ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესისა და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ფოტო: ბაზისბანკი
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) საქართველოში მეწარმეობისა და მდგრადი განვითარების მხარდაჭერას აძლიერებს. ბაზისბანკისთვის გამოყოფილი ახალი კომბინირებული ფინანსური რესურსით, BSTDB კიდევ უფრო მყარად იკავებს რეგიონში ინკლუზიური და მწვანე ეკონომიკური განვითარების კატალიზატორის როლს.
დამტკიცებული 25 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური პაკეტის ფარგლებში, BSTDB ახალ დაფინანსებას თავისი მრავალწლიანი და სანდო პარტნიორის — ბაზისბანკის მეშვეობით მიმართავს. პროექტი მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებას და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მქონე პროექტების მხარდაჭერას, რაც ხელს შეუწყობს ზრდის ახალ შესაძლებლობებსა და კლიმატის მიმართ გონივრული ინვესტიციების განხორციელებას.
აღნიშნული რესურსი სრულად შეესაბამება BSTDB-ის მცირე და საშუალო ბიზნესის და კლიმატის ცვლილების სტრატეგიას. პროექტი შექმნილია ბიზნესის გაძლიერების, ინოვაციების სტიმულირებისა და ქვეყნის უფრო მდგრად და სტაბილურ ეკონომიკაზე გადასვლის მხარდასაჭერად.
BSTDB-ის პრეზიდენტმა, დოქტორმა სერჰატ ქოქსალმა აღნიშნა: "მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება და მწვანე ტრანსფორმაციის ხელშეწყობა BSTDB-ის მისიის ქვაკუთხედია. ისეთ ძლიერ ადგილობრივ პარტნიორებთან ძალების გაერთიანებით, როგორიც ბაზისბანკია, ჩვენ არა მხოლოდ ვაფართოებთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, არამედ ბიზნესს ვაძლევთ გაზრდის შესაძლებლობას, დანერგოს ინოვაციები და წვლილი შეიტანოს უფრო მდგრადი მომავლის შექმნაში. ეს ახალი ფინანსური რესურსი ასახავს ჩვენი ამოცანისადმი მტკიცე ერთგულებას, რეალური გავლენა მოვახდინოთ იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად საჭიროა“.
"მოხარული ვართ, რომ ამ ახალი ფინანსური პაკეტის ფარგლებში BSTDB-სთან ჩვენს წარმატებულ თანამშრომლობას ვაგრძელებთ და ვაღრმავებთ. აღნიშნული რესურსი დაგვეხმარება კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა გავუწიოთ ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს და გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მქონე ინვესტიციების დაფინანსებაში. გვჯერა, რომ ეს პარტნიორობა ბიზნესისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის და ხელს უწყობს საქართველოში უფრო მდგრად ეკონომიკურ ზრდას“. — განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.
BSTDB აგრძელებს შავი ზღვის რეგიონის ფინანსურ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა შექმნას ეფექტური ფინანსური გადაწყვეტილებები, რომლებიც კონკურენტუნარიანობას, მდგრადობასა და გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობას შეუწყობს ხელს.
ბაზისბანკის შესახებ
ბაზისბანკი ბიზნესის დაფინანსების მიმართულებით საქართველოში სიდიდით მე-3 ბანკია, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის საბანკო, სადაზღვევო და სალიზინგო პროდუქტებსა და მომსახურებას, რითაც ბაზრის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის ადგილს იმკვიდრებს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა ბაზისბანკს მთელი მსოფლიოს, მათ შორის აზიის რეგიონის არაერთი რეიტინგული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის, კომერციული ბანკისა და საინვესტიციო ფონდის სანდო პარტნიორის გამორჩეულ უპირატესობას ანიჭებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
BSTDB-ის შესახებ
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია, რომლის სათაო ოფისი საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში მდებარეობს. წევრი ქვეყნების საჯარო და კერძო სექტორებში პროექტებისა და ვაჭრობის დაფინანსების, სესხების, საკრედიტო ხაზების, კაპიტალისა და გარანტიების გაცემის გზით, ბანკი მხარს უჭერს ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონულ თანამშრომლობას. ბანკის ავტორიზებული კაპიტალი 3.45 მილიარდ ევროს შეადგენს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები