მაკა ბოჭორიშვილი: [EU-ს მიერ განსაზღვრული] 9 ნაბიჯიდან ბევრი რამ შესრულებულია, ნაწილი კი დროის გათვალისწინებით უკვე ნაკლებად რელევანტურია
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილმა სამთავრობო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში ევროკავშირთან ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული "9 ნაბიჯიდან" ბევრი რამ შესრულებულია, ნაწილი კი დროის გათვალისწინებით უკვე ნაკლებად რელევანტურია.
"9 ნაბიჯიდან ბევრი რამ შესრულებულია, ნაწილი კი დროის გათვალისწინებით უკვე ნაკლებად რელევანტურია. ამასთანავე, დღეს იმაზე საუბარი რომ 9 ნაბიჯი არის ის წინაპირობა, რამაც შეიძლება განმსაზღვრელი როლი ითამაშოს ამ ურთიერთობებში, ალბათ, არასწორი იქნებოდა. თუმცა, ჩვენ ვაგრძელებთ იმ ნაბიჯების გადადგმას, რაც საჭიროა, რაც ერთგვარად არის ასოცირების შეთანხმების ნაწილიც და მეორეს მხრივ სჭირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას და ჩვენი ხალხის, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას.
საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი უკავშირდება ევროპული სტანდარტების დანერგვას. ვიცით, რომ ეს სტანდარტები მაღალია და სწორედ ეს არის ჩვენი განვითარების საგზაო რუკა. ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი ნათლად აისახება სხვადასხვა საერთაშორისო კვლევებსა და რეიტინგებში, ასევე მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში. ის ძალისხმევა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გასწია ბოლო წლების განმავლობაში, ეს არსად დაკარგულა, ვერ დაიკარგება, რაც არ უნდა გვაკრიტიკონ, რაც არ უნდა ორმაგი სტანდარტებით მიუდგნენ საქართველოს, ფაქტი დარჩება ფაქტად, ეს არის ის რაც აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზეც, ეს პროგრესი შეუძლებელია რომ ვერ დაინახონ", — განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 14 დეკემბერს, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ამ დრომდე არ შეუსრულებია. ამ 9 ნაბიჯის შესრულების აუცილებლობაზე იყო საუბარი 2025 წლის ოქტომბრის ევროკავშირის გაფართოების ანგარიშშიც.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები