ქარჩხაძის გამომცემლობა თბილისის წიგნის ბაზრობაზე
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
სიახლეები, განახლებული ტირაჟი და სხვა საინტერესო წიგნები
23-26 აპრილს თბილისის წიგნის ბაზრობა იმართება. მკითხველისთვის უკვე კარგად ნაცნობი, ტრადიციული წიგნის ბაზრობა დიდი დღესასწაულია. გამომცემლობები სხვადასხვანაირად ზრუნავენ მკითხველის გახარებაზე. ქარჩხაძის გამომცემლობაც ტრადიციულად ითვალისწინებს მკითხველის სურვილებს და საგაზაფხულო ბაზრობას უამრავი სიახლით, განახლებული ტირაჟთა და მრავალი საინტერესო წიგნით ხვდება.
გახლეჩილი მიწა
ბრიტანელი ავტორის, კლერ ლესლი ჰოლის ეს რომანი ქარჩხაძის გამომცემლობის ერთ-ერთი სიახლეა. 2025 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა საერთაშორისო აღიარება მალე მოიპოვა და მკითხველთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
ესაა რომანი სიყვარულზე, რომელიც შეიძლება არც უნდა არსებულიყო. სასიყვარულო სამკუთხედი და მკვლელობა, გამოძიება და ჩიხში შესული ადამიანების ცხოვრება, ბევრი სინანული, ცრემლი და ტანჯვა, ტრაგედიებით სავსე ცხოვრება, რომლის გალამაზებასაც რომანის მოქმედი გმირები მუდამ ცდილობენ. გახლეჩილი მიწა არის მათთვის, ვისაც უნდა განტვირთვა, ერთი ამოსუნთქვით წასაკითხ, მარტივ წიგნს ეძებს, საინტერესო სიუჟეტის წყალობით კი არც მოიწყენს.
კენკრის მკრეფავები
ამანდა პიტერსის გახმაურებული სადებიუტო რომანი კენკრის მკრეფავები 2023 წლის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ლიტერატურულ მოვლენად იქცა, მალევე გახდა საერთაშორისო ბესტსელერი და არაერთი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა.
ზაფხულის ერთ ჩვეულებრივ დღეს ოთხი წლის რუთის გაუჩინარება ოჯახის ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის. სიღარიბითა და შრომით აღსავსე ყოველდღიურობას უიმედო ძიება, დანაშაულის გრძნობა, სიჩუმე და დაუსრულებელი ტკივილი ემატება. წლების შემდეგაც, დანაკარგის ჩრდილი არ ქრება: რუთის ძმის, ჯოს ცხოვრება პასუხგაუცემელ კითხვებთან ჭიდილში გადის, ხოლო შორს, სრულიად სხვა ცხოვრებაში, უცნობი გოგონა, ნორმა, ცდილობს ახსნას, რატომ აწუხებს ბავშვობიდან უცნაური სიზმრები და შინაგანი გაუცხოება. თუმცა წარსულის უხილავი ძაფები მათ ერთმანეთისკენ ექაჩება. სიმართლე თავის დროს ელოდება.
ჰამნეტი
მეგი ო’ფერელის წიგნმა გამოსვლისთანავე დაიმსახურა მკითხველის დიდი მოწონება, თუმცა ნაწარმოების პოპულარობამ პიკს წელს მიაღწია, ამავე სახელწოდების ფილმის გამოსვლის შემდეგ.
ფაქტობრივად, ეს წიგნი ტრაგედია ჰამლეტის’ შექმნის ისტორიაა. შვილის გარდაცვალებით განადგურებული მამა ლონდონში მიდის და ერთი წელი საერთოდ აღარ ჩანს. ცოლს ჰგონია, რომ ქმარმა მიატოვა და ყველა და ყველაფერი დაივიწყა, თუმცა, წიგნის ემოციური და მოულოდნელი ფინალი სრულიად საპირისპიროს გვეუბნება. გახსოვდე, ამბობს პიესაში გაცოცხლებული გარდაცვლილი ბიჭუნა და იმედის შუქს ჰფენს ცხოვრებას.
ქართველი მკითხველი ჯერ კიდევ 2023 წელს გაეცნო ქარჩხაძის გამომცემლობის მიერ ქართულად ნათარგმნ რომანს. მკითხველის აღფრთოვანება და სიყვარული იმდენად დიდი იყო, რომ წიგნი ბესტსელერად იქცა და მაღაზიების თაროებიდანაც მალევე გაქრა. მკითხველის თხოვნა ქარჩხაძის გამომცემლობამ კვლავ გაითვალისწინა და ჰამნეტი განახლებული ტირაჟით გაზაფხულის ფესტივალზე ელოდება ახალ მკითხველს.
მთა ხარ შენ
ბრიანა უისტის ამ ნაშრომმა საერთაშორისო ყურადღება გამოსვლისთანავე მიიპყრო, წიგნიდან გავრცელებულმა საოცარმა ციტატებმა და ამონარიდებმა ინტერნეტ სივრცეც დაიპყრო. მთა ხარ შენ არის წიგნი-გზამკვლევი ყველასთვის, ვისაც სურს საკუთარი თავის, ცხოვრების, სულიერი თუ ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და რაც მთავარია, მიზეზების გაგება, თუ რატომ ხდება ის, რაც ხდება ჩვენს თავს და როგორ გავუმკლავდეთ ამ ყოველივეს.
წიგნი საოცრად საინტერესოდაა აგებული, ყოველი თავი წინა თავში შესწავლილ, განხილულ ინფორმაციას ამატებს ახალს, უფრო მეტს და მეტს, რათა მკითხველი, რომელსაც წიგნის მეშვეობით ერთგვარი თერაპიული სესია აქვს, ნელ-ნელა განვითარდეს, გაძლიერდეს.
ნდობა
ერნან დიასის ნდობა 2022 წელს გამოიცა და ბუკერის პრემიის გრძელ სიაში მოხვდა, ხოლო 2023 წელს პულიცერის პრემიით დაჯილდოვდა.
ერთი შეხედვით, წესით, ეს უნდა იყოს წიგნი, რომელიც გვიყვება ბევრი ადამიანისთვის საკმაოდ რთულად გასაგები საბროკერო ცხოვრების შესახებ. როგორია უოლ-სტრიტის ფინანსისტების ცხოვრება, ზოგისთვის მოსაწყენი და გაუგებარი საფინანსო ოპერაციები, ფულის და კაპიტალის დაბანდება, მოგებასა თუ ფინანსურ ზარალზე საუბრები, მუდმივი მათემატიკური გამოთვლები... მე-20 საუკუნის აშშ-ს ფინანსური ელიტის საიდუმლოებით მოცული სამყაროს მკითხველისთვის გაცნობა, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა საფინანსო ოპერაციების აღწერის გარეშე, მაგრამ ნდობა არაა წიგნი ერთი ჩვეულებრივი ფინანსისტის ცხოვრების შესახებ, ესაა წიგნი ადამიანებსა და ძალაუფლებაზე, მარტოობასა და იმ ამბებზე, რომლებიც დაკეტილ კარს მიღმა ტრიალებს.
დემონ კოპერჰედი
ესაა ბარბარა კინგსოლვერის წიგნი, რომელმაც ავტორს პულიცერის პრემია მოუტანა. 2022 წელს გამოქვეყნებულმა ნაწარმოებმა ისეთ წარმატებას მიაღწია, რომ სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში სხვადასხვა საერთაშორისო ჟურნალსა თუ პერიოდული გამოცემაში მოიხსენიება, როგორც 21-ე საუკუნის ერთ-ერთი გავლენიანი რომანი.
დევიდ კოპერფილდის ალუზიებზე აგებული დემონ კოპერჰედი სხვადასხვაგვარად ნატანჯ, მრავალ ადამიანზე მოგვითხრობს. როგორც თავად წიგნის მთავარი გმირი ამბობს: ნებისმიერი გეტყვით, რომ ცხოვრება თავის ბეჭედს დაბადებიდან გასვამს, მოგებულის ან წაგებულის. სამწუხაროდ, ამ წიგნში მხოლოდ წაგებულის ბეჭედდასმული ადმიანების ცხოვრებაა მოყოლილი, მათი ტანჯვა, ყოველდღიური საფიქრალი გადარჩენაზე, გადაწყვეტილებები და სასოწარკვეთა, რომელსაც ზოგიერთი პერსონაჟი საბოლოოდ ნებდება, ზოგი კი წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს.
ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედება
საფესტივალო სიახლეებს ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობების ახალი კრებულიც დაემატა. წიგნში გაერთიანებული მოთხრობებია: ბედნიერების მაძიებელი უფლისწული, სასწაული, კაპიტონ მანაგაძის ბოლო ექსპერიმენტი, გიგანტი, ჭოლა, დრო, იუპიტერის სინანული. ამავე სერიით გამოსულია ქარჩხაძის მოთხრობების კიდევ ერთი კრებული, რომელშიც ერთგულ მკითხველს კარგად ნაცნობი თუ მივიწყებული მოთხრობები დახვდება: გუბე, მარიანა, მეთერთმეტე მცნება, აბზიანიძეების ოჯახი, მაგნოლიის ყვავილი ანუ ბებია ანას გარდაცვალება, იგი, დღე ერთი.
წიგნის ფესტივალზე ასევე დაგხვდებათ ჯემალ ქარჩხაძის განზომილების განახლებული ტირაჟი.
ქარჩხაძის გამომცემლობის სტენდთან მისულ მკითხველს ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედების გარდა კიდევ მრავალი სხვა მხატვრული თუ არამხატვრული, სასკოლო დამხმარე და საბავშვო ლიტერატურაც დახვდება.
სტატიის ავტორი: ნინაკო ღლონტი
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები