დიუნის მესამე ნაწილში მოქმედება 17 წლის შემდეგ ვითარდება — ფილმი CinemaCon-ზე წარადგინეს
ფოტო: David Becker/Getty Images for CinemaCon
სამშაბათს საღამოს CinemaCon-ზე ფრემენები გამოჩნდნენ: მათთან ერთად დიუნის მესამე ნაწილის წარსადგენად ტიმოთი შალამე, ზენდეია, ჯეისონ მომოა და რეჟისორი დენი ვილნევი იყვნენ და მაყურებელს ფილმის პირველი შვიდი წუთი უჩვენეს.
კადრები იწყება ფრემენების ხომალდებით, რომლებიც ნაცრისფერ, ნისლიან ცაში მიფრინავენ და ეშვებიან პლანეტაზე, სადაც წვიმს. ბრძოლაში ჩაბმამდე გალობენ და ამბობენ "ღმერთი იყოს ჩვენთან", მათკენ კი ლაზერები მიფრინავენ და ხომალდებს ანადგურებენ.
საბოლოოდ, გადავდივართ მთლიანი ფილმის ვრცელ პრევიუზე, სადაც მომოას პერსონაჟი, დუნკან აიდაჰო, შალამეს პოლ ატრეიდესს ეუბნება, რომ ის "გამოსწორების ყოველგვარ ზღვარს გასცდა" მას შემდეგ, რაც სამყაროების გამანადგურებლად იქცა.
კადრების ჩვენებამდე ვილნევი სცენაზე ფრემენების არმიასთან ერთად გამოვიდა, რომელთაგან ზოგიერთი თოკით იყო დაკიდებული. მან ხუმრობით თავისი "ამალა" უწოდა და ისაუბრა განზრახვაზე, რომ თითოეული ახალი დიუნი იყოს დამოუკიდებელი კინემატოგრაფიული გამოცდილება.
ტრილოგიის მესამე და დასკვნითი ფილმი, მისივე თქმით, არის "მოქმედებით დატვირთული, უფრო ინტენსიური და ცალსახად უფრო ემოციური თრილერი".
ვილნევს სცენაზე მსახიობებიც შეუერთდნენ, რეჟისორმა კი განმარტა, საით მიდის სიუჟეტი. ახალ ფილმში მოქმედება 17 წლის შემდეგ ვითარდება; ეს არის "სრულიად განსხვავებული სამყარო", სადაც ატრეიდესის "კოშმარები რეალობად იქცა" და მას საკუთარი გადაწყვეტილებების შედეგებთან გამკლავება უწევს.
ჯეისონ მომოა, ტიმოთი შალამე, ზენდეია და დენი ვილნევი CinemaCon-ის სცენაზე
ფოტო: David Becker/Getty Images for CinemaCon
ვილნევის თქმით, ფილმი არის "გამოსწორების ისტორია", თუმცა "ფილმის გულს მაინც ჩანისა და პოლის სიყვარულის ისტორია წარმოადგენს, უფრო სწორად კი, მსხვერპლად ქცეული სიყვარულის ისტორია".
შალამემ თქვა, რომ პოლი "იქცა თავის ყველაზე საშინელ ხილვად და ის იბრძვის... რათა გაარკვიოს, როგორ დაიცვას საყვარელი ადამიანები, სანამ სამყაროს ყოვლისშემძლე ბნელი იმპერატორი ხდება".
ზენდეიამ დაამატა: "როგორც ჩანს, წლები არავის მიმართ ყოფილა კეთილგანწყობილი დიუნში. ეს იყო ნამდვილად რთული, გამოწვევებით სავსე და უხეში რამდენიმე წელი", თუმცა "ბრძოლისთვის კვლავ ბევრი მიზეზი რჩება". მან აღნიშნა, რომ მის პერსონაჟს, ჩანის, ვხედავთ "მისი ცხოვრების სრულიად განსხვავებულ ეტაპზე, სადაც ის ახალგაზრდული მსოფლმხედველობა სრულად გამქრალია".
მიუხედავად იმისა, რომ მომოას პერსონაჟი პირველ ნაწილში დაიღუპა, ის ამჯერად ბრუნდება Ghola-ს (კლონირების) ტექნოლოგიის მეშვეობით.
ასევე ნახეთ: დიუნის კლიმატი — რამდენად შესაძლებელია არაკისის მსგავს პლანეტაზე სიცოცხლე
ვილნევმა დამსწრეებს უთხრა, რომ მისთვის "ემოციური იყო უდაბნოში პოლთან და ჩანისთან დამშვიდობება. ჩვენ პატარა ოჯახივით გავხდით. ეს ჩვენი ცხოვრების 10 წელია".
შალამემ პრეზენტაცია დაასრულა ვილნევისადმი სიტყვებით: "ის არის ის ერთადერთი... ნამდვილი პოლ ატრეიდესი".
ფრენკ ჰერბერტის რომანების მიხედვით გადაღებული დიუნი: ნაწილი სამი ეკრანებზე 18 დეკემბერს გამოვა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები