ალეკო ელისაშვილი: ქართული ოცნების კანდიდატს გული უსკდება მეორე ტურის პერსპექტივაზე
ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge
დღეს, 21 ოქტომბერს თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებს მხარდამჭერები ძალით მიჰყავთ საარჩევნო უბნებზე.
ელისაშვილის თქმით, უბნებზე სპეციალურად დაქირავებული ადამიანები სიებს ადგენენ და ამოწმებენ იქ მისულ ადამიანებს:
"ყველა საარჩევნო უბანთან არიან მობილიზებული შავებში ჩაცმული ადამიანები, აფორიაქებული სახეებით, საწერი კალმით, ფურცლებით, სიებით, დაარბენინებენ აქეთ-იქით საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს. გაშმაგებული ეზიდებიან ხალხს კოორდინატორები, უზარმაზარი ადმინისტრაციული მანქანა არის დაქოქილი, რომ მხარდამჭერები ძალით მიიყვანონ საარჩევნო უბანზე. რა თქმა უნდა ამის ორგანიზატორი არის ხელისუფლება და რა თქმა უნდა ამის ორგანიზატორი არის ქართული ოცნება. ქართული ოცნების კანდიდატს გული უსკდება მეორე ტურის პერსპექტივაზე, იმ პერსპექტივაზე, რომელიც სავსებით რეალურია, ამ ყველაფრის წამალი არის ამომრჩევლების აქტივობა".
მმართველ პარტიაში, ქართულ ოცნებაში On.ge-ს უთხრეს, რომ მათ უპრეცენდენტოდ მაღალი მხარდაჭერა აქვთ და ამის გამო მათი აქტივობები გაცილებით თვალსაჩინოა. შეკითხვაზე, არიან თუ არა მათი კოორდინატორები და აგიტატორები საარჩევნო უბნებთან მობილიზებული, პარტიაში თქვეს, რომ ეს არის პარტიების ჩვეულებრივი საორგანიზაციო საქმიანობა.:
"გამომდინარე იქედან, რომ ქართულ ოცნებას აქვს უპრეცენდენტოდ მაღალი მხარდაჭერა, ჩვენი აქტივობა გაცილებით თვალსაჩინოა. რა თქმა უნდა, საკუთარი ამომრჩევლების მობილიზება და სიების შედგენა არავითარი დარღვევა არ არის. ქართული ოცნება მოუწოდებს მხარდამჭერებს, გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებთან, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და გახდნენ ქვეყნის განვითარების მონაწილეები".
დღეს რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების კოორდინატორები და აგიტატორები საარჩევნო უბნებთან ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციას ინიშნავენ.
მსგავსი ფაქტი On.ge-ს ჟურნალისტმაც დააფიქსირა. თბილისში, ვაშა ფშაველას გამზირზე, 64-ე სკოლის მიმდებარედ, სადაც ორი საარჩევნო უბანია განთავსებული, მოძრაობენ მოქალაქეები, რომლებიც უბანზე მისულ ამომრჩევლებს ესაუბრებიან და სიაში აღნიშვნებს აკეთებენ. იქვე დგას ამ პირების ავტომობილიც.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები