რატომ არ უნდა შევიდეთ სუპერმარკეტში მშივრები
ფოტო: Thetakeout.com
თუ შენთვისაც ნაცნობია სიტუაცია, როცა მაღაზიაში პურის საყიდლად შესული, იქიდან რამდენიმე სავსე ჩანთითა და უამრავი არასაჭირო პროდუქტით გამოსულხარ, მაშინ ეს ბლოგი შენთვისაა.
საკუთარი თავისთვის (და უფრო ხშირად — საფულისთვის) მოწყობილი ამ დივერსიის მთავარი ავტორი ყოველთვის შიმშილია.
ფოტო: Freepik
როგორ გვმართავს შიმშილი საყიდლების დროს?
როცა გვშია, ჩვენი ტვინი რაციონალურ აზროვნებას წყვეტს და გადარჩენის რეჟიმზე გადადის. ამ დროს ორგანიზმი ენერგიის მიღების სწრაფ წყაროს ეძებს, რის გამოც, სრულიად გაუცნობიერებლად, ტკბილი, არაჯანსაღი, ცხიმიანი და მაღალკალორიული პროდუქტები გვიზიდავს.
სწორედ ამ დროს ვავსებთ კალათას ისეთი პროდუქტებით, რომლებსაც "მინდას" მიხედვით ვარჩევთ და არა იმის მიხედვით, რაც რეალურად გვჭირდება. თითქოს სხეული იმას გვკარნახობს, რომ ჩიფსს არაჟნისა და ხახვის არომატით, ანდაც ბრჭყვიალა ქაღალდში შეფუთულ შოკოლადს, ჩვენი გადარჩენა შეუძლია.
სუპერმარკეტიც ისეა მოწყობილი, რომ ჩვენი ეს მდგომარეობა მაქსიმალურად გამოიყენოს — თვალში ადვილად მოსახვედრი ფერადი შეფუთვები, გემრიელი სურნელი და მიმზიდველი აქციები, რომლებზე უარის თქმაც მშიერი ადამიანისთვის განსაკუთრებულად რთულია.
შიმშილი რაღაცნაირად ახერხებს, რომ რაციონალური აზროვნება შეგვინელოს (ან გაგვიქროს) და ინსტინქტურად მოქმედებაზე გადაგვიყვანოს. ინსტინქტი კი ამ დროს მხოლოდ იმას გვკარნახობს, რომ მეტი გვინდა. შედეგად, სალაროს რიგში ზოგჯერ არა მხოლოდ ზედმეტი საკვებით, არამედ ისეთი ნივთებით ხელში ვდგებით, რომლებზეც ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ ოდესმე დაგვჭირდებოდა.
თუმცა, პრობლემა მხოლოდ ზედმეტად დახარჯული ფული არ არის. ყველაზე დიდი ზიანი ამ დროს ჩვენს ჯანმრთელობასა და ცხოვრების ჯანსაღ წესს ადგება, რომლის დამკვიდრებსაც დიდი ხანია ვცდილობთ.
ჯანსაღი კვება, პირველ რიგში, გააზრებული არჩევანია. როცა მაღაზიაში დანაყრებული შედიხარ, შენი გონება იმაზეა ორიენტირებული, რომ სასარგებლო, ხარისხიანი და ჯანსაღი პროდუქტი შეიძინო: მეტი ბოსტნეული, ცილა — ყველაფერი, რაც ორგანიზმს ენერგიით ავსებს. მშიერი ტვინისთვის კი მხოლოდ "სწრაფი ენერგია" არსებობს.
რეალურად, არაჯანსაღ საკვებთან ჩვენი ბრძოლის ბედი სწორედ სუპერმარკეტის შესასვლელთან წყდება. თუ შიმშილს უფლებას არ მისცემ, გადაწყვეტილებები შენ ნაცვლად მიიღოს, ჯანსაღი კვება გააზრებული და მშვიდი არჩევანი გახდება.
გამოსავალი, რა თქმა უნდა, არსებობს — სანამ მაღაზიაში შეხვალ, თუნდაც ერთი ვაშლით ან ცოტა თხილით წაიხემსე. ამ მარტივი ხრიკის გამოყენებით, შენს ტვინს რაციონალურად აზროვნების საშუალებას მისცემ.
გახსოვდეს, საკუთარ თავსა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა სწორედ ასეთი პატარა დეტალებისგან შედგება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები