გიორგი ქუფარაშვილი, უკრაინისმე-3 არმიის კორპუსის (აზოვის) მექანიზებული პოლკის მეთაურად დაინიშნა
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოლკოვნიკი გიორგი ქუფარაშვილი, უკრაინის მე-3 არმიის კორპუსის (აზოვის) მექანიზებული პოლკის მეთაურად დაინიშნა. სააკაშვილი წერს, რომ ქუფარაშვილი მისი პირადი დაცვის ოფიცერი იყო.
მე-3 პრეზიდენტი წერს, რომ ქუფარაშვილი ანდრე ბელეცკისთან ერთად "აზოვის" ჩამოყალიბების ერთ-ერთი ინიციატორი იყო. მისივე თქნით "ბედნიერებაა, რომ გიორგი მარიუპოლში გადარჩა და ნამდვილ ლეგენდარულ ოფიცრად იქცა."
"უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი, გიორგი ქუფარაშვილი, დაინიშნა უკრაინის ყველაზე სახელოვანი მე-3 არმიის კორპუსის (აზოვის) მექანიზებული პოლკის მეთაურად.
გიორგი იყო ჩემი პირადი დაცვის ოფიცერი და პრეზიდენტობის შემდეგ, ამერიკაში წასვლის შემდეგ წამომყვა ნიუ-იორკში, სადაც მეხმარებოდა რამდენიმე თვე, სანამ არ წავიდოდით ერთად უკრაინაში.
იქ გულმა სამხედრო სამსახურისკენ გაუწია და ანდრე ბელეცკისთან ერთად იყო "აზოვის" ჩამოყალიბების ერთ-ერთი ინიციატორი, სადაც ის ხელმძღვანელობდა ჯარის მომზადებას.
მარიუპოლის ალყის დროს, აზოვსტალზე მძიმედ დაიჭრა და ბოლოს ვერტმფრენით გადმოაფრინეს სასწაულით კიევში. მორჩა და დაბრუნდა აზოვში, სადაც დააწინაურეს პოლკოვნიკად და უმნიშვნელოვანესი პოლკის მეთაურად.
გიორგი არის უცხოეთში მოღვაწე ქართველი ოფიცრების ღირსეული მემკვიდრე. ამ ოფიცრებში შედიოდნენ პოლონეთისთვის მებრძოლი ქართველი გმირები, ესპანეთში უმნიშვნელოვანესი სარდალი, გენერალი ამილახვარი, ასევე აშშ-ში გენერალი შალიკაშვილი და ახლა უკვე ქუფარაშვილი და მისი მრავალრიცხოვანი ქართველი თანამებრძოლები უკრაინაში.
ქართველები პოლონეთშიც, ესპანეთშიც, ამერიკაშიც და უკრაინაშიც იბრძვიან იმიტომ, რომ მიაჩნდათ და მიაჩნიათ, რომ ეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ნაწილი. მინდა ვუთხრა გიორგის და სხვებს — წინ გველოდება აფხაზეთი და საქართველოს სხვა გასათავისუფლებელი ტერიტორია. ბედნიერებაა, რომ გიორგი მარიუპოლში გადარჩა და ნამდვილ ლეგენდარულ ოფიცრად იქცა.
სამწუხაროდ ჩემი დაცვის მეორე ოფიცერი და ჩემი ახლო მეგობარი, კახა თილიძე ბრძოლაში დაეცა ზაპოროჟიესთან. ჩემთვის დიდი პატივი იყო კახასთან, გიორგისთან, ვანო ნადირაძესთან და სხვებთან ახლობლობა. მათ შორის, ამ ქართველი ოფიცრების დამსახურებაა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, პირველად 2022 წლის ხარკოვის ოპერაციის შემდეგ, სწორედ ახლა, ჩემი მეგობრის, მიხეილ ფიოდოროვის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ (მისი მრჩეველია გოგა ცხაკაია) მოიპოვეს სტრატეგიული უპირატესობა ფრონტზე.
Слава Україні!", — დაწერა სააკაშვილმა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები