Amnesty International-ის წლიური ანგარიშის მიხედვით საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა საგანგაშოდ გაუარესდა
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Amnesty International-მა 2025-2026 წლების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება უკიდურესად ნეგატიურადაა შეფასებული. დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება "მკვეთრად შეიზღუდა", რასაც საფუძვლად რეპრესიული კანონმდებლობა, უსამართლო სასამართლო პროცესები და პოლიციური ძალადობის დაუსჯელობა დაედო.
ანგარიშშო ხაზგასმულია, რომ სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა 2024 წლის ბოლოს, როდესაც მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებასთბილისსა და რეგიონებში ყოველდღიური საპროტესტო აქციები მოჰყვა. ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლებამ თავისი პოლიტიკური გავლენა გამოიყენა, რათა სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლო და ზედამხედველობის უწყებები პოლიტიკური შურისძიების იარაღად ექცია.
Amnesty International წერს, რომ პროტესტის ჩასახშობად მიღებულ იქნა მთელი რიგი რეპრესიული კანონები. კერძოდ, 2024 წლის ბოლოსა და 2025 წლის ოქტომბერში შემოღებული ცვლილებებით, მშვიდობიანი პროტესტის ისეთი ფორმები, როგორიცაა ნიღბის ტარება, კარვის გაშლა ან გზის გადაკეტვა, ადმინისტრაციულ პატიმრობას ან მრავალათასიან ჯარიმებს დაექვემდებარა. განმეორებითი დარღვევა კი ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
Amnesty International-ის ცნობით, პოლიცია სისტემატურად იყენებდა უკანონო ძალას — ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებსა და წყლის ჭავლს. დაშავდა ასეულობით მომიტინგე და 100-ზე მეტი ჟურნალისტი. განსაკუთრებით მწვავე იყო 4 ოქტომბრის პოსტსაარჩევნო აქციების შემდგომი პერიოდი, როდესაც სპეცრაზმმა "მილიტარიზებული რეიდები" ჩაატარა და 60-ზე მეტი აქტივისტი საკუთარ სახლში დააკავა.
ანგარიში აღწერს შოკისმომგვრელ ფაქტებს: ნიღბიანი ოფიცრები რეგულარულად სცემდნენ დაკავებულებს, ხოლო სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი იდუმალი პირები, პოლიციის თანხმობით, ფიზიკურად უსწორდებოდნენ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს მათსავე სახლებთან. მიუხედავად ამისა, წლის ბოლომდე არცერთი პოლიციელი თუ მოძალადე პასუხისგებაში არ მიუციათ. მეტიც, როდესაც BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია წყლის ჭავლში ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენების შესახებ, გამოძიება არა ბრალდებების გადამოწმებაზე, არამედ იმ ექსპერტების დაშინებაზე იყო ორიენტირებული, რომლებმაც მედიას მტკიცებულებები მიაწოდეს.
ორგანიზაცია დეტალურად აღწერს საბა სხვიტარიძის, მზია ამაღლობელის და საბა ჯიქიას საქმეებს, რომლებიც უსამართლო მართლმსაჯულების მსხვერპლნი გახდნენ.
ორგანიზაცია წერს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საფუძველზე, დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციების სისხლისსამართლებრივი დევნა და მათი ანგარიშების გაყინვა. წლის განმავლობაში, მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელიც კი შეიტანა სამი მსხვილი ოპოზიციური პარტიის (ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის და ლელო — ძლიერი საქართველო) ასაკრძალად.
ანგარიშში ხაზგასმულია ქალი მომიტინგეების მიმართ ღირსების შემლახველი მოპყრობა. ნახსენებია ელენე ხოშტარიას შემთხვევა, რომელიც ძალადობრივად დააკავეს და გაშიშვლება აიძულეს, ასევე აქტივისტი კრისტინა ბოტკოველი, რომელსაც სახლში ჩატარებული რეიდის დროს შიშველი ჩხრეკა აიძულეს, რის გამოც მას პანიკური შეტევა დაემართა.
Amnesty International ასკვნის, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს მასშტაბური "წმენდა" ყველა სახელმწიფო ინსტიტუტში, საიდანაც ათავისუფლებენ ყველას, ვინც პროტესტის მიმართ სიმპათიას გამოხატავს. პარალელურად კი, ბალდის კანიონისა და კრწანისის განაშენიანების პროექტები გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი ჩართულობის გარეშე გრძელდება, რაც დამატებით გარემოსდაცვით საფრთხეებს ქმნის.
ვრცლად Amnesty International-ის წლიური ანგარიში წაიკითხეთ აქ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები