რუსეთის მონაწილეობის გამო ვენეციის ბიენალეს ევროკავშირი დაფინანსებას შეუწყვეტს
ფოტო: Courtesy La Biennale di Venezia
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა სამშაბათს განაცხადა, რომ ბლოკი გეგმავს ვენეციის ბიენალეს დაფინანსების შეწყვეტას. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა გამოფენის ადმინისტრაციის ნაბიჯს, რომლის მიხედვითაც რუს ხელოვანებს 2026 წლის გამოცემაში მონაწილეობის უფლება დართეს.
"სანამ რუსეთი ბომბავს მუზეუმებს, ანადგურებს ეკლესიებს და ცდილობს უკრაინული კულტურის წაშლას, მას არ უნდა მიეცეს საკუთარი კულტურის გამოფენის უფლება", — განაცხადა კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ — "ვენეციის ბიენალეზე რუსეთის დაბრუნება მორალურად გაუმართლებელია და ევროკავშირი აპირებს დაფინანსების შეკვეცას".
კალასმა ეს კომენტარი პრესკონფერენციის დროს გააკეთა, რომელიც ძირითადად უკრაინას ეხებოდა. მან ასევე ისაუბრა კიევის სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერაზე, ახალ სანქციებსა და რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე.
ბიენალეს ფონდმა დაადასტურა რუსეთის ფედერაციის მონაწილეობა რიგით 61-ე საერთაშორისო სახელოვნებო გამოფენაში
ფოტო: რიკარდო მილანი / Hans Lucas/AFP via Getty Images
ვენეციის ბიენალე, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელოვნებო ფორუმია, 2022 წლის შემდეგ პირველად მასპინძლობს რუსეთს, რამაც ევროპაში ფართო უკმაყოფილება გამოიწვია. ფონდის ადმინისტრაციამ, იტალიის მთავრობის წინააღმდეგობის მიუხედავად, მოსკოვს ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ოფიციალური პავილიონის გახსნის უფლება დართო. ბიენალეს პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას "კულტურული ნეიტრალიტეტითა" და გამოფენის "ზავის სივრცედ" გამოცხადებით ამართლებს, რასაც რუსული მხარე საკუთარი კულტურის იზოლაციის მცდელობის მარცხად მიიჩნევს. ამ ნაბიჯმა გამოიწვია მკაცრი პროტესტი უკრაინელი კურატორების, ევროპარლამენტარებისა და ბალტიისპირელი ლიდერების მხრიდან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ აგრესორი ქვეყნისთვის მსგავსი პლატფორმის დათმობა ომის ფონზე მორალურად დაუშვებელია.
ლატვიის კულტურის მინისტრმა, აგნესე ლაცემ, რომელიც სათავეში ედგა 25 ევროპული ქვეყნის ერთობლივ პოზიციას რუსეთის გარიცხვის შესახებ, განაცხადა, რომ ბოიკოტს გამოუცხადებს ბიენალეს გახსნას 9 მაისს, თუ მასში მონაწილეობას მოსკოვი მიიღებს. ლატვიის კულტურის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის დაშვება აგრესორ სახელმწიფოს "ლეგიტიმაციას ანიჭებს უმნიშვნელოვანესი ევროპული კულტურული პლატფორმის მეშვეობით, რომელიც ევროპული ფონდებით ფინანსდება".
ევროპარლამენტის 37-მა წევრმა წერილით მიმართა ურსულა ფონ დერ ლაიენსა და კაია კალასს და მოუწოდა მათ, დაუყოვნებლივ შეაჩერონ დაფინანსება (რომელიც სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 2 მილიონ ევროს შეადგენს) და განიხილონ შეზღუდვები რუსულ პავილიონთან დაკავშირებული პირების მიმართ.
ბიენალეს ადმინისტრაცია გადაწყვეტილებას იცავს და აცხადებს, რომ გამოფენა არის სივრცე დიალოგისთვის, სადაც ხელოვნება პოლიტიკისგან გამიჯნულია. თუმცა, ევროპელი პოლიტიკოსებისთვის რუსეთის დაბრუნება აჩენს მთავარ კითხვას: რამდენად შესაძლებელია კულტურული ნეიტრალიტეტის შენარჩუნება მაშინ, როცა უკრაინაში ომი გრძელდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები