კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო: სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე
ბოლნისის სიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, სამუშაოები კანონის შესაბამისად მიმდინარეობს და კვლევების შედეგად ტაძარში ადრინდელი პერიოდის იატაკი და პილასტრის ბაზაც აღმოაჩინეს. ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, ყველა პროცესი სპეციალისტებისგან კონტროლდება და გამოყენებული მეთოდებიც ძეგლის კონსტრუქციულ მდგრადობას არ აზიანებს.
"ბოლნისის სიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.
მიმდინარე სამუშაოები მოიცავს, მათ შორის, ტაძრის ინტერიერში 1970-იან წლებში მოწყობილი ბაზალტის იატაკის დემონტაჟს, რომელიც განთავსებულია ბეტონის დუღაბზე. ჩატარებული კვლევითი სამუშაოების ფარგლებში, ინტერიერში განხორციელებული შურფირების შედეგად, სამხრეთი კედლის პილასტრის ძირში და სამხრეთი მინაშენის დასავლეთ ნაწილში გამოვლინდა ადრინდელი პერიოდის იატაკი, აგრეთვე პილასტრის ბაზა სრულყოფილი სახით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტი ითვალისწინებს 1970-იან წლებში მოწყობილი იატაკის დემონტაჟს არქეოლოგიური ზედამხედველობის პირობებში და ახალი, ღია ფერის ქვით იატაკის მოწყობას ტრადიციული ქართული წყობის გამოყენებით. ამასთან, არსებული იატაკის ნიშნული დაიწევა რამდენიმე სანტიმეტრით, რაც უზრუნველყოფს გამოვლენილი სვეტებისა და პილასტრების პროპორციების სრულფასოვან აღქმას.
გვიანდელი ბეტონისა და ბაზალტის ფენების მოხსნის პროცესში, ტექნოლოგიური აუცილებლობიდან გამომდინარე, გარკვეულ, ძნელად მოსახსნელ ადგილებში, გამოყენებულია შესაბამისი მექანიკური საბურღ-სატეხი საშუალება, რაც დასაშვებია პროფესიული პრაქტიკის ფარგლებში, რომელიც არ უქმნის საფრთხეს ძეგლის კონსტრუქციულ მდგრადობასა და არ იწვევს მის დაზიანებას.
სამუშაოები მიმდინარეობს არქეოლოგისა და დარგის შესაბამისი სპეციალისტების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ, პროცესის თითოეული ეტაპის დოკუმენტირებითა და კონტროლით,” — ნათქვამია განცხადებაში.
მომხდარს სოციალურ ქსელში საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრი, ნიკოლოზ ვაჩეიშვილიც გამოეხმაურა, რომელმაც ყურადღება სამუშაოების გამჭვირვალობაზე გაამახვილა.
"ისეთებს ვართ მიჩვეული (ყინწვისი მაგალითად), რომ აღშფოთება კარგია.
ბოლნისის იატაკი — შავი ბაზალტი, დაგებულია, მე-20 საუკუნის 70 იან წლებში. მისი შეცვლა შეიძლება, არც თუ ლამაზი და მისადაგებული იყო.
მაგრამ რატომ ცვლიან (კარგ მდგომარეობაში იყო) და რას დააგებენ სანაცვლოდ? ესაა მთავარი. სამუშაო ყოფილა ოფიციალური ნებართვით.
სასურველია უწყებამ, რომელიც ამ საქმეს კურირებს, საზოგადოებას განუმარტოს მიზეზები, რატომ ხდება გამოცვლა, რით იცვლება ძველი. თავისი დასაბუთებით. პროექტის ესკიზით.
დანარჩენი მერე ვილაპარაკოთ", — წერს ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.
საკითხი კრიტიკულად შეაფასა და გამოქვეყნებულ ვიდეოს გამოეხმაურა ხელოვნებათმცოდნე, თამარა ამაშუკელიც.
"ბოლნისის სიონი! კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, აქ რა ხდება?
მსოფლიო სულ უფრო ხშირად იყენებს ისტორიული ძეგლების დაცვის პრევენციულ მეთოდებს, რის საშუალებასაც თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები იძლევა. ამის საუკეთესო მაგალითია HBIM სისტემა — ძეგლის ციფრული მოდელი, რომელსაც თავად ობიექტზე დამონტაჟებული 1000-მდე სენსორი უწყვეტ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას.
მონაცემთა გადაცემა: ძეგლზე განთავსებული სენსორები მუდმივად ზომავენ ტრანსპორტის, მეტროსა და სეისმურ ვიბრაციებს, რაც მომენტალურად აისახება 3D მოდელზე.
სტრუქტურული ანალიზი: ალგორითმები აკონტროლებენ ბზარების დინამიკასა და კედლების დახრილობას, რითაც წინასწარ ვლინდება კონსტრუქციის "სუსტი წერტილები".
პრევენციული რეაგირება: მიღებული მონაცემები საშუალებას იძლევა, ჩატარდეს წერტილოვანი გამაგრებითი სამუშაოები მანამ, სანამ დაზიანება კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს.
ეს ვიდეო გუშინ არის გადაღებული (გუშინ მომაწოდეს). კადრებში ჩანს V საუკუნის ქართული სასულიერო არქიტექტურის საეტაპო ძეგლი, ბოლნისის სიონი. ველურები ვართ, ნამდვილი ველურები!
სავარაუდოდ, კულტურის სამინისტრო და შესაბამისი სააგენტო კვლავ იტყვიან, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ, ზუსტად ისე, როგორც ყინწვისში "მეტლახის" დაგებისას მოხდა. ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან "ფლირტით" უდგათ სული.
ხელისუფლებისთვის საპატრიარქოსთან დაპირისპირება არაფრად ღირს — მათთვის მთავარი სკამია, რომლის შენარჩუნებისთვისაც ეკლესიასთან ლოიალობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დანარჩენი კი, მათ შორის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობაც, წყალსაც წაუღია", — დაწერა მან და ვიდეო გამოაქვეყნა.
ცნობისთვის, გუშინ, 20 აპრილს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ყრიან იატაკს მე-5 საუკუნით დათარიღებული ბოლნისის სიონის ტაძარში ბურღის გამოყენებით.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები