Avatar: The Last Airbender-ის ანიმატორმა ოფიციალურ პრემიერამდე ფილმის გავრცელების შემდეგ Paramount გააკრიტიკა
კინო და სატელევიზიო ინდუსტრიის ერთ-ერთი უდიდესი სატკივარი ინფორმაციის გაჟონვა, ანუ დაუგეგმავად გავრცელებაა. ზოგჯერ ეს უბრალოდ სიუჟეტის დეტალების გაჟონვაა გაურკვეველი წყაროდან, სხვა დროს კი — ფილმის ან სერიალის საკვანძო სცენების გავრცელება, რაც მთელ მსოფლიოში ათასობით ფანს ასპოილერებს.
თუმცა, არსებობს ინფორმაციის დაუგეგმავად გავრცელების კიდევ ერთი, გაცილებით იშვიათი ფორმა: როდესაც მთლიანი პროექტი, მის ოფიციალურ პრემიერამდე ექვს თვეზე მეტი ხნით ადრე, დაუგეგმავად ვრცელდება. სწორედ ეს შეემთხვა ფილმს — The Legend of Aang: The Last Airbender.
დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ Paramount-მა უარი თქვა ფილმის კინოთეატრებში ჩვენებაზე და ამის ნაცვლად მისი Paramount+-ზე ექსკლუზიური პრემიერა არჩია.
აანგის ფილმის გამოსვლა 2026 წლის ოქტომბრისთვის იგეგმებოდა, თუმცა ეს გეგმები სრულიად აურია მთლიანი პროექტის 6 თვით ადრე, აპრილში გაჟონვამ.
ფოტო: TweakTown
იმის მიუხედავად, რომ Paramount მთელი ძალისხმევით ცდილობს ფილმის ინტერნეტიდან წაშლასა და საავტორო უფლებების დაცვას, ფაქტი ფაქტად რჩება — ფილმი უკვე ხელმისაწვდომია და ათასობით ადამიანმა (თუ მეტმა არა) ის უკვე ნახა. ბევრი ფანი მოუწოდებს Paramount-ს, რომ აღარ დააყოვნოს და ფილმი ოფიციალურად გამოუშვას, თუმცა სტუდიას ჯერჯერობით საჯარო გადაწყვეტილება არ მიუღია.
X-ის მომხმარებელი @papajoolia, რომელიც აანგის ფილმზე მუშაობდა, სოციალურ ქსელში მომხდარს რამდენიმე პოსტით გამოეხმაურა. მისი მთავარი სათქმელი ისაა, რომ ფილმის მიმართ ასეთი მოპყრობა უპატივცემულობაა:
"წლების განმავლობაში ვმუშაობდით აანგის ფილმზე იმ მოლოდინით, რომ ჩვენს დაუღალავ შრომას კინოთეატრებში ვიზეიმებდით... არა იმისთვის, რომ ახლა ვუყუროთ, როგორ უცერემონიოდ, კანფეტებივით ავრცელებენ ჩვენს კადრებს Twitter-ზე. არ მომწონს, რომ ადამიანები Paramount-ის საშინელ გადაწყვეტილებას — ფილმის კინოთეატრებიდან ამოღების შესახებ — გაჟონვის გამართლებად იყენებენ. სრულიად მესმის იმ ხალხის, ვისაც არ სურს ფულის გადახდა ან Paramount-ის მხარდაჭერა, მაგრამ ფილმის გამოსვლის შემდეგ პირატულ ვებგვერდებზე მისი ნახვა გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ვიდრე ეს. ეს არის წარმოუდგენელი უპატივცემულობა იმ უდიდესი შრომის მიმართ, რომელიც არტისტებმა ამ პროექტში ჩადეს".
ფოტო: NickALive!
The Legend of Aang: The Last Airbender-ის სიუჟეტის დეტალები მკაცრად იყო გასაიდუმლოებული და მათ გამჟღავნებას პირველი ტრეილერის გამოსვლამდე არავინ ელოდა. დადასტურებულია, რომ ფილმი მოგვითხრობს საკულტო სერიალის — Avatar: The Last Airbender — მთავარი გმირების შესახებ. ფილმში ისინი უკვე ზრდასრულები არიან და ცეცხლის ერთან ომის დასრულების შემდეგ მსოფლიოს აღდგენაზე ზრუნავენ.
ფოტო: Nickelodeon
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები