თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ფოტო: თიბისი
განახლებული პროგნოზები:
უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმება ოთხშაბათს იწურება. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღესაა დაგეგმილი, თუმცა, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, შეხვედრის გამართვის საკითხი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა.
შესაბამისად, გლობალურ ბაზრებზე განწყობები მერყევი რჩება. ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით გაკეთებული თავდაპირველი განცხადების შემდეგ ბარელი ნავთობის ფასი 10%-ით დაეცა, თუმცა ორშაბათს ვაჭრობის განახლების შემდგომ კვლავ 95 აშშ დოლარამდე გაძვირდა. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა საზომით, ფიზიკური ბარელი ნავთობის რეალური ფასი, დაახლოებით, 30 აშშ დოლარით უფრო მაღალიცაა. იმავდროულად, გუშინ მცირედი გამყარების მიუხედავად, აშშ დოლარი, ფაქტობრივად, ესკალაციამდე ნიშნულს დაუბრუნდა — როგორც ევროსთან, ასევე ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებაში, რაც ჩვენი პროგნოზების შესაბამისად, მიუთითებს, რომ ევრო-დოლარის წყვილზე მოქმედი საშუალო და გრძელვადიანი ფაქტორების კუთხით საერთო სურათი მეტწილად უცვლელია.
საშინაო და საგარეო ტენდენციების ერთობლიობის გათვალისწინებით, თიბისი კაპიტალი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 2026 წლისთვის 4.5%-დან 6.1%-მდე ზრდის:
ა) მოსალოდნელია, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი შედარებით მოკლე ვადაში დასრულდება, ტურიზმზე ნეგატიური ეფექტი კი, გარკვეულწილად, სასაქონლო პროდუქტების ექსპორტის, ასევე პოტენციურად მიგრაციის ეფექტისა და ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნებიდან მოთხოვნის ზრდით დაბალანსდება.
ბ) საქსტატის მიერ გამოქვეყნებული თებერვლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება მოსალოდნელზე მაღალია.
გ) პროგნოზის გაზრდის შედარებით ყველაზე წონადი ფაქტორი. ადრინდელი მოლოდინებისგან განსხვავებით, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე შედარებით ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინაში ომი მოკლე ვადაში დასრულდება. ამდენად, ომის შემდგომი სავალუტო ნაკადების ნაწილობრივ პოტენციური გადინების გადავადება საქართველოში უფრო მაღალი ზრდის არგუმენტია.
რაც შეეხება უახლეს მონაცემებს, რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები მარტსა და აპრილის პირველ ნახევარში თებერვალზე მცირედით მაღალია, მაგრამ არარეზიდენტების ხარჯებში, რომლებიც ტურიზმიდან შემოსავლების პროგნოზირებისთვის გამოიყენება, ბოლო ორ თვეში მნიშვნელოვანი შენელება იკვეთება. იმავდროულად, მარტის შემდგომ დაბალი რჩება საქართველოს აეროპორტებში ფრენების რაოდენობა, განსაკუთრებით ბათუმში, თუმცა ბოლო დღეებში თბილისში გარკვეულწილად მატებაც შეინიშნება.
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა (კვარტალური მონაცემები)
პირველ კვარტალში წლიურად თითქმის არ შეცვლილა — 1.2 მილიონი (-0.2%).
ვინაიდან, იანვარსა და თებერვალში, წინასწარი შეფასებით, ტურიზმიდან შემოსავლები საკმაოდ მაღალი იყო, აღნიშნული დინამიკა მარტში შესამჩნევ კლებაზე მიუთითებს. გეოგრაფიულ ჭრილში, მოთხოვნის ძლიერი ზრდა დაფიქსირდა ევროპიდან და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან, რამაც დიდწილად დააბალანსა შემცირებული ვიზიტები ახლო აღმოსავლეთიდან, სამხრეთ აზიიდან და აფრიკის გარკვეული ქვეყნებიდან. მნიშვნელოვან შეკითხვად რჩება მიმდინარე მოვლენების გავლენა რეგიონს მიღმა ქვეყნებიდან ვიზიტებზე, განსაკუთრებით კონფლიქტის გახანგრძლივების შემთხვევაში.
თუმცა, მიუხედავად სტუმარ-მასპინძლობის სექტორში შენელებისა, წმინდა სავალუტო შემოდინებების ყოველთვიური საზომი, რომელიც საქონლით ვაჭრობას, ფულად გზავნილებსა და ტურიზმიდან შემოსავლებს აერთიანებს, მარტში მხოლოდ მცირედით გაუარესდა. საქონლის ექსპორტი წლიურად 24%-ით გაიზარდა, სასაქონლო პროდუქტებზე მაღალი ფასების ფონზე, ჩვენი პროგნოზის შესაბამისად, ხოლო იმპორტი — 4.7%-ით. იმავდროულად, წლიურად 10%-ით მოიმატა ფულადმა გზავნილებმა. მათ შორის 25%-ით გაიზარდა ჩარიცხვები ისრაელიდან, მაშინ როდესაც ახლო აღმოსავლეთის ესკალაციამდე, იანვარ-თებერვალში, ეს მაჩვენებელი 16%-ს შეადგენდა. ლარის გაცვლითი კურსი, რომელიც მარტის დასაწყისში დეპოზიტების კონვერტაციების ფონზე გაუფასურდა, აპრილში უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც მყარდება, რაც მოლოდინებთან თანხვედრაშია და მიუთითებს, რომ სავალუტო შემოდინებების სხვა წყაროები, გარდა ტურიზმისა, მაღალ ნიშნულზე რჩება. ვინაიდან მოსალოდნელია, რომ ინფლაციური ზეწოლა წლის განმავლობაში გაძლიერდება, მათ შორის კონფლიქტის შედარებით სწრაფად დასრულების სცენარშიც, ჩვენი შეფასებით, ეს ლარის მოკლევადიან პროგნოზზე გამყარების
მიმართულებით იმოქმედებს. საპირისპიროდ, გასათვალისწინებელია წლიურ ჭრილში საგარეო ბალანსის მცირედი, თუმცა მაინც მოსალოდნელი გაუარესება. ამდენად, განახლებული პროგნოზით, წლის განმავლობაში ლარი, დაახლოებით, არსებულ ნიშნულთან ახლოს შენარჩუნდება.
და ბოლოს, წლიური ინფლაცია თებერვლის 4.6%-დან მარტში 4.3%-მდე შენელდა, თუმცა, აღნიშნული მნიშვნელოვნად არის განპირობებული პურის ფასებთან დაკავშირებული საბაზო ეფექტებით, რაც აპრილშიც გაგრძელდება. ჯამურად, პურის ფასის შარშანდელი ზრდის ეფექტი ინფლაციაზე ჯერ კიდევ 0.6 პროცენტული პუნქტი რჩება, რაც წლის განმავლობაში ამოიწურება. საყურადღებოა, რომ სეზონურად შესწორებული და გაწლიურებული თვიური ინფლაცია, რომელიც ამ საბაზო ეფექტებს გამორიცხავს, 8.6%-მდე აჩქარდა. იმავე მაჩვენებელმა იმპორტული ინფლაციისთვის 10.4%-ს მიაღწია, საწვავის ფასების ზრდის ფონზე, რაც 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აპრილში საწვავის ფასების დამატებითი ზრდა, ქვეყნის შიგნით ელექტროენერგიის ტარიფისა და გლობალურად საკვებზე, სასუქებსა და ტრანსპორტირებაზე ხარჯების ზრდასთან ერთად, ინფლაციურ ზეწოლას გააძლიერებს. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, წლიური ინფლაცია დეკემბერში 5.6%-ს მიაღწევს, რაც იანვრის პროგნოზზე 2 პროცენტული პუნქტით მეტია. საბაზო სცენარით, სასაქონლო პროდუქციაზე ფასები თანდათან შემცირდება, თუმცა კონფლიქტამდე ნიშნულებზე ზემოთ დარჩება. კერძოდ, მაგალითად, ნავთობის ფასი, წლის ბოლოსთვის, დაახლოებით, 80 აშშ დოლარს გაუტოლდება. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ რეფინანსირების განაკვეთი წლის განმავლობაში უცვლელად, 8%-ზე შენარჩუნდება, იმ დაშვებით, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია არ მოხდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები