ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით სომხეთში რუსეთთან დაკავშირებული მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის პარტიის 14 წევრი დააკავეს
სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა რუსეთთან დაკავშირებული მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის პარტიის, ძლიერი სომხეთის 14 წევრი დააკავა. გამოძიება მათ საარჩევნო ქრთამის მიცემასა და აღებას ედავება. უწყების ინფორმაციით, პარტიასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლებმა არარატის პროვინციაში ამომრჩევლები მოისყიდეს. კომიტეტმა ასევე გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერები, სადაც ჯგუფის წევრები ერთმანეთს კონსპირაციის მიზნით Viber-ით, WhatsApp-ით, Telegram-ით ან პირადად დაკავშირებას სთხოვენ. ინფორმაციას OC media ავრცელებს.
დაკავებულთა შორის დეპუტატობის ერთი ქალი კანდიდატიცაა. პარტიის წარმომადგენლის, გოჰარ მელოიანის განცხადებით, დილიდან ადვოკატებს დაკავებულებთან შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. მისი თქმით, მსგავსი ქმედებები "მხოლოდ დამატებით მოტივაციას აძლევს ხალხს, იბრძოლონ ნორმალურ, სამართლებრივ ქვეყანაში საცხოვრებლად". მოგვიანებით, სახალხო დამცველის აპარატის ჩარევის შემდეგ, ადვოკატებს მუშაობის საშუალება მიეცათ.
დაცვის მხარე ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევს. ადვოკატ ვაჰან ჰოვანისიანის განმარტებით, საქმე კარაპეტიანის საქველმოქმედო ორგანიზაციას ეხება, სადაც ადამიანები ხელფასს იღებდნენ.
"ახლა, როგორც მესმის, საგამოძიებო ორგანო ამ ხელფასებს საარჩევნო ქრთამად განიხილავს. შესაძლოა, ეს პირები ოფიციალური შრომითი ხელშეკრულებების გარეშე მუშაობდნენ, მაგრამ ეს მაქსიმუმ შრომითი ურთიერთობების დარღვევად ჩაითვალოს, რაც სისხლის სამართლის სფეროს საერთოდ არ განეკუთვნება", — აცხადებს ადვოკატი.
ეს დაკავებები 7 ივნისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ მოხდა. პარტია ძლიერი სომხეთი მომხდარს "პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პანიკის კიდევ ერთ გამოვლინებას" უწოდებს. თავად სამველ კარაპეტიანი, რომელიც პრემიერობის კანდიდატია, რუსეთისა და კვიპროსის მოქალაქეობაზე უარს ამბობს, თუმცა სომხური კანონმდებლობით, ის თანამდებობას მაინც ვერ დაიკავებს, რადგან ბოლო 4 წელი ქვეყანაში მუდმივად არ უცხოვრია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები