მეუფე შიო

9 Apr. 2026, 14:57

მეუფე შიო: "დღეს ჩვენ ვიხსენებთ 9 აპრილს. მეუფლება მწუხარების გრძნობაც და ამავე დროს სიხარულიც ერთიანობის და ეროვნული სულის განცდის გამო, რომელიც გამოვლინდა იმ საოცარ დღეებში და დღესაც დადასტურდა, რომ უხვად არის ეს მუხტი, რაც ვნახეთ უწმინდესობის გარდაცვალების შემდგომ დღეებში. პანაშვიდში მოვიხსენიეთ დაღუპულების სულები და ილია მეორის სულიც. განსხვავებული იყო ცხოვრება, ღვაწლი და აღსასრული. მაგრამ უწმინდესობამ სიცოცხლე მიუძღვნა ადამიანისადმი მსახურებას. დაღუპული და-ძმები გარდაიცვალნენ, თავი დასდეს სამშობლოსთვის. ჩვენ დღეს ვფიქრობთ ამ დღის მნიშვნელობაზე, საქართველოს მომავალზე, დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებაზე და იმაზე თუ რა დიდი წვლილი შეიტანეს როგორც ილია მეორემ, ისე და-ძმებმა დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში.
მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვებას სჭირდება შენარჩუნება და განვითარება. ამისთვის არ არის საკმარისი გარეგნული პირობები, პოლიტ დამოუკიდებლობა, ასევე ის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეს პიროვნული თავისუფლება მოპოვებული, როგორც შინაგანი თვისება. თუ ეს თვისება არ გვექნება, მხოლოდ გარეგნულად მოპოვებული არ არის საკმარისი. უნდა გვესმოდეს რა არის ნამდვილი თავისუფლება. ეს არ არის მხოლოდ ის, რომ აკეთო ის რაც გინდა, არამედ შეგეძლოს მართო შენი თავი რომ აკეთო ის, რაც მართებულია და საჭიროა. თუ არ იქნება ჩვენში ამის გაგება მხოლოდ ასეთი გარეგნული თავისუფლება სახიფათო შეიძლება გახდეს. ასე, რომ თუ გვსურს შევინარჩუნოთ თავისუფლება, პირველ რიგში სულიერად უნდა ვიშრომოთ. შევინანოთ, დავფიქრდეთ რა არის ჩვენს ხალხს ცოდვები, რომ გამოვასწოროთ. რომ ვეღირსოთ გამთლიანებას. ღმერთმა აცხონოს მათი სულები. გარეგნული თავისუფლება საღმრთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე სახიფათო შეიძლება გახდეს.".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…