რომის პაპი: მე კვლავაც ხმამაღლა ვისაუბრებ ომის წინააღმდეგ, შევეცდები მშვიდობის ხელშეწყობას
რომის პაპმა ლეო XIV-მ დონალდ ტრამპის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის კვლავ აპირებს ხმამაღლა ისაუბროს ომის წინააღმდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ლეო XIV-მ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ "შეეცდება მშვიდობის ხელშეწყობას", "ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი იღუპება, ვინმე უნდა დადგეს და თქვას, რომ არსებობს უკეთესი გზა".
"მე არ მსურს მასთან დებატებში შესვლა... არ ვფიქრობ, რომ სახარების გზავნილი იმგვარად ბოროტად გამოსაყენებლად არის გამიზნული, როგორც ამას ზოგიერთი აკეთებს", — განუცხადა პაპმა ლეომ Reuters-ს.
"მე კვლავაც ხმამაღლა ვისაუბრებ ომის წინააღმდეგ, შევეცდები მშვიდობის ხელშეწყობას, დიალოგისა და სახელმწიფოებს შორის მრავალმხრივი ურთიერთობების წახალისებას პრობლემების სამართლიანი გადაწყვეტის მოსაძებნად. დღეს მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯება. ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი იღუპება. ვფიქრობ, ვინმე უნდა დადგეს და თქვას, რომ არსებობს უკეთესი გზა. ეკლესიის გზავნილი, ჩემი გზავნილი, სახარების გზავნილია: ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი. მე ჩემს როლს არ განვიხილავ როგორც პოლიტიკურს, მე არ ვარ პოლიტიკოსი", — აღნიშნა რომის პაპმა.
შეგგახსენებთ რომის პაპი ლეო XIV, რომელიც წარმოშობით ჩიკაგოდანაა, ბოლო კვირების განმავლობაში ირანში აშშ-ისრაელის ომის აქტიურ კრიტიკოსად მოგვევლინა და შაბათს, მშვიდობისადმი მიძღვნილ მიმართვაში, ომს "სიგიჟე" უწოდა.
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სოციალურ ქსელში პაპი ლეო XIV გააკრიტიკა და დაწერა, რომ ის "სუსტია დანაშაულთან ბრძოლაში და საშინელია საგარეო პოლიტიკაში".
"პაპი ლეო დანაშაულის წინააღმდეგ და საშინელია საგარეო პოლიტიკაშიც. ის საუბრობს ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ "შიშზე", მაგრამ საერთოდ არ ახსენებს იმ შიშს, რომელიც კათოლიკურ ეკლესიასა და სხვა ქრისტიანულ ორგანიზაციებს ჰქონდათ COVID-ის დროს, როცა მღვდლებს, პასტორებს და სხვებს აკავებდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ეკლესიაში მსახურებას ატარებდნენ — მაშინაც კი, როცა გარეთ იდგნენ და ერთმანეთისგან ათი თუ ოც ფუტის დაშორებით იყვნენ.
მის ძმას, ლუისს, ბევრად მეტად ვაფასებ, ვიდრე მას — იმიტომ, რომ ლუისი მთლიანად MAGA-ს მხარდამჭერია. მას ესმის, ლეოს კი — არა!
არ მინდა პაპი, რომელიც ფიქრობს, რომ ირანს ბირთვული იარაღი უნდა ჰქონდეს. არ მინდა პაპი, რომელიც თვლის, რომ საშინელია, როცა ამერიკამ ვენესუელას შეუტია — ქვეყანას, რომელიც უზარმაზარი რაოდენობით ნარკოტიკებს გზავნიდა შეერთებულ შტატებში და, რაც უარესია, თავისი ციხეებიდან უშვებდა მკვლელებს, ნარკოდილერებს და სხვა დამნაშავეებს ჩვენს ქვეყანაში.
არც ისეთი პაპი მინდა, რომელიც აკრიტიკებს აშშ-ის პრეზიდენტს მაშინ, როცა მე ზუსტად იმას ვაკეთებ, რისთვისაც ამირჩიეს — და თანაც დიდი უპირატესობით: დანაშაულის მაჩვენებლებს რეკორდულად ვამცირებ და ისტორიაში ყველაზე ძლიერ საფონდო ბაზარს ვქმნი.
ლეო მადლობელი უნდა იყოს, რადგან, როგორც ყველამ იცის, მისი არჩევა დიდი სიურპრიზი იყო. ის არცერთ სიაში არ იყო პაპობის კანდიდატად და ეკლესიამ მხოლოდ იმიტომ აირჩია, რომ ამერიკელი იყო და ეგონათ, ასე უკეთ შეძლებდნენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობას. მე რომ თეთრ სახლში არ ვყოფილიყავი, ლეო ვატიკანში არ იქნებოდა.
სამწუხაროდ, ლეო სუსტია როგორც დანაშაულის, ისე ბირთვული იარაღის საკითხში — და ეს ჩემთვის მიუღებელია. ასევე მიუღებელია, რომ ის ხვდება ისეთ ადამიანებს, როგორიცაა დევიდ ექსელროდი — ობამას მხარდამჭერი და მარცხენა ფრთის წარმომადგენელი, რომელიც იმათ შორის იყო, ვინც ეკლესიაში მოსიარულეთა და სასულიერო პირების დაპატიმრებას ითხოვდა.
ლეო უნდა მოეგოს გონს, იხელმძღვანელოს საღი აზრით, შეწყვიტოს რადიკალური მემარცხენეების გულის მოგება და კონცენტრირდეს იმაზე, რომ იყოს კარგი პაპი და არა პოლიტიკოსი. ეს ძალიან აზიანებს მას და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, აზიანებს კათოლიკურ ეკლესიასაც", — დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები