როცა ნარატივები ემთხვევა — მსგავსება მარია ზახაროვასა და "ოცნების" წარმომადგენლების კომენტარებში
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ 16 აპრილს გამართულ ბრიფინგზე დიდი დრო დაუთმო ევროკავშირის კრიტიკას, მისი ნარატივი კი ძალიან ჰგავდა "ოცნების" მაღალჩინოსნების განცხადებებს.
ზახაროვას თქმით, ბრიუსელი უფსკრულისკენ უბიძგებს საქართველოს, "ანტირუსულ სამხედრო ავანტიურაში ჩართვის პროვოცირებას ცდილობს", "ღიად უჭერს მხარს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების მცდელობებს", აიძულებს ქართველ ხალხს "უარი თქვან საკუთარ კულტურასა და იდენტობაზე". მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები "ვალდებული არიან თავისი სუვერენიტეტის ნაწილი ბრიუსელს დაუთმონ.
"ბოლომდე არ გვესმის, როგორ შეიძლება თბილისი მიისწრაფოდეს ისეთ კავშირში გაწევრიანებისკენ, რომლის წევრებიც სრულიად უმიზეზოდ სანქციებს აწესებენ საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც მას ახალ ანტირუსულ სამხედრო ავანტიურაში ჩართვის პროვოცირებას ცდილობს, თითქმის ღიად უჭერს მხარს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების მცდელობებს, რაც ქართველ ხალხს უცხო ანტიღირებულებებს აკისრებს. უფრო მეტიც, ეს ფაქტობრივად აიძულებს მათ, მათ შორის ფინანსური და ეკონომიკური ბერკეტების მეშვეობით, უარი თქვან საკუთარ კულტურასა და იდენტობაზე.
არსებითად, ის, რასაც ბრიუსელი აკეთებს საქართველოს მიმართ, არის ის, რომ უფსკრულისკენ უბიძგებს. კიდევ რა უნდა გააკეთოს ბრიუსელმა, რომ თბილისთან დაკავშირებით მისი ნამდვილი მოტივები და განზრახვები აშკარა გახდეს?
ბრიუსელის პოლიტიკა საერთოდ არ გვაკვირვებს. დიდი ხანია მივხვდით და შევეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ ისინი ნეოკოლონიურ მეთოდებს ემხრობიან, სანქციებსა და შანტაჟს ეყრდნობიან და მესამე ქვეყნებისგან უპირობო მორჩილებას მოითხოვენ. ისინი აღარც ფულს იხდიან. ადრე ჯერ რაღაცას იხდიდნენ ან მისცემდნენ და შემდეგ მოითხოვდნენ. ახლა ჯერ რაღაცას ითხოვენ და შემდეგ ამბობენ: "ბოდიში, ფული არ არის". ის, რასაც ბრიუსელი ამჟამად საქართველოს მიმართ აკეთებს, მხოლოდ ერთი მაგალითია და სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით უამრავი მსგავსი მაგალითი არსებობს.
...შეხედეთ, რა ხდება ამჟამად ევროკავშირის ქვეყნებთან. არ აქვს მნიშვნელობა, ეს "ძველი ევროპაა", ქვეყნები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ევროკავშირში იყვნენ, თუ ქვეყნები, რომლებიც ახლახან შეუერთდნენ კავშირს. ყველა მათგანი ვალდებულია, თავისი სუვერენიტეტის ნაწილი ბრიუსელს დაუთმოს. არა რაციონალური გადაწყვეტილებების, ეკონომიკური სარგებლის ან რაიმე სამომავლო პროექტების სასარგებლოდ, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ასეთი მოთხოვნა წამოყენებულია. იმიტომ, რომ ეროვნული თვითშეგნება, სუვერენიტეტი და იდენტობა არაფერს ნიშნავს და არ უნდა შეუშალოს ხელი ამ "კოლექტიური ბრიუსელის" ნების განხორციელებას, რომელსაც მხარს უჭერს არა ევროპელების ხმები, არა ევროპული ქვეყნების ეროვნული ინტერესები, არამედ გარკვეული გლობალური ჯგუფების მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკური ინტერესები", — განაცხადა მარია ზახაროვამ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები