იუპიტერის სინანული და ჯემალ ქარჩხაძის სხვა მოთხრობების ახალი კრებული
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
“იუპიტერი — გაგიმხელთ, თანამოღმერთენო. ან კი რა მაქვს დასამალი! ამას წინათ დროის საბძელში შევიხედე და თვალწინ ისეთი შემზარავი სურათი გადამეშალა, შევძრწუნდი და ვინანე, რომ წმინდა იდეას ნივთიერი სახე მივეცი. მას აქეთ ვფიქრობ და, რაც მეტს ვფიქრობ, მით უფრო ვრწმუნდები: სამყაროს შექმნა შეცდომა იყო“. იუპიტერი გმინავს, ძრწიან ღმერთები, განაჩენი უნდა გამოიტანოს, უნდა გადაიხედოს ადამიანთა ბედი. კვლავ წარღვნა მოუვლინონ? რით დასაჯონ ამჯერად. რატომ უნდა დასაჯონ? რადგან თავის ნებას მიცემული, თავნება არსებები, ანუ ადამიანები, იუპიტერს აშინებენ, მათი აბსოლუტურად უმართავი, გაუმართლებელი ქმედებები ყოვლის მნახველი ღმერთისთვისაც კი შემზარავია.
იუპიტერის სინანული ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედების ერთ-ერთი ცნობილი, ერთგულ მკითხველთა შორის ხშირად განხილული მოთხრობაა. ავტორი ყველასთვის ნაცნობ, მნიშვნელოვან და საინტერესო თემებს ეხება: დედაშვილობა, ძალაუფლება, ადამიანის ნების თავისუფლების საზღვრები, მკვლელობა და სინანული, სასჯელის ფორმები და შურისძიება, პატიება და მიტევება. მანკიერი არსებები, ანუ ადამიანები, მუდამ გასაოცარ სისასტიკეს იჩენენ ხოლმე, თავად ღმერთების გაოგნებასაც რომ ახერხებენ.
მოთხრობის მთავარი პერსონაჟები ისტორიული ფიგურები არიან. ნერონი და აგრიპინა, სამკვდრო-სასიცოცხლოდ ერთმანეთს გადაკიდებული დედა-შვილი, რომის იმპერიის კიდევ ერთი სისხლიანი ისტორია. ფაქტები, რომლებსაც ჯემალ ქარჩხაძე მოთხრობაში აცოცხლებს, ისტორიულ სინამდვილეს ეყრდნობა, რამდენადაც ეს ჩვენთვის სხვადასხვა წყაროთია ცნობილი. ქარჩხაძისეული საოცარი ოსტატობითაა გაცოცხლებული თითოეული ისტორიული პერსონაჟი, როგორები შეიძლება ყოფილიყვნენ, რა დიალოგები და განცდები შეიძლება ჰქონოდათ და რაც ყველაზე მთავარია, როგორ შეიძლება ადამიანი მივიდეს უკიდურეს გადაწყვეტილებამდე, როგორია გეგმავდე საკუთარი დედის მკვლელობას.
“იუპიტერი — მე მათ ზნეობის კანონები მივეცი, მათ კი ჩემი კანონები ფეხქვეშ გათელეს“ — იუპიტერის ეს ფრაზა მხოლოდ ნერონის მისამართით არ თქმულა, ესაა ზოგადსაკაცობრიო ტკივილი. წესები, კანონები, მორალი, ღირსება და პასუხისმგებლობა და კიდევ მრავალი სხვა რამ ქმნის ადამიანს ადამიანად, მოაზროვნე არსებად, რომელსაც აქვს ასევე თავისუფლება, საკუთარი ნება. სწორედ თავისუფლება და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება ხდება ხშირად ადამიანის ზღვარგადასული ქმედების საწყისი.
“რას ერჩით, უკვდავებო, საწყალ კაცს? რატომ დაუდგინეთ, რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი უნდა მოეკითხოს და ყველაფერი უნდა გადახდეს?! როგორ აუფერულებს ჩვენს ნამოქმედართა სიდიადეს შურისძიების ეს მუდმივი შიში! რატომ უნდა მოგვეკითხოს? რატომ გვადებთ ბორკილებს და რატომ არ გვაძლევთ გასაქანს, უკვდავებო? გშურთ ადამიანის თავისუფლება? თუ გეშინიათ ადამიანის თავისუფლების?...“ — მოთხრობიდან ეს ამონარიდი, ალბათ, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჯემალ ქარჩხაძის საოცარ ოსტატობას. მკითხველისთვის ისმება კითხვები, რომლებზეც თითოეული ჩვენგანი ჩვენებურად, ანგარიშმიუცემლად აუცილებლად ვუპასუხებთ და ჩვენი პასუხების მიხედვით, შესაძლოა, კვლავ განვარისხოთ იუპიტერი.
ქარჩხაძის გამომცემლობის ახალ სერიაში, რომელიც ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობებს აერთიანებს, უკვე ორი წიგნია. პირველ წიგნში შესული მოთხრობებია: გუბე, მარიანა, მეთერთმეტე მცნება, აბზიანიძეების ოჯახი, მაგნოლიის ყვავილი ანუ ბებია ანას გარდაცვალება, იგი, დღე ერთი. ახლახან გამოსულ მეორე წიგნში კი გაერთიანებულია მოთხრობები: ბედნიერების მაძიებელი უფლისწული, სასწაული, კაპიტონ მანაგაძის ბოლო ექსპერიმენტი, გიგანტი, ჭოლა, დრო, იუპიტერის სინანული. ჯემალ ქარჩხაძის თითოეული ეს მოთხრობა ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდება, თუმცა ავტორისეული დიდი, საერთო სათქმელი მუდამ ახსენებს თავს მკითხველს — ვინ არის ადამიანი, როგორია ადამიანთა შინაგანი სამყარო, სულ სხვადასხვანაირი და მრავალფეროვანი, ხანდახან შემაძრწუნებელი და ხანაც ფაქიზი.
სტატიის ავტორი: ნინაკო ღლონტი
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები