მეორადი სტრესი — როგორ გადაგვედება სხვისი ნერვიულობა ისე, რომ ვერც კი ვხვდებით
ფოტო: PInterest
დღის ბოლოს სახლში დაბრუნებისას უცნაური დაღლა, ალბათ, ბევრჯერ გიგრძნია. განსაკუთრებულს რომ ვერაფერს იხსენებ — არც რთული საუბარი გქონია ვინმესთან, არც მაინცდამაინც დატვირთული სამუშაო, არც რამე კონკრეტული პრობლემა, მაგრამ მაინც, თითქოს რაღაც უხილავ ტვირთს დაატარებ. სხეული დაჭიმულია, ყურადღება გაფანტული და შენ იმის ახსნა გიჭირს, რეალურად რამ დაგღალა.
ასეთ დროს ხშირად საქმე “მეორად სტრესთან” გვაქვს — მდგომარეობასთან, როცა სხვისი ნერვიულობა ჩვენზე ისე მოქმედებს, ვერც კი ვიაზრებთ.
ფოტო: Pinterest
ჩვენი ტვინი მუდმივად აკვირდება გარემოს — გაუაზრებლად კითხულობს მიმიკებს, აკვირდება ხმის ტონს, მოძრაობის სისწრაფეს. თუ გვერდით ადამიანი დაძაბულია, სწრაფად ლაპარაკობს ან მოუსვენრად გრძნობს თავს, შენი ორგანიზმი ამას საფრთხის სიგნალად აღიქვამს. შედეგად, ჩვენც გვიჩქარდება გულისცემა და მოდუნებაც გვიჭირს.
განსაკუთრებით კარგად ეს დახურულ სივრცეებში იგრძნობა — ოფისში, სახლში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ერთი ადამიანის ნერვიულობა შეიძლება მთელ გარემოს მოედოს. ვიღაც ჩქარობს, ვიღაც ხმამაღლა საუბრობს, ვიღაც გაღიზიანებულია. რამდენიმე წუთში კი შენც ამ ემოციებს იმეორებ. არადა, თითქოს, შენს თავს არაფერი მომხდარა.
მეორადი სტრესი ხშირად შეუმჩნევლად გროვდება — არ არის ისეთი ცხადი, როგორც საკუთარი პრობლემებით გამოწვეული დაძაბულობა. თუმცა, დღის ბოლოს მაინც იჩენს ხოლმე თავს: კონცენტრაციაც იკლებს, გადაწყვეტილების მიღებაც რთულდება, ხანდახან უბრალოდ გაღიზიანებული ხარ ან სიმძიმეს გრძნობ. განსაკუთრებით მაშინ ძლიერდება ეს ეფექტი, თუ გადაღლილი ხარ. ამ დროს ტვინს ნაკლები რესურსი რჩება, რომ გაარჩიოს, თუ რომელია ჩვენი ემოცია და რომელი — სხვისი.
ფოტო: Pinterest
ამიტომ, საკუთარ თავზე ზრუნვა ზოგჯერ იმასაც ნიშნავს, შევამჩნიოთ — ეს ცუდად ყოფნა ნამდვილად ჩვენია თუ სხვისგან გადმოგვედო.
ამისთვის, ზოგჯერ, პატარა შესვენებაც საკმარისია ხოლმე: ღრმა ჩასუნთქვა, ოთახიდან გასვლა, ფანჯრის წინ დგომა და სივრცეზე დაკვირვება ან სულაც, კითხვის დასმა — ახლა რასაც ვგრძნობ, საიდან მოდის?
მეორადი სტრესის თავიდან სრულად აცილება თითქმის შეუძლებელია. ადამიანებს ერთმანეთთან განსაკუთრებული კავშირი გვაქვს, მათ შორის ემოციურიც. თუმცა, მისი ამოცნობა და იმის გააზრება, რომ დაძაბულობა შენ არ გიკავშირდება, უკვე შვებაა და მისი გაშვებაც უფრო მარტივია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები