Tegeta Comfort — დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ფოტო: თეგეტა
დღევანდელ რეალობაში, როდესაც დრო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსია, ავტომობილის შესაკეთებლად რამდენიმე საათის ან, ზოგჯერ, მთელი დღის გამოყოფა მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სწორედ ამ პრობლემას აგვარებს თეგეტა მოტორსის ინოვაციური მომსახურება — Tegeta Comfort, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, სერვისცენტრში მისვლის გარეშე, სახლიდან, ოფისიდან ან ნებისმიერი ადგილიდან სასურველი სერვისი შეუკვეთოს.
სერვისის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია, გამოიძახოს პერსონალური მენეჯერი, რომელიც ადგილზე მივა, შეაფასებს ავტომობილის მდგომარეობას, გადაიყვანს სერვისცენტრში და შეათანხმებს ყველა საჭირო მომსახურებას, უზრუნველყოფს საჭირო სამუშაოების შესრულებას და დასრულების შემდეგ ავტომობილს მომხმარებლისთვის სასურველ მისამართზე დააბრუნებს. Tegeta Comfort ასევე მოიცავს ადგილზე აკუმულატორის მიტანა-მონტაჟის სერვისს.
ვაჟა ილურიძე თეგეტა მოტორსის საცალო გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი: “თეგეტა მოტორსში გამუდმებით ვქმნით და ვნერგავთ ახალ სტანდარტებს, რომლებიც ავტომობილის მფლობელებს მომსახურებას კიდევ უფრო გაუმარტივებს. ბაზრისთვის გვსურდა, შეგვეთავაზებინა მომსახურების ისეთი მოდელი, რომელიც იქნებოდა მოქნილი, სწრაფი და რაც მთავარია, მომხმარებელს საშუალებას მისცემდა, დაეზოგა დრო. Tegeta Comfort — სახელწოდებაც მიანიშნებს, რომ სერვისი მომხმარებლისთვის სწორედ კომფორტის შექმნას ისახავს მიზნად.
ავტომობილის მფლობელებს, რომლებიც Tegeta Comfort-ს გამოიყენებენ, ჩვენს ფილიალში მოსვლა აღარ დასჭირდებათ. პერსონალური მენეჯერი ავტომობილს ადგილზე მიაკითხავს და შესაკეთებლად სერვისცენტრში წაიყვანს. ჩვენი მთავარი მიზანია, მომხმარებელს კიდევ უფრო გავუმარტივოთ ავტომობილის მოვლა და ეს პროცესი მეტად სასიამოვნო გავხადოთ“.
სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ორი გზით: ქოლ-ცენტრში დარეკვით ნომერზე - 0322264444 ან Tegeta App-ის საშუალებით. მოთხოვნის გენერირების შემთხვევაში განაცხადი პერსონალურ მენეჯერთან გადამისამართდება, ხოლო მომხმარებელი უკუკავშირს მაქსიმუმ 10 წუთში მიიღებს.
პერსონალური მენეჯერის გამოძახება შესაძლებელია თბილისსა და ბათუმში. Tegeta Comfort-ის გუნდის წევრი ადგილზე მისვლისას ათვალიერებს ავტომობილს, რათა სერვისცენტრში წაყვანამდე მისი მდგომარეობა დეტალურად შეფასდეს. მომხმარებელთან შეთანხმებისა და ტექნიკური დეტალების გავლის შემდეგ კი ავტომობილი თეგეტა მოტორსის შესაბამის ცენტრში გადაჰყავს. მომხმარებელი მომსახურებას მაქსიმალურად სწრაფად და კომფორტულად იღებს.
მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით: როგორც ხელშეკრულების გაფორმებისას საბანკო გადარიცხვით, ისე ადგილზე POS-ტერმინალის საშუალებით.
Tegeta Comfort-ის მიზანი მომხმარებლის დროის მაქსიმალურად დაზოგვა და ავტომობილის მომსახურების პროცესის გამარტივებაა — სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე, კომფორტულად და მოქნილი კომუნიკაციით.
..
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები