Euphoria-ს მესამე სეზონის პირველმა ეპიზოდმა მაყურებლებისგან ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო
ფოტო: HBO
ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ, Euphoria ნანატრი მესამე სეზონით დაბრუნდა და მაყურებლისაგან უარყოფითი შეფასებების მიღებაც უკვე მოასწრო. თანაც, ჯერჯერობით სერიალის მხოლოდ პირველი ეპიზოდი ვიხილეთ.
კადრი Euphoria-ს მესამე სეზონიდან
ფოტო: HBO
ცნობილი იყო, რომ კრიტიკოსები სერიალის მესამე სეზონით არ აღფრთოვანდნენ და Rotten Tomatoes-ზე მას მიანიჭეს დაბალი, 42%-იანი რეიტინგი, თუმცა ეპიზოდის გამოსვლის შემდეგ, უკვე გვაქვს მაყურებლის შეფასებებიც. ეს უკანასკნელიც ისეთივე ცუდია ან შესაძლოა, უარესიც კი.
ფოტო: IMDB
Rotten Tomatoes-ზე მე-3 სეზონი ახლა სერიალის ყველაზე დაბალრეიტინგული სეზონია, თანაც დიდი სხვაობით. მონაცემები კი ასე გამოიყურება:
- Trouble Don’t Last (რუს ეპიზოდი) — 85%
- Euphoria-ს პირველი სეზონი — 84%
- F--- Everyone Who’s Not a Sea Blob (ჯულსის ეპიზოდი) — 84%
- Euphoria-ს მეორე სეზონი — 80%
- Euphoria-ს მესამე სეზონი — 51%
როგორც ვხედავთ, სხვაობა საკმაოდ დიდია, რადგან მანამდე არცერთ სეზონს 80%-ზე დაბალი შეფასება არ ჰქონია.
IMDB-ზე იგივე მდგომარეობაა, თანაც აქ შეგვიძლია დავინახოთ ცალკეული ეპიზოდების ქულები. ამჟამინდელი მონაცემებით, მესამე სეზონის პირველ ეპიზოდს, სახელწოდებით Ándale, სერიალის ისტორიაში ყველაზე დაბალი ქულა აქვს — 10-დან მხოლოდ 6.8.
და რამ გამოიწვია ეს ყველაფერი?
-
მესამე სეზონი საერთოდ აღარ ჰგავს Euphoria-ს
ფოტო: HBO
ხუთწლიანი ნახტომის გამო, სერიალის სიუჟეტი რადიკალურად შეიცვალა.
-
სიდნი სვინის პერსონაჟმა
ფოტო: HBO
თუ გასულ სეზონში ქესის პერსონაჟმა გაგაღიზიანათ, აჯობებს მესამე სეზონის პირველ ეპიზოდს აღარ უყუროთ.
-
პერსონაჟების ნაკლებობამ
ფოტო: HBO
და სად გაქრნენ სერიალის პერსონაჟები? პირველი ეპიზოდში ვერც ჯულსი ვნახეთ და ვერც სერიალის დარჩენილი პერსონაჟები.
აღსანიშნავია, რომ Euphoria-ს მესამე სეზონში ვერ ვიხილავთ კეტის როლის შემსრულებელ ბარბი ფერეირასა და სტორმ რეიდს (ჯია), რადგან მათ მე-3 სეზონში მონაწილეობაზე უარი თქვეს.
-
სერიალის საუნდტრეკებმა
ჰანს ციმერი
ფოტო: Getty Images
Labrinth
ფოტო: People
ცალსახაა, რომ ჰანს ციმერი ლეგენდარული კომპოზიტორია, თუმცა Euphoria-სთან რა კავშირი აქვს? ახალ სეზონში ნამდვილად იგრძნობა Labrinth-ის სიმღერების ნაკლებობა.
-
რატომ არ მიაგეს პატივი ანგუს კლაუდის ხსოვნას?
კლაუდი მეგობართან და Euphoria-ში მასთან ერთად მონაწილე ზენდეიასთან ერთად.
ფოტო: Matt Winkelmeyer / VF22 / WireImage / Getty Images
მაყურებლების დიდი ნაწილი იმედგაცრუებულია იმით, რომ სერიალში პატივი არ მიაგეს ანგუს კლაუდის (ფეზკო) ხსოვნას, რომელიც 2023 წლის 31 ივლისს ნარკოტიკული ნივთიერებებით შემთხვევითი ზედოზირებით გარდაიცვალა. მის პერსონაჟზე კი მხოლოდ ის თქვეს, რომ ფეზკო 30 წლით ციხეში ჩასვეს.
გულშემატკივრები ვარაუდობენ, რომ მომდევნო ეპიზოდები ბევრად საინტერესო იქნება. გამართლდება თუ არა ჩვენი მოლოდინები, ამას 19 აპრილს, სერიალის მესამე სეზონის მეორე ეპიზოდის პრემიერის შემდეგ გავიგებთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები