გიგა ბოკერია

13 Apr. 2026, 14:49

"უნგრეთისთვის უმნიშვნელოვანეს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა პარტიამ, ტისამ გაიმარჯვა.

ვიქტორ ორბანმა აღიარა მარცხი და ტისას ლიდერს, პიტერ მადიარს გამარჯვება მიულოცა.

ივანიშვილის რეჟიმი და მისი პროპაგანდა მრავალი წელია ორბანს ყოველმხრივ სამაგალითო ლიდერად წარმოგვიჩენს.

ამიტომ, ვურჩევ მათ, ერთადერთი სწორი რამ ისწავლონ მისგან — ახლო მომავალში მასავით შეეგუონ მარცხს და მშვიდობიანად დათმონ ძალაუფლება".

დაწერა პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 98.9% უკვე დათვლილია. პეტერ მადიარის პარტიამ ხმების 53%% მოიპოვა, რაც პარლამენტში 138 მანდატის მიღებას ნიშნავს. ვიქტორ ორბანის პარტიამ კი 38% მიიღო (55 მანდატი).


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…