მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები
ფოტო: The Associated Press
2026 წლის 20 აპრილს, ლოს-ანჯელესის პროკურატურამ ოფიციალურად წარუდგინა ბრალდებები 21 წლის ალტ-პოპ შემსრულებელს, d4vd-ს (ნამდვილი სახელი: დევიდ ბერკი). მას ბრალად ედება 14 წლის სელესტ რივას ერნანდესის მკვლელობა, ნეშტის დასახიჩრება და არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა.
სელესტ რივას ერნანდესი
ფოტო: რივას ერნანდესის ოჯახი
საქმის ქრონოლოგია
სელესტ რივას ერნანდესი, რომელიც სახლიდან იყო გაქცეული, ბოლოს ცოცხალი 2025 წლის 23 აპრილს ნახეს, როდესაც ის d4vd-ის სახლში მივიდა. ამის შემდეგ მისი კვალი გაქრა.
2025 წლის 8 სექტემბერს, ჰოლივუდის ერთ-ერთ საჯარიმო სადგომზე, მომღერლის კუთვნილ ტესლაში, პოლიციამ გოგონას ძლიერ გახრწნილი და დანაწევრებული ცხედარი აღმოაჩინა. ავტომობილი თავდაპირველად ქუჩაში იყო მიტოვებული და საჯარიმოზე გადაიყვანეს. პოლიცია კი ადგილზე მას შემდეგ გამოიძახეს, რაც საჯარიმო სადგომის თანამშრომლებმა მანქანიდან მძაფრი სუნი იგრძნეს.
სასამართლო დოკუმენტების თანახმად, გოგონას თავი და ტანი ერთ ჩანთაში იყო მოთავსებული, ხოლო კიდურები მეორეში. აღსანიშნავია, რომ ცხედარი მისი მე-15 დაბადების დღის მეორე დღეს იპოვეს.
ბრალდების დეტალები და შესაძლო მოტივი
ოლქის პროკურორმა ნეითან ჰოჩმანმა d4vd-ს ბრალი პირველი ხარისხის მკვლელობაში წაუყენა, რომელსაც თან ახლავს დამამძიმებელი გარემოებები:
- ჩასაფრებით ჩადენილი მკვლელობა;
- დანაშაულის მოწმის მკვლელობა;
- და სხვა დამამძიმებელი გარემოებები.
პროკურატურის ვერსიით, d4vd-ს არასრულწლოვანთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა და ის მოკლა საკუთარი "მომგებიანი მუსიკალური კარიერის" დასაცავად, რომლის გამჟღავნებაც, პროკურატურის ვერსიით, სელესტს შეეძლო. წარდგენილი ბრალდებები ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას ან სამუდამო პატიმრობას შეწყალების უფლების გარეშე.
დევიდ ენტონი ბერკს ორშაბათს ბრალი წარედგინა 14 წლის გოგოს მკვლელობისთვის, რომლის დანაწევრებული ცხედარიც მუსიკოსის ავტომობილში იპოვეს
ფოტო: The Associated Press
რატომ გაიწელა გამოძიება 7 თვე?
მიუხედავად იმისა, რომ ცხედარი სექტემბერში იპოვეს, ბრალის წარდგენა მხოლოდ 7 თვის შემდეგ მოხდა. ექსპერტები ამას რამდენიმე მიზეზით ხსნიან:
- ნეშტის მდგომარეობა: ცხედრის ძლიერმა გახრწნამ გაართულა სიკვდილის მიზეზის დადგენა და დნმ-ის ნიმუშების მოპოვება;
- მოწმეების ართანამშრომლობა: მომღერლის ოჯახი და ახლო წრე გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობდა. იანვარში d4vd-ის ერთ-ერთი მეგობარი იძულების წესითაც კი დააკავეს ჩვენების მისაღებად;
- მტკიცებულებების მოცულობა: გამომძიებლებს მოუხდათ უამრავი ციფრული და ნივთიერი მტკიცებულებების დამუშავება სრულყოფილი სურათის შესაქმნელად.
ფოტოები, ბარათები და ყვავილები, ეს იმ ნივთების ნაწილია, რომლებიც ხუთშაბათს ლეიკ-ელსინორში (კალიფორნია), მოკლული მოზარდის, სელესტ რივას ერნანდესის მემორიალთან მიიტანეს.
ფოტო: Getty Images
სელესტის მშობლებმა, ხესუს რივასმა და მერსედეს მარტინესმა, ადვოკატის მეშვეობით განცხადება გაავრცელეს:
"სელესტი იყო ლამაზი, ძლიერი გოგონა, რომელსაც უყვარდა სიმღერა და ცეკვა. ყოველ პარასკევს ფილმებს ერთად ვუყურებდით... ჩვენ ის ძალიან გვიყვარს და ისიც ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ ვუყვარდით. საშინლად გვენატრება... ერთადერთი, რაც გვსურს, სელესტისთვის სამართლიანობის აღსრულებაა".
ვინ არის d4vd?
d4vd, რომლის ნამდვილი სახელია დევიდ ენტონი ბერკი, 21 წლის ამერიკელი ალტ-პოპ შემსრულებელია, რომელმაც ფართო ცნობადობა 2022 წელს მოიპოვა, მას შემდეგ, რაც თავდაპირველად Fortnite-ის ვიდეოებისთვის შექმნილი, ტელეფონით ჩაწერილი სიმღერები, TikTok-ზე გავრცელდა. Reuters-ის ცნობით, მას კარიერული გარღვევა მოუტანა ჰიტმა Romantic Homicide (რომანტიკული მკვლელობა);
დეივიდ ენტონი ბერკი, რომელიც სასცენო სახელით d4vd არის ცნობილი, ხუთშაბათს დააკავეს
ფოტო: Michael Kovac/Getty Images
მომღერალს 3.8 მილიონი გამომწერი ჰყავს TikTok-ზე, 2 მილიონზე მეტი გამომწერი Instagram-ზე და დაახლოებით 21–22 მილიონი ყოველთვიური მსმენელი Spotify-ზე. მას აღწერენ, როგორც არტისტს, რომელმაც მოახერხა ონლაინ-ვირუსულობა სწრაფად გადაეზარდა მეინსტრიმ პოპულარობაში. ასევე უკვე ჩამოყალიბებულ, მზარდ მუსიკალურ ვარსკვლავადაც მოიხსენიებენ, ხოლო ამ საქმის ფიგურანტობამდე მას აქტიური საკონცერტო და სარელიზო ციკლი ჰქონდა.
მომღერლის კავშირი სელესტ რივას ერნანდესთან
სელესტსა და დევიდ ბერკს შორის კავშირის ნიშნები მის გაუჩინარებამდე ბევრად ადრე ფიქსირდება. CNN-ის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარში ისინი ერთად გამოჩნდნენ Twitch-ის პირდაპირ ეთერში, სადაც ხანგრძლივად საუბრობდნენ; ტრანსლაციის დასრულებისას მომღერალი ხუმრობით აღნიშნავდა, რომ ჩანაწერი უნდა წაეშალათ. მოგვიანებით, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები, სადაც ბერკი სელესტის სახლთან ახლოს, საკუთარი ტესლადან გადმოსვლისას ფიქსირდება. იმავე წლის ივნისში სელესტი ლოს-ანჯელესში, მომღერლის კონცერტის კულისებში გადაიღეს, ხოლო კერძო გამომძიებლის მიერ მოპოვებული მასალები მიუთითებს, რომ ისინი 2024 წლის ბოლოსა და 2025 წლის დასაწყისშიც ერთად ჩანდნენ. გამოძიება ამ მასალებს მათ შორის კავშირის დამადასტურებელ მნიშვნელოვან გარემოებად განიხილავს. თუმცა დაცვის მხარე კავშირის ინტერპრეტაციასა და მნიშვნელობას არ ეთანხმება.
ლოს-ანჯელესის ოლქის პროკურორი ნეითან ჯ. ჰოჩმანი და ლოს-ანჯელესის პოლიციის (LAPD) უფროსი ჯიმ მაკდონელი ორშაბათს, ლოს-ანჯელესში, მომღერალ d4vd-ის წინააღმდეგ ბრალდებების წარდგენის შესახებ აკეთებენ განცხადებას
ფოტო: ფრედერიკ ჯ. ბრაუნი/AFP/Getty Images
მომღერლის ადვოკატებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ მათი კლიენტი უდანაშაულოა. მათი თქმით, მტკიცებულებები დაადასტურებს, რომ დევიდ ბერკს სელესტ რივას ერნანდესი არ მოუკლავს და მისი სიკვდილის მიზეზი ის არ ყოფილა.
მომღერალი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება გირაოს უფლების გარეშე. საქმის განხილვა გრძელდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები