ინჟინერი Facebook-ის წინააღმდეგ: ცნობილია, რას ვნახავთ "სოციალური ქსელის" სიქველში
ფოტო: Getty Images
კინოთეატრების მფლობელთა ყოველწლიურ ყრილობაზე ექსკლუზიურად აჩვენეს სოციალური ქსელის გაგრძელების, სოციალური ანგარიშსწორების ოფიციალური ტრეილერი, რომელშიც მთავარ როლებს ოსკარის მფლობელი მაიკი მედისონი (Anora), ჯერემი ალენ უაითი (The Bear), კომიკოსი ბილ ბარი და ოსკარის ნომინანტი ჯერემი სთრონგი (Succession) ასრულებენ.
The Social Reckoning-ის ქასთი
ფოტო: Getty Images
სიქველის წარდგენისას, Sony Pictures-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სანფორდ პანიჩმა ფილმს თრილერი უწოდა: დავითისა და გოლიათის ბრძოლა, რომელიც იმ ქაოსს უპირისპირდება, რაც მარკ ზაკერბერგმა დათესა. ფილმი ტექნოლოგიური ვუნდერკინდის მიერ მსოფლიოს უდიდესი სოციალური პლატფორმის შექმნიდან თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ მოვლენებს ასახავს. სიუჟეტის ცენტრშია ახალგაზრდა ინჟინერი ფრენსის ჰაუგენი (მედისონი), რომელიც Wall Street Journal-ის რეპორტიორ ჯეფ ჰორვიცთან (უაითი) ერთად სახიფათო გზას გადის კორპორაციის ყველაზე გასაიდუმლოებული ინფორმაციის გასამჟღავნებლად.
"არ არსებობს სიცოცხლე, რომელსაც Facebook-ის ალგორითმი არ შეხებია და ამ გავლენამ ყველაფერი შეცვალა. ასე რომ, დადგა დრო, მეტი ვთქვათ", — განუცხადა ფილმის რეჟისორმა, აარონ სორკინმა ლას-ვეგასში შეკრებილ აუდიტორიას.
CinemaCon-ის სტუმრებისთვის ნაჩვენებ დაძაბულ ტრეილერში მედისონის გმირი დუმილს არღვევს. მიუხედავად მკაცრი კონფიდენციალურობის ხელშეკრულებებისა, ჰაუგენი ამჟღავნებს, რომ Facebook-ის ხელმძღვანელობა კარგად იყო ინფორმირებული მოზარდებზე პლატფორმის მავნე ზეგავლენის შესახებ, და ასევე შეგნებულად უწყობდა ხელს დეზინფორმაციის გავრცელებას, რამაც პოლიტიკური ძალადობა გამოიწვია. ფონად ჩანს ჯერემი სტრონგი, რომლის მოკლე წითური ვარცხნილობა და დახვეწილი აქცენტი მაყურებელს აგრძნობინებს, რომ ეკრანზე არა მხოლოდ ზაკერბერგია, არამედ ძლევამოსილი მოწინააღმდეგე ყველასთვის, ვინც სიმართლეს ეძებს.
ასევე ნახეთ: Meta-მ შეგნებულად დააზიანა ბავშვების მენტალური ჯანმრთელობა — ნაფიცი მსაჯულები
კომიკოსი ბილ ბარი ზაკერბერგის მთავარ მრჩეველს თამაშობს, რომელიც აღმასრულებელ დირექტორს პასუხისმგებლობას აკისრებს იმ "ცრუ ინფორმაციის ნაკადის გამო, რომელსაც ატმოსფეროში აფრქვევთ".
სთრონგის ზაკერბერგი კი ცივად პასუხობს: "როცა ვამბობ 'არას', ეს დებატების დასასრულია. მე აღარ ვარ ის ბიჭი, რომელიც ორი წლის წინ გამოვიდა საერთო საცხოვრებლიდან, ირგვლივ მიმოიხედე".
ფილმის პრემიერა 9 ოქტომბერს იგეგმება და მას უკვე უწინასწარმეტყველებენ წარმატებას დაჯილდოების სეზონზე. პროექტის პროდიუსერები, სორკინთან ერთად, ტოდ ბლეკი, პიტერ რაისი და სტიუარტ ბესერი არიან.
ამავე თემაზე: ჯერემი სთრონგის მარკ ზაკერბერგი სულ სხვანაირი იქნება
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები