ახალი კანონპროექტით სახელმწიფო უწყებები ავტომობილების იმპორტისას აქციზს არ გადაიხდიან
საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი "საგადასახადო კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის (მათ შორის, ავტომობილების) იმპორტისას აქციზის გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.
როგორც "საკანონმდებლო მაცნეში" ვკითხულობთ, ცვლილების ავტორები პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ლევან მაჭავარიანი და მარიამ ლაშხი არიან.
მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო საკუთრებაში გადასული ქონება გათავისუფლებული იყო დღგ-სა და იმპორტის გადასახადისგან, თუმცა შეღავათი არ ვრცელდებოდა აქციზზე. ეს ქმნიდა ვითარებას, როდესაც სახელმწიფო ჩამორთმეულ აქციზურ საქონელს (მაგალითად, მსუბუქ ავტომობილს) საკუთრებაში იღებდა, მას თავადვე უწევდა ბიუჯეტში აქციზის გადახდა ამ ქონების "თავისუფალ მიმოქცევაში" გასაშვებად.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ირღვეოდა საგადასახადო სისტემის ნეიტრალურობა. სახელმწიფოს უწევდა საკუთარი აქტივის მიმართ დამატებითი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება, რასაც ეკონომიკური შინაარსი არ გააჩნდა.
არსებული ხარვეზის გამო, ბოლო პერიოდში ფაქტობრივად შეჩერებული იყო ასეთი საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის პროცესი.
ცვლილება 194-ე მუხლის მე-5 ნაწილს ამატებს "ო" ქვეპუნქტს. რეფორმის შედეგად:
- აქციზური საქონლის (ავტომობილები, ნავთობპროდუქტები, ალკოჰოლი) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევისას სამართლებრივი ბარიერები იხსნება.
- ქონების რეგისტრაცია და შემდგომი რეალიზაცია/განკარგვა უფრო სწრაფად მოხდება.
- სამართალდამცავ და ქონების მართვის უწყებებს აღარ მოუწევთ ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა "საკუთარი თავისთვის" გადასახადის გადასახდელად.
- ფინანსური თვალსაზრისით, ცვლილება ფისკალურად ნეიტრალურია.
ფორმალურად, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი მცირდება, თუმცა, ვინაიდან გადამხდელი თავად სახელმწიფო იყო, ეს პროცესი მხოლოდ ფინანსური რესურსის "შიდა გადაადგილებას" წარმოადგენდა.
მნიშვნელოვანია, რომ ცვლილება არ ეხება კერძო სექტორს — ბიზნესისა და ფიზიკური პირებისთვის აქციზით დაბეგვრის წესები უცვლელი რჩება.
კანონპროექტის ავტორები არ ითხოვენ დაჩქარებულ განხილვას, თუმცა კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება, რადგან მისი იმპლემენტაციისთვის დამატებითი მოსამზადებელი ვადები საჭირო არ არის. უკუძალის მინიჭება გათვალისწინებული არ არის.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები