე რამდენიმე თვით ადრე შეძლო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს პროექტის მასშტაბურობასა და მნიშვნელობას.
ფოტო: თეგეტა
შალვა ახვლედიანი, RECSOL-ის აღმასრულებელი დირექტორი: “ეს ჯილდო არის აღიარება ჩვენი ძალისხმევის, შევქმნათ მდგრადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ერთდროულად ემსახურება, როგორც გარემოს, ისე ეკონომიკას. RECSOL შეიქმნა იმისთვის, რომ გადაჭრილიყო ის მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც საქართველოს ათწლეულების განმავლობაში აწუხებს. ჩვენ არა მხოლოდ აღმოვფხვრით მნიშვნელოვან გარემოსდაცვით საფრთხეს საბურავების ბუნებაში დაგროვებასთან დაკავშირებით, არამედ ვქმნით ცირკულარულ მოდელს, სადაც ნარჩენი გარდაიქმნება ღირებულ რესურსად. Altaris-ის ჟიურიმ RECSOL-ს ჯილდო სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიანიჭა. ეს არის თეგეტა ჰოლდინგის მდგრადობის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი და ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ“.
საქართველოში გამოყენებული საბურავები მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი გამოწვევაა. ყოველწლიურად, ქვეყნის მასშტაბით, მილიონობით ტონა ნარჩენი საბურავი გროვდება. ეს ნარჩენები ქიმიური დაშლის შედეგად ნიადაგსა და წყალს აბინძურებს, ხანძრის მაღალ რისკს ქმნის და სხვადასხვა დაავადების გავრცელებას უწყობს ხელს. მართალია, ამ გამოწვევებზე საუბარი საზოგადოებაში აქტიურად მიმდინარეობს, მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ ცირკულარული ეკონომიკა აქამდე მხოლოდ თეორიული კონცეფცია იყო. RECSOL-მა კი ეს ყველაფერი რეალობად აქცია — საწარმოს ამოქმედების შედეგად ნარჩენი საბურავები, ბუნებაში მოხვედრის ნაცვლად, კვლავ წარმოებას დაუბრუნდება.
ფოტო: თეგეტა
“RECSOL დააკმაყოფილებს CE და ISO სტანდარტებს, ანუ სრულად უპასუხებს ევროკავშირის მოთხოვნებს. ჩვენ ყოველწლიურად 15-20 ათასი ტონა საბურავის გადამუშავებას ვგეგმავთ. ეს მოცულობა კი საკმარისია საქართველოში წარმოქმნილი საბურავის ნარჩენის სრულად ასათვისებლად. რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის ნარჩენები აღარ დაგროვდება და მათი გადამუშავების შედეგად მიღებული მასალა ინფრასტრუქტურულ პროექტებში გამოიყენება. მათ შორის, ხელს შეუწყობს გზების დაგებისას რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის გამოყენებას, რაც უფრო გამძლე ტექნოლოგიაა და ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევა.
საბურავების გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმოს შექმნით ჩვენ ვცვლით რეალობას და ვაძლიერებთ ცირკულარული ეკონომიკის ინფრასტრუქტურას საქართველოში. ეს პროექტი ქმნის სისტემას, რომელიც შესაძლოა, გავრცელდეს სხვა ნარჩენების ნაკადებზეც და გახდეს მაგალითი მთელი რეგიონისთვის. გვსურს, დავამტკიცოთ, რომ ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვა შესაძლებელია არა მხოლოდ დიდ ქვეყნებში, არამედ ჩვენს რეალობაშიც — საჭიროა მხოლოდ ხედვა, ინვესტიცია და პასუხისმგებლობიანი ბიზნესის ნება. თეგეტა ჰოლდინგისთვის მდგრადობა არ არის ერთჯერადი ინიციატივა, ის გრძელვადიანი ვალდებულებაა, რომელიც ემსახურება როგორც ქვეყნის ეკოლოგიურ უსაფრთხოებას, ისე მის ეკონომიკურ განვითარებას“. — აღნიშნავს შალვა ახვლედიანი.
Altaris-ის კორპორაციული მდგრადობის ჯილდო აღიარებს ორგანიზაციებს, რომლებიც რეალურ, გაზომვად და გრძელვადიან შედეგებს აღწევენ მდგრადობის მიმართულებით. 2026 წლის დაჯილდოებაზე განსაკუთრებული აქცენტი სწორედ იმ პროექტებზე გაკეთდა, რომლებითაც სისტემური ცვლილებები ხორციელდება. RECSOL კი სწორედ ასეთი ცვლილებების ნათელი მაგალითია.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები