"ეს იყო ექსპლუატაცია" — რასელ ბრენდი 16 წლის მოზარდთან კავშირს აღიარებს
ფოტო: Getty Images
რასელ ბრენდი ცოტა ხნის წინ "მეგინ კელის შოუში" (The Megyn Kelly Show) გამოჩნდა და აღიარა, რომ 30 წლის ასაკში სქესობრივი კავშირი ჰქონდა 16 წლის მოზარდთან. მიუხედავად იმისა, რომ მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფოში სქესობრივი თანხმობის ასაკი 16 წელია, იქვე დასძინა, რომ მასზე გაცილებით უმცროს ადამიანთან კავშირი "ექსპლუატატორული" ქმედება იყო.
"მადლობა, მეგინ კელი, რომ მომეცით საშუალება გამომეხატა ჩემი პოზიცია, განსაკუთრებით კი თქვენს ბრაზზე, რომელიც სრულიად ლეგიტიმური და გასაგებია", — განაცხადა მან — "ფაქტი ისაა, რომ ევროპაში და გაერთიანებულ სამეფოში, საიდანაც მე ვარ, თანხმობის ასაკი 16 წელია. მქონდა სქესობრივი კავშირი 16 წლის გოგონასთან, როდესაც 30-ის ვიყავი, თუმცა მაშინ სულ სხვა ადამიანი ვიყავი, გაცილებით ახალგაზრდა და მოუმწიფებელი 30 წლის კაცი".
ბრენდმა საუბარი განაგრძო: "თანხმობით დაწყებული სექსიც კი, როდესაც საქმე გვაქვს ძალაუფლების დიდ დისბალანსთან, რაც ყოველთვის არსებობს, როცა ცნობილი ადამიანი ხარ და გაქვს ქალების მიზიდვის ისეთი უნარი, როგორიც მე მაშინ მქონდა, ვფიქრობ, ექსპლუატაციას მოიცავს. მიმაჩნია, რომ ეს ძალაუფლების ბოროტად სარგებლობაა. ვაცნობიერებ, რომ ჩემი წარსული სექსუალური ქცევა ეგოისტური იყო და საერთოდ არ ვუფიქრდებოდი იმას, როგორ მოქმედებდა ეს სხვა ადამიანებზე".
2025 წლის აპრილში ბრენდს ბრალი წაუყენეს გაუპატიურებაში, უხამს თავდასხმასა და სექსუალურ ძალადობაში ოთხი სხვადასხვა ქალის მიმართ. ინციდენტები, სავარაუდოდ, 1999-დან 2005 წლამდე პერიოდში ხდებოდა. იმავე წლის დეკემბერში მას კიდევ ორი ბრალდება დაემატა 2009 წელს მომხდარ შემთხვევებთან დაკავშირებით. ბრენდი ყველა ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
მისი სასამართლო პროცესი ლონდონის საუთვორკის სამეფო სასამართლოში თავდაპირველად 16 ივნისს უნდა დაწყებულიყო, თუმცა გასულ თვეში ის 12 ოქტომბრისთვის გადაიდო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები