დები ოუენსები ბრუნდებიან — ნახეთ პრაქტიკული მაგია 2-ის ტრეილერი
ფოტო: Warner Bros.
სანთლები აანთეთ: ქალაქში კუდიანები ბრუნდებიან და უკვე ის დროა, მათ დასახვედრად მოვემზადოთ — კინოეკრანებზე სულ მალე გამოვა პრაქტიკული მაგია 2! საჰელოუინო კლასიკად ქცეული ფილმი 28 წლის შემდეგ გრძელდება.
გაგრძელებაში ისევ ვიხილავთ ლეგენდარულ დუეტს — მთავარ გმირებს, დებ ოუენსებს, კვლავაც სანდრა ბულოკი და ნიკოლ კიდმანი განასახიერებენ. ასევე ბრუნდებიან დაიან უისტი და სტოკარდ ჩენინგიც, რომლებმაც პირველ ფილმში დების გამზრდელი დეიდები ითამაშეს. ამასთან, პრაქტიკული მაგია 2-ის ქასთში სხვა ნაცნობ სახელებსაც, მაგრამ ახალ პერსონაჟებს ვხვდებით: ფილმში ვიხილავთ არია სტარკის (სატახტოთა თამაში) შემსრულებელ მეისი უილიამსს და თრანდუილის (ჰობიტი) სახედ ქცეულ ლი პეისს.
პრაქტიკული მაგია ეკრანებზე 1998 წელს გამოვიდა. რეჟისორ გრიფინ დანის ნამუშევარი ელის ჰოფმანის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია გახლავთ. ნაწარმოები ორ კუდიან დაზე, სალი და ჯილიან ოუენსებზე, გვიყვება. ოუენსები კუდიანების დიდ შტოს წარმოადგენენ, მაგრამ ადრეულ ასაკში დაობლებული დების ცხოვრების ნაწილია საგვარეულო წყევლაც — ვისაც ოუენსების ქალი შეუყვარდება, უდროო სიკვდილისთვისაა განწირული.
საინტერესო ფაქტი ფილმზე: რეჟისორმა გადაღებებისთვის "ნამდვილი ჯადოქარი" აიყვანა კონსულტანტად, რომელმაც მოგვიანებით დამატებითი ანაზღაურება და ფილმის მოგებიდან წილი მოითხოვა. რადგან ამ მოთხოვნას პროდიუსერებმა უარით უპასუხეს, "ჯადოქარს" პროექტიც და გრიფინ დანიც დაუწყევლია.
რაც შეეხება გაგრძელების სიუჟეტს, აქ ამბავი პირველ ფილმში მომხდარი მოვლენებიდან 25 წლის შემდეგ ვითარდება. სალი ოუენსს უკვე ზრდასრული შვილები ჰყავს, ჯილის კი შავ კატასთან ერთად წყნარი ცხოვრება აქვს მოწყობილი. თუმცა, ოჯახის თავს კვლავაც შავი ღრუბელი ჩნდება და ოუენსების წარსული სააშკარაოზე გამოდის. სალის, ჯილიანსა და მათ დეიდებს ისევ მოუწევთ, გაერთიანდნენ და მშობლიური მასაჩუსეტსიდან ბრიტანეთში ჩავიდნენ, რათა თავიანთ საგვარეულო წყევლას ერთხელ და სამუდამოდ მოუღონ ბოლო.
პრაქტიკული მაგია 2-ის რეჟისორი სიუზენ ბიერია, რომელთან ერთადაც კიდმანს უმუშავია ფილმზე The Perfect Couple, ბულოკს კი — თრილერზე Bird Box. ოუენსების ახალი ისტორიის სცენარისტი კვლავაც ოსკაროსანი აკივა გოლდსმენი გახლავთ (ჯორჯა პრიჩეტთან ერთად), კიდმანი და ბულოკი კი პროდიუსერების როლშიც გვევლინებიან.
აღსანიშნავია, რომ პრაქტიკულ მაგიას გამოსვლისთანავე დიდი წარმატება არ მოჰყოლია: $75-მილიონიანი ბიუჯეტის საპირწონედ, ფილმმა მხოლოდ $68,3 მილიონის გამომუშავება შეძლო. თუმცა, დროთა განმავლობაში, ფილმი საკულტო ნაწარმოებად იქცა, რომელიც ჰელოუინის კინომარათონის განუყოფელი ნაწილია.
პრაქტიკული მაგია 2-ის პრემიერა 11 სექტემბერს შედგება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები