SPRIBE-მა ბრაზილიის სასამართლოს გადაწყვეტილებით, Betnacional-ს არაავტორიზებული AVIATOR-ის გამოყენება აუკრძალა
ფოტო: SPRIBE
SPRIBE OÜ-ს სარჩელის საფუძველზე, ბრაზილიის სასამართლომ (პერნამბუკუ, TJPE) წინასწარი უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, დროებითი გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც NSX Brasil S.A.-ს, იმავე Betnacional-ს დაუყოვნებლივ აეკრძალა ბრენდ AVIATOR-ის უნებართვო გამოყენება.
Betnacional-ის შესახებ და კავშირი საქართველოსთან
Betnacional ბრაზილიის სათამაშო ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია, რომელსაც კომპანია NSX Brasil S.A. მართავს. მას შემდეგ, რაც Flutter Entertainment Plc-მა NSX ჯგუფის საკონტროლო პაკეტი შეიძინა, NSX გლობალური გიგანტის, Flutter Entertainment Plc-ის შემადგენელ ნაწილად იქცა. აღსანიშნავია, რომ სწორედ Flutter Entertainment PLC ფლობს კომპანია აჭარაბეთს საქართველოსა და სომხეთში.
სამართლებრივი დავა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც Betnacional-მა თავის პლატფორმაზე განათავსა თამაში სახელწოდებით AVIATOR — Aviator Studio-ს მიერ შეთავაზებული პროდუქტი, რომელიც საქართველოში დაფუძნებულ შპს ავიატორთანაა კავშირში.
აღსანიშნავია, რომ Aviator Studio-მ ეს თამაში 2025 წლიდან შესთავაზა ბაზარს მხოლოდ მას შემდეგ, რაც AVIATOR-მა, რომელიც SPRIBE-მა 2018 წელს შექმნა, გლობალური აღიარება მოიპოვა. საყურადღებოა ისიც, რომ Betnacional 2022 წლიდან იყო SPRIBE-ის ავტორიზებული ლიცენზიანტი.
SPRIBE-ის წარმომადგენლების განცხადებით, მიუხედავად Betnacional-თან გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობების პატივისცემისა, კომპანიის ლოგიკური პოზიციაა, რომ დაიცვას მისი ინტელექტუალური საკუთრება და მიმართავს ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას მისი უფლებების დასაცავად.
სასამართლოს განკარგულება და აღსრულება
სასამართლომ დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მიიღო გადაწყვეტილება და დაავალა NSX Brasil S.A.-ს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სასაქონლო ნიშნის — AVIATOR-ის, აგრეთვე ნებისმიერი იდენტური ან მასთან აღრევამდე მსგავსი ნიშნის გამოყენება. აკრძალვა ასევე მოიცავს მოსარჩელის პროდუქტთან ასოცირებული ვიზუალური, გრაფიკული ან აუდიოვიზუალური ელემენტების რეპროდუცირებას. ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სასამართლომ ყოველდღიური ჯარიმა დააწესა. ეს ზომა ძალაში რჩება სასამართლოს მიერ მის შეცვლამდე ან საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
გლობალური პოზიცია ინტელექტუალური საკუთრების დაცვაზე
SPRIBE-მა თამაში AVIATOR 2018 წელს შექმნა და მას შემდეგ თამაშმა მსოფლიო მასშტაბის პოპულარობა მოიპოვა. ამ წარმატებისა და ბრენდის გლობალური აღიარების შედეგია ისიც, რომ SPRIBE UFC-ის, AC Milan-ისა და WWE-ს სპონსორია და ჰყავს მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ბრენდ-ამბასადორები.
ბრაზილიაში მიღებული ეს შუალედური გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ეტაპია SPRIBE-ის გლობალურ სტრატეგიაში — საკუთარი აქტივების დასაცავად. კომპანია აქტიურად აკვირდება ბაზრებს მსოფლიოს ყველა კონტინენტზე და განაგრძობს სასაქონლო ნიშნებისა და საავტორო უფლებების დაცვას ყველა იურისდიქციაში.
SPRIBE მზად არის გამოიყენოს ყველა საჭირო სამართლებრივი ბერკეტი დამრღვევთა წინააღმდეგ, რათა დაიცვას ორიგინალური AVIATOR-ის მთლიანობა და უზრუნველყოს სამართლიანი და გამჭვირვალე გარემო თავისი მომხმარებლებისთვის მთელ მსოფლიოში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები