Ocean’s 11-ის პრიქველი დენი ოუშენის მშობლების შესახებ მოგვითხრობს
ფოტო: Warner Bros. Pictures
მარგო რობიმ დაადასტურა, რომ Ocean’s 11-ის მოახლოებული პრიქველი ფორმულა 1-ის წრის გვირგვინზე, მონაკოს გრან-პრიზე განვითარდება. სიუჟეტის ცენტრში არა დენი ოუშენი (თაღლითი, რომელიც ოუშენის 11 მეგობარში ლას-ვეგასის კაზინოს ძარცვას ხელმძღვანელობდა), არამედ მისი მოხერხებული მშობლები იქნებიან.
"სანამ დენი ოუშენი ვეგასში ფეხს დადგამდა, ორმა დიდოსტატმა ასწავლა მას ყველაფერი, რაც იცის, მისმა მშობლებმა", — აღნიშნა რობიმ CinemaCon-ზე, Warner Bros.-ის 2027 წლის გეგმების პრეზენტაციისას. "თქვენ მათ ძლიერების პიკში ნახავთ. ჩვენს ახალ ფილმში ისინი ეპიკურ ძარცვას 1962 წლის მონაკოს გრან-პრიზე მოაწყობენ".
დენი ოუშენის მშობლების როლს, სავარაუდოდ, ბრედლი კუპერი და მარგო რობი შეასრულებენ
ფოტო: Getty Images
ფილმში მთავარ როლებს მარგო რობი და ბრედლი კუპერი ასრულებენ. სავარაუდოდ, სწორედ ისინი განასახიერებენ დენი ოუშენის დედ-მამას (შეგახსენებთ, რომ სტივენ სოდერბერგის 2001 წლის ფილმში დენის როლს ჯორჯ კლუნი ასრულებდა). რობის პრიქველისგან დამოუკიდებლად, კლუნიც აცოცხლებს ორიგინალ ტრილოგიას ახალი სიქველით, რომელშიც ჯულია რობერტსი, მეთ დეიმონი, ბრედ პიტი და დონ ჩიდლი ბრუნდებიან. ისინი კვლავ გაერთიანდებიან ძარცვისთვის, როგორც უკვე ასაკში შესული კრიმინალები.
კუპერი პრიქველის რეჟისორიც არის. მან პროექტში ლი ისააკ ჩუნგი და ჯეი როუჩი ჩაანაცვლა. პარალელურად, რობი ფილმის პროდიუსერია საკუთარი კომპანიით LuckyChap. სცენარზე კერი სოლომონი მუშაობს. ოუშენის თავგადასავალზე, რომელსაც ჯერ ოფიციალური სათაური არ აქვს, გადაღებები წელს დაიწყება, ეკრანებზე კი 2027 წელს გამოვა.
Warner Bros.-მა 2027 წლის სხვა პროექტებიც წარადგინა, მათ შორის: Minecraft-ის ფილმი 2, მელისა მაკკარტის საშობაო კომედია მარჯი კლაუსი და სამეცნიერო ფანტასტიკური თრილერი Shiver კიანუ რივზის მონაწილეობით. მანამდე კი სტუდია გეგმავს ტომ კრუზის Digger-ის, დენი ვილნევის დიუნი: ნაწილი III, DC-ის სუპერგოგონას და ნიკოლ კიდმანისა და სანდრა ბულოკის პრაქტიკული მაგია 2-ის გამოშვებას.
Warner Bros.-ისთვის 2025 წელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა: ზედიზედ შვიდი ფილმის პრემიერამ 40 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მოიტანა, მათ შორის იყო Sinners, Weapons და Minecraft-ის ფილმი. ამ ფილმებმა გლობალურ გაქირავებაში ჯამში 4.4 მილიარდი დოლარი დააგროვეს: ეს პირველი შემთხვევაა 2019 წლის შემდეგ, როცა სტუდიამ ამ ნიშნულს მიაღწია.
"ეს შედეგი ადასტურებს მარტივ, მაგრამ ძლიერ ჭეშმარიტებას", — განაცხადა სტუდიის თანათავმჯდომარემ, მაიკ დე ლუკამ CinemaCon-ის სცენიდან — "როდესაც უშიშრად ქმნი მრავალფეროვან გეგმას, რომელიც დიდ ფილმებს ეფუძნება, აუდიტორია გამოიღვიძებს კოვიდისდროინდელი ჰიბერნაციიდან და კინოთეატრებში მოვა".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები