ფიცო

რობერტ ფიცო

13 Apr. 2026, 11:31

სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადება:

"სრული პატივისცემით, ვაღიარებ უნგრეთის მოქალაქეების მიერ გუშინდელ საპარლამენტო არჩევნებში მიღებულ გადაწყვეტილებას და მზად ვარ ინტენსიური თანამშრომლობისთვის უნგრეთის ახალ პრემიერმინისტრთან, რომელსაც ვულოცავ არჩევნების შედეგებს. სლოვაკეთის მთავრობის მიზნები უცვლელი რჩება.

1. ჩვენ ერთგულნი ვართ უნგრეთთან მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების, ასევე ჩვენს ქვეყნებში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისთვის სტანდარტებზე მაღალი პოზიციის უზრუნველყოფის.

2. სლოვაკეთის მთავრობა მხარს უჭერს ვიშეგრადის ჯგუფის ფორმატის აღორძინებას.

3. უნგრეთთან ერთობლივი მიდგომა ჩვენი ენერგეტიკული ინტერესების დაცვაში.

მე მჯერა, რომ სლოვაკეთის, უნგრეთის და მთლიანად ცენტრალური ევროპის მხრიდან კვლავ ძლიერი ინტერესია დრუჟბას ნავთობსადენის ფუნქციონირების აღდგენაში".

წერს სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო X-ზე.

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 98.9% უკვე დათვლილია. პეტერ მადიარის პარტიამ ხმების 53%% მოიპოვა, რაც პარლამენტში 138 მანდატის მიღებას ნიშნავს. ვიქტორ ორბანის პარტიამ კი 38% მიიღო (55 მანდატი)


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…