შალვა ლომიძე: კარგი იქნება სახელმწიფო როგორც რუსული ჰიბრიდული, ისე ირანული პროქსი აქტივობების წინააღმდეგ კონკრეტულ სტრატეგიას თუ შექმნის
ჟურნალისტ და სამხედრო მიმომხილველ გიორგი ცხვიტავასთან ჩაწერილ ვიდეოინტერვიუში, საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა შალვა ლომიძემ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები არ არის მხოლოდ ლოკალური დაპირისპირება, ეს არის ირანის მიერ ათწლეულების წინ დაწყებული სტრატეგიის კულმინაცია. გენერლის განმარტებით, ირანის მიერ პროქსი ჯგუფების გამოყენება 80-იანი წლებიდან იღებს სათავეს. ეს არ არის შემთხვევითი დაჯგუფებების ერთობლიობა, არამედ კარგად გააზრებული ჰიბრიდული მოდელია.
ლომიძის თქმით, ეს ჯგუფები არ არიან ჩვეულებრივი დაქირავებული მებრძოლები, ისინი ირანის დიპლომატიის "უხილავი" გაგრძელებაა:
"ირანის გარშემო მიმდინარე მოვლენებმა თვალსაჩინო გახადა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ირანის დაქვემდებარებაში არსებული პროქსი ჯგუფების, ჰიბრიდული ჯგუფების ფაქტორი ირანის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის წარმოებაში," — აღნიშნა შალვა ლომიძემ.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ახლო აღმოსავლეთის უშუალო ნაწილი არ არის, გენერალ-მაიორის ანალიზი ცხადყოფს, რომ რეგიონული დესტაბილიზაცია პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.
"შემიძლია ვთქვა, რომ, დიდი ალბათობით, დღეს, რუსეთის სპეციალური სამსახურები სხვადასხვა ფორმებით და საშუალებებით საქართველოში აწარმოებენ სხვადასხვა ტიპის სადაზვერვო აქტივობებს... რაც შეეხება ირანის ელჩის განცხადებას, ის ნამდვილად შეიცავდა მუქარის რაღაცა კომპონენტებს", — ამბობს ლომიძე
მისი განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველო ირანისთვის პირდაპირი სამიზნე სახელმწიფოს შთაბეჭდილებას არ ტოვებს, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ ირანი საქართველოს მიმართ აწარმოებს გარკვეული ტიპის ჰიბრიდულ აქტივობებს და ამას მომავალშიც გააგრძელებს.
"ჩვენ ვიცით რომ ირანს ამის გამოცდილება გააჩნია, ვიცით რა ხერხებითა და მეთოდებით ახორციელებს ასეთი ტიპის მოქმედებებს და ისიც ვიცით, რომ ირანი დღეს პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით არ იმყოფება მარტივ მდგომარეობაში, შესაბამისად, იგი შეეცდება მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენებას", — განაცხადა გენერალ-მაიორმა შალვა ლომიძემ.
მისი თქმით, კარგი იქნება თუ ამ ყველაფერს სახელმწიფო, როგორც პრობლემას ისე აღიქვამს და ამ პრობლემასთან დაკავშირებით, როგორც რუსული ჰიბრიდული, ისე ირანული პროქსი აქტივობების წინააღმდეგ კონკრეტულ სტრატეგიას შექმნის.
"საქართველოს შემთხვევაში ვიტყოდი, რომ კარგი იქნება, რომ ეს პრობლემა, როგორც პრობლემა დაინახოს სახელმწიფომ. ამ პრობლემასთან დაკავშირებით, როგორც რუსული ჰიბრიდული, ასევე ირანული პროქსი აქტივობების შესახებ შექმნას ზოგადი სტრატეგია, დაიწყოს ჰიბრიდული ბრძოლა ჰიბრიდულ გამოწვევებთან მიმართებით", — განაცხადა შალვა ლომიძემ.
ინტერვიუ სრულად იხილეთ აქ:
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები