პედრო პასკალი პედრო პისკალის წინააღმდეგ — სასამართლო დავა ალკოჰოლურ ბრენდთან
ფოტო: Stéphane Cardinale/Corbis/Getty Images / Pedro Piscal
მსახიობი პედრო პასკალი სამართლებრივ ბრძოლას აწარმოებს ჩილელ პისკოს მოვაჭრესთან, რომელმაც თავისი ქვეყნის ეროვნული სულისკვეთების გამომხატველი სასმლის ბრენდისთვის თამამი სახელი შეარჩია: პედრო პისკალი.
დავიდ ჰერერამ ბრენდის სახელი ჩილეს კომერციულ მარეგულირებელთან 2023 წელს დაარეგისტრირა და პისკოს გაყიდვა სპეციალიზებულ მაღაზიებსა და რესტორნებში დაიწყო.
"რამდენიმე სახელი ვცადეთ და 'პედრო პისკალი' ყველაზე მეტად დაგვამახსოვრდა", — თქვა 41 წლის ჰერერამ — "შემდეგ პისკოს რეგიონში მოგზაურობას ვგეგმავდით, როდესაც მოულოდნელად იურისტებისგან მკაცრი ტონით დაწერილი იმეილები მივიღეთ. მე, უბრალო მოკვდავს, წერილებს სუპერვარსკვლავი მსახიობი მწერდა? ამან ცოტათი შემაშინა".
პისკო (Pisco) არის მაგარი ალკოჰოლური სასმელი, რომელიც ყურძნისგან მზადდება. განსაკუთრებით პოპულარულია სამხრეთ ამერიკაში და ითვლება ჩილესა და პერუს ეროვნულ სასმელად (ამ ორ ქვეყანას შორის დღემდე მიმდინარეობს დავა პისკოს წარმოშობის ადგილზე)
ფოტო: Pedro Piscal
მსახიობი პედრო პასკალი, რომელიც ჩილეში დაიბადა და სამშობლოში ძალიან პოპულარული ფიგურაა, სასამართლო სხდომას არ დასწრებია, თუმცა ბრენდის სახელზე კონტროლის მოსაპოვებლად, მის საკუთარ სახელთან და ბრენდთან მსგავსების გამო სარჩელი შეიტანა.
ჰერერა არ არის პირველი ჩილელი მეწარმე, რომელიც სიტყვების თამამი თამაშის გამო ჰოლივუდის მეგა ვარსკვლავთან სასამართლოში პირისპირ აღმოჩნდა. თაფლის ბიზნესმა, სახელწოდებით Miel Gibson (რომელიც ეტიკეტზე იყენებდა კადრს ფილმიდან მამაცი გული), მოიპოვა სახელის გამოყენების გაგრძელების უფლება მას შემდეგ, რაც მსახიობმა მათ უჩივლა.
Miel ესპანურად თაფლს ნიშნავს, რაც სიტყვების თამაშია მსახიობ მელ გიბსონის სახელთან
ფოტო: Martin Bernetti/AFP/Getty Images
2020 წელს DC Comics-ი დაუპირისპირდა სანტიაგოში მდებარე საცხობს, რომელსაც სამი ათწლეულის განმავლობაში Superpan ერქვა და იყენებდა კლარკ კენტის გამოსახულებებსა და მის ცნობილ S სიმბოლოს. ამ დავიდანაც გამარჯვებული საცხობი გამოვიდა.
ხოლო ქალაქის მეორე მხარეს, სტამბა Harry Plotter-ისგან არც ისე შორს, მატიას ხარა მართავს Star Wash-ს: ავტოსამრეცხაო სერვისს, რომელიც თავისუფლად სარგებლობს Star Wars-ის კანონებით და მის ცნობილ შრიფტსაც კი იყენებს.
მატიას ხარა Star Wash-იდან, სანტიაგო, ჩილე
ფოტო: Matías Jara/Star Wash
"ჩილელები ოხუნჯები არიან, ამაშია საქმე", — ამბობს ხარა — "ყოველთვის ვხუმრობთ და ვერთობით. ინგლისურენოვანი სიმღერების ტექსტებს ვცვლით მათ 'გაჩილელებისთვის' და გვიყვარს სიტყვების თამაში, მე მიყვარს Star Wars და უბრალოდ მინდოდა ჩემი ბრენდით გამოვრჩეულიყავი".
Star Wash-მა სახელის შენარჩუნებისთვის პირველი სამართლებრივი ბრძოლა Lucasfilm-თან (Star Wars ფრენჩაიზის უფლებების მფლობელთან) მოიგო, თუმცა კვლავ ელოდება გადაწყვეტილებას სხვა საქმეზე, რამაც შესაძლოა ხარას კომპანიის სახელის შეცვლა აიძულოს.
რაც შეეხება პედრო პისკალს, ჰერერამ თქვა, რომ არც ერთი წამით არ ნანობს. მან აღნიშნა, რომ ის და მისი ბიძაშვილები ხშირად სვამენ "პისკოლას" (პისკო და კოკა-კოლა ყინულით) და მას პისკალს ეძახდნენ. მისი თქმით, პედრო მოდის ყურძნის ჯიშისგან — Pedro Ximénez, რომლისგანაც ამ სასმელს ხდიან.
თუმცა, მსახიობის ადვოკატებმა ეს სხვანაირად დაინახეს. ხუან პაბლო სილვამ, პასკალის წარმომადგენელი ფირმის მმართველმა პარტნიორმა, განაცხადა, რომ მიმდინარე საქმეზე კომენტარს ვერ გააკეთებს. თუმცა, მან ხაზი გაუსვა თავდაპირველ გადაწყვეტილებებს, რომლებმაც ორი ონლაინ დომენის მფლობელობა ჰერერასგან პასკალს გადასცა, ასევე მსახიობის მიერ საკუთარი სახელის სავაჭრო ნიშნად წარმატებულ რეგისტრაციას, რაც ფირმის ოპტიმიზმის საფუძველია გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა წლის ბოლომდე გამოცხადდეს.
ჰერერამ კი დაამატა: "ჩვენ არ ვიყენებთ [პასკალის] სახეს ან მის მსგავსებას არსად. ჩვენ უბრალოდ კარგ პროდუქტს ვყიდით".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები