მთა ხარ შენ — გარდასახვა თვითსაბოტაჟიდან თვითფლობამდე
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
ბრიანა უისტის წიგნმა და ამ ნაშრომიდან სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ფრაზებმა, ციტატებმა მსოფლიოს სხვადასხვა ტიპის მკითხველი დააინტერესა. წიგნი მალევე ითარგმნა მრავალ ენაზე, დიდი ხნის განმავლობაში ეკავა მოწინავე პოზიციები გაყიდვებისა და პოპულარული წიგნების სიებშიც. ფაქტია, რომ თანამედროვე მკითხველს არა მხოლოდ მხატვრული ლიტერატურა, არამედ სწორედ ასეთი, საკუთარი თავის შემსწავლელი, დამხმარე, გზამკვლევი წიგნებიც ძალიან იზიდავს და აინტერესებს.
მთა ხარ შენ არის წიგნი-გზამკვლევი ყველასთვის, ვისაც სურს საკუთარი თავის, ცხოვრების, სულიერი თუ ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და, რაც მთავარია, მიზეზების გაგება, თუ რატომ ხდება ის, რაც ხდება ჩვენს თავს და როგორ გავუმკლავდეთ ამ ყოველივეს.
წიგნი საოცრად საინტერესოდაა აგებული, ყოველი თავი წინა თავში შესწავლილ, განხილულ ინფორმაციას ამატებს ახალს, უფრო მეტს და მეტს, რათა მკითხველი, რომელსაც წიგნის მეშვეობით ერთგვარი თერაპიული სესია აქვს, ნელ-ნელა განვითარდეს, გაძლიერდეს.
მხატვრული ლიტერატურისგან განსხვავებით წიგნი-გზამკვლევები პასუხგაუცემელ კითხვებს არ უტოვებენ მკითხველს. ესაა ლიტერატურა, რომელიც ადამიანის სულის ღრმა ნაწილებს წვდება, ეხმარება თითოეულ ინდივიდს, აღმოაჩინოს საკუთარი ნაკლოვანებები და პრობლემები. მთა ხარ შენ არის წიგნი, რომელიც მკითხველს პირდაპირ ესაუბრება, არ უმალავს სიმართლეს, არ ატყუებს, ფუჭად არ აიმედებს.
რატომ მთა?
ისტორიულად, მთა მეტაფორაა სულიერი გამოღვიძებისა, პიროვნული ზრდის პროცესისა და, რა თქმა უნდა, იმ გამოწვევებისა, რომლებიც გადაულახავი გვეჩვენება, როცა მთის ძირში ვდგავართ.
როგორ განიმარტება ეს მეტაფორა?
მთა, ხშირად, ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევა სულაც არ არის. ის ჩვენში არსებული პრობლემაა, არამყარი საფუძველი, რომელიც გარედან შესაძლოა თვალში საცემი არცაა, მაგრამ შინაგანად ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს არყევს.
რა არის თვითსაბოტაჟი?
თვითსაბოტაჟი ისაა, რაც მაშინ გვემართება, როცა უარს ვამბობთ ჩვენი შინაგანი საჭიროებების გაცნობიერებულ მიღებაზე — ხშირად იმიტომ, რომ მათი დაძლევის შესაძლებლობისა არ გვჯერა.
ბრაზი, მწუხარება, დანაშაულის გრძნობა, უხერხულობა, შური, წყენა, სინანული, ქრონიკული შიში, ეს ის ემოციებია, რომლებიც თითოეული ადამიანისთვის კარგად ნაცნობია. რატომ უჩნდება ადამიანს ასეთი ემოციები, როგორ ამოვიცნოთ და რაც მთავარია, როგორ ვმართოთ ისინი — ამ ყველაფერზე საუბრობს ბრიანა უისტი დაწვრილებით, ეტაპობრივად და საფუძვლიანად.
ის, რასაც უნდა მოერიო, მთა კი არა, შენი თავია. — ასე სრულდება წიგნის შესავალი, ავტორი ამზადებს მკითხველს, რომ ამ წიგნ-გზამკვლევში მათ საკუთარი თავის შეცნობა, მორევა, ღირებულებათა გადაფასება და უამრავ კითხვაზე პასუხის პოვნა ელით.
სტატიის ავტორი: ნინაკო ღლონტი
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები